Content-Length: 123786 | pFad | https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%98%E1%83%9D

შიმოიო - ვიკიპედია შინაარსზე გადასვლა

შიმოიო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
შიმოიო
Chimoio
ქვეყანა მოზამბიკის დროშა მოზამბიკი
დაქვემდებარება ქალაქი
პროვინცია მანიკის პროვინცია
კოორდინატები 19°07′00″ ს. გ. 33°27′00″ ა. გ. / 19.11667° ს. გ. 33.45000° ა. გ. / -19.11667; 33.45000
დაარსდა 1969
ადრეული სახელები ვილა-პერუ, მანდინგო
ამჟამინდელი სტატუსი 1969
ფართობი 174 კვადრატული კილომეტრი
ცენტრის სიმაღლე 664±1 მეტრი
მოსახლეობა 238 976 კაცი (2007)
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
შიმოიო — მოზამბიკი
შიმოიო

შიმოიო, ძველად ვილა-პერუ (პორტ. Chimoio) — ქალაქი მოზამბიკში. შედის მანიკის პროვინციაში. მოსახლეობა — 238 976 ადამიანი (2007 წლის აღწერის მონაცემები), ამ მონაცემით შიმოიო ქვეყანაში მე-5 ქალაქია სიდიდით.

ქალაქი შიმოიო მდებარეობს მოზამბიკის დასავლეთ ნაწილში, ეგრეთ წოდებულ ბეირას დერეგანში. მანიკის პროვინციის მთავარი ქალაქი. შიმოიო ძევს რკინიგზის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ხაზზე, რომელიც აერთევს ბეირის ოკეანურ პორტს ზიმბაბვეს დედაქალაქ ჰარარესთან. ზიმბაბვეს საზღვართან მდებარეობს მოზამბიკის უმაღლესი მთა — ბინგა (2 436 მეტრი). ქალაქი შემოსაზღვრულია ტროპიკული ტყეებით, რომლებშიც ბინადრობენ მაიმუნების, ანტილოპებისა და სხვა გარეული ცხოველების სხვადასხვა სახეობები

ძველად ქალაქი მდებარეობდა მონომოტაპას იმპერიის ტერიტორიაზე და ეწოდებოდა მანდინგო. 1916 წელს ქალაქს პორტუგალიელების მიერ დაერქვა ვილა-პერუ (მოზამბიკის მაშინდელი გუბერნატორის სახელის მიხედვით). ქალაქის სტატუსი მიიღო 1969 წელს. მოზამბიკის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, 1975 წელს, ეწოდა შიმოიო.









ApplySandwichStrip

pFad - (p)hone/(F)rame/(a)nonymizer/(d)eclutterfier!      Saves Data!


--- a PPN by Garber Painting Akron. With Image Size Reduction included!

Fetched URL: https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%98%E1%83%9D

Alternative Proxies:

Alternative Proxy

pFad Proxy

pFad v3 Proxy

pFad v4 Proxy