ტაფაჰი
მშობ. სახელი: ინგლ. Tafahi | |
---|---|
გეოგრაფია | |
მდებარეობა | წყნარი ოკეანე |
კოორდინატები | 15°51′ ს. გ. 173°43′ დ. გ. / 15.850° ს. გ. 173.717° დ. გ. |
ფართობი | 3,42 კმ² |
უმაღლესი წერტილი | 560 მ |
ოლქი | ნიუასის ოლქი |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 43 (2011) |
სიმჭიდროვე | 12,573 ად. /კმ² |
ტაფაჰი (ინგლ. Tafahi) — მომცრო კუნძული ტონგის სამეფოს ნიუასის კუნძულების ჯგუფში, წყნარ ოკეანეში. კუნძულის ისტორიული დასახელებაა — ქოქოს-ეილანტი (ნიდერლ. Cocos Eylant) და ბოსკავენი (ნიდერლ. Boscawen). მდებარეობს 9 კმ-ში ჩრდილო-აღმოსავლეთით კუნძულ ნიუატოპუტაპუდან. ადმინისტრაციულად კუნძული შედის ნიუასის ოლქში.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტაფაჰის კუნძულს აქვს ვულკანური წარმოშობა და სტრატოვულკანისთვის ტიპური კონუსის ფორმა. კუნძულის უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან — მთა პიუ-ო-ტაფაჰი (Piu-ʻo-Tafahi) — 560 მეტრი. ნიადაგს ასევე აქვს ვულკანური წარმოშობა და იდეალურია ვანილის და კავის მოყვანისათვის, რითაც დაკავებულია ტაფაჰის მოსახლეობა. კუნძულის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს უბე.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტაფაჰის კუნძული 1616 წელს აღმოაჩინეს ნიდერლანდელმა მოგზაურებმა ვილემ სხაუტენმა და იაკობ ლემერმა, რომლებმაც კუნძულს დაარქვეს ქოქოს-ეილანტი (ნიდერლ. Cocos Eylant), ანუ ქოქოსის კუნძული. მაგრამ კუნძულზე გადასვლა ზღვაოსნებმა ვერ შეძლეს, სათანადო ადგილის არარსებობის გამო. მიუხედავად ამისა საკუთარ გემის ჟურნალში ნიდერლანდელებმა აღწერეს ადგილობრივი მოსახლეობა, როგორც საკმაოდ მეგობრულები და ყველაფრით დაინტერესებულები. მოსახლეობა გულუხვად სთავაზობდა მოგზაურებს ქოქოსს და იამსს, ხოლო სანაცვლოდ იღებდნენ ლითონის ნაკეთობებს (ძირითადად ლურსმნებს).
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2011 წელს ტაფაჰის კუნძულის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 43 ადამიანს[1]. ტაფაჰის ერთადერთი დასახლება მდებარეობს მთის ჩრდილოეთი ნაწილის პლატოზე. კუნძულზე არსებობს სახელმწიფო დაწყებითი სკოლა.