Content-Length: 242402 | pFad | https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%98

შანხაი - ვიკიპედია შინაარსზე გადასვლა

შანხაი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასახლებული პუნქტი
შანხაი
ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა
შიდა დაყოფა Huangpu District, Xuhui District, Changning District, Jing'an District, Putuo District, Hongkou, Yangpu District, Minhang District, Baoshan District, Jiading, ფუტუნგი, Jinshan District, Songjiang, Qingpu, Fengxian District და Chongming District
კოორდინატები 31°10′00″ ჩ. გ. 121°28′00″ ა. გ. / 31.16667° ჩ. გ. 121.46667° ა. გ. / 31.16667; 121.46667
მმართველი Gong Zheng
დაარსდა 1 ოქტომბერი, 1949
ფართობი 6341±1 კვადრატული კილომეტრი
ცენტრის სიმაღლე 4±1 მეტრი
მოსახლეობა 24 152 700 (2015)[1] ,
24 870 895 (2020)[2]
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი 21
საფოსტო ინდექსი 200000
საავტომობილო კოდი 沪A
ოფიციალური საიტი https://www.shanghai.gov.cn/
შანხაი — ჩინეთი
შანხაი

შანხაი (ჩინ.: 上海, Shànghǎi) — ჩინეთის უდიდესი ქალაქი. შანხაი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი კულტურული, კომერციული, ფინანსური, ინდუსტრიული და საკომუნიკაციო ცენტრია. მდებარეობს მდინარე იანძის დელტაში. აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვიდან 50 კმ. შანხაი ჩინეთის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტია, რომელსაც პროვინციის დონის სტატუსი აქვს. შანხაიში მდებარეობს ასევე მსოფლიოს ყველაზე დატვირთული საზღვაო პორტი სინგაპურისა და როტერდამის შემდეგ. არის საავტომობილო და სარკინიგზო გზების კვანძი, განვითარებულია მრეწველობა. მოქმედებს განათლების და კულტურის დაწესებულებები. შემორჩენილია XVI-XIX საუკუნეების არქიტექტურული ძეგლები.

თავდაპირველად ერთი მიყრუებული მეთევზეთა სოფელი, შანხაი ჩინეთის უმნიშვნელოვანესი ქალაქი გახდა მე-20 საუკუნის დასაწყისში. ეს იყო ჩინეთის პოპულარული კულტურის, ინტელექტუალური გაცვლისა და პოლიტიკური ინტრიგების ცენტრი. 1949 წლის შემდეგ ქალაქის ცხოვრების რიტმი შენელდა მთავრობის მიერ შემოღებული მძიმე გადასახადების გამო. 1992 წლიდან შანხაიმ სწრაფი განვითარება დაიწყო და მალევე გაასწრო შენჟენსა და გუანჯჟოუს და გახდა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის ფორპოსტი.

ორი იეროგლიფი ქალაქის სახელწოდებაში (მარცხნივ) ნიშნავს „ზღვა-ზე“. ადგილობრივად ის წარმოითქმის როგორც ზონ-ჰე /zɑ̃.'he/. ქალაქის სახელწოდების ყველაზე ადრეული წყარო სონის დინასტიიდან მოდის (მე-11 საუკუნე), რომელიც მდინარის პირას მდებარე სავაჭრო ქალაქს ერქვა. სახელის მნიშვნელობა დღემდე ისტორიკოსთა შორის კამათის საგანია, თუმცა ზოგიერთ წყაროზე დაყრდნობით ის უნდა ნიშნავდეს „ზღვის ზემო მისაღწევს“ (海之上洋). თუმცა მანდარინის ენაზე ის უნდა ნიშნავდეს „ზღვაზე გასვლას“, რაც უფრო მისაღებია ქალაქის საზღვაო პორტის მდებარეობისთვის.

ქალაქს მრავალი მეტსახელი ჰქონია წარსულში, მათ შორის „აღმოსავლეთის პარიზი“, „აღმოსავლეთის დედოფალი“, „აღმოსავლეთის მარგალიტი“, და „აზიის ბოზიც“ კი (ეს უკანასკნელი 1920-30-იანი წლების კორუფციის, ნარკოტიკებისა და პროსტიტუციის მოზღვავების შედეგი იყო).

წარმოიშვა მეთევზეთა დასახლება ხუტუს ადგილას. ქალაქის ფორმირებამდე შანხაის სონიანის პროვინციის (松江縣) ნაწილი იყო, სუჟუს პრეფექტურის (蘇州府) დაქვემდებარებაში. სონგის დინასტიის (960-1279) პერიოდიდან შანხაი თანდათან უფრო საქმიანი სავაჭრო პორტი გახდა. XVI სუაკუნიდან ვაჭრობა-ხელოსნობის ცენტრი იყო. ქალაქის კედელი 1553 წელს აშენდა, რაც დღეს ქალაქის დაფუძნების თარიღად მიიჩნევა.

მე-19 საუკუნემდე შანხაი, ჩინეთის სხვა მნიშვნელოვანი ქალაქებისგან განსხვავებით, რაიმე განსაკუთრებულ როლს არ ასრულებდა. შანხაის როლი რადიკალურად შეიცვალა მე-19 საუკუნეში, როცა მისმა სტრატეგიულმა მდებარეობამ ის დასავლეთთან ვაჭრობისთვის იდეალური ადგილი გახადა. ადრეული მე-19 საუკუნის პირველი ოპიუმის ომის დროს ბრიტანეთის ჯარებს შანხაი მცირე ხნით ოკუპირებული ჰქონდათ. ომი 1842 წელს დასრულდა ნანკინის ზავით, რის შედეგადაც ზავის ქვეშ მოქცეული პორტები, შანხაის ჩათვლით, საერთაშორისო ვაჭრობისთვის თავისუფალი გახდა. 1843 წელს გაჩნდა ბრიტანული, ხოლო 1848 წელს ამერიკული დასახლება. 1849 წელს გაიხსნა ფრანგული კონცესია. 1854 წლიდან 1937 წლამდე შანხაის საბაჟოს განაგებდნენ აშშ, გაერთიანებული სამეფო და საფრანგეთი. XIX საუკუნის მეორე ნახევარში შანხაი ჩამოყალიბდა სავაჭრო-სამრეწველო ცენტრად და კოლონიალისტური სახელმწიფოების დასაყრდენად ჩინეთში. 1937-1945 წლებში ოკუპირებული იყო იაპონიის მიერ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:








ApplySandwichStrip

pFad - (p)hone/(F)rame/(a)nonymizer/(d)eclutterfier!      Saves Data!


--- a PPN by Garber Painting Akron. With Image Size Reduction included!

Fetched URL: https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%98

Alternative Proxies:

Alternative Proxy

pFad Proxy

pFad v3 Proxy

pFad v4 Proxy