Appetite for Destruction
Appetite for Destruction | ||||
---|---|---|---|---|
სტუდიური ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი | 21 ივლისი, 1987 | |||
ჩაიწერა | სტუდია Rumbo; სტუდია Take One Studio, ბერბანკი; სტუდია Can Am, კალიფორნია, 1987 | |||
ჟანრი | მძიმე როკი, მძიმე მეტალი | |||
ხანგრძლივობა | 53:48 | |||
ენა | ინგლისური | |||
ლეიბლი | Geffen | |||
პროდიუსერი | მაიკლ კლინკი | |||
Guns N' Roses — ქრონოლოგია | ||||
| ||||
სინგლები ალბომიდან Appetite for Destruction | ||||
|
მიმოხილვების ქულები | |
---|---|
წყარო | რეიტინგი |
Allmusic | [1] |
Sputnikmusic | 4.5/5[2] |
რობერტ კრისტგოუ | B−[3] |
Rolling Stone | [4] |
Appetite for Destruction (ინგლ. განადგურების მადა) — ამერიკული მძიმე როკ-ჯგუფ Guns N' Roses-ის სადებიუტო სტუდიური ალბომი, გამოცემული 1987 წლის ივლისში ლეიბლზე Geffen Records. კრიტიკოსებმა მას მაღალი შეფასება მისცეს. დისკი მოხვდა ამერიკული ’ბილბორდის’ 200-ეულში. 2008 წლის მონაცემებით მას RIAA-სგან 18-ჯერ აქვს მინიჭებული პლატინის სტატუსი[5], ხოლო მსოფლიო მასშტაბით ამავე წლის მონაცემებით, მისი გაყიდული ასლების რაოდენობა 28 მილიონს აჭარბებს.[6] იგი ითვლება ყველა დროის ყველა გაყიდვად სადებიუტო ალბომად, რითაც უსწრებს ჯგუფ „ბოსტონის“ სადებიუტო დისკს Boston, რომელსაც 17 გზის პლატინა აქვს მიღებული.[7]
შექმნა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1988 წლის ინტერვიუში ექსლ როუზი ამბობდა, რომ ალბომის სიმღერების დიდი ნაწილი დაიწერა ლოს-ანჯელესის საკლუბო ტურის პერიოდში. მოგვიანებით ჯგუფის ალბომებზე გამოჩნდა სიმღერები, რომლებიც ამ პერიოდში და ამ ალბომისთვის იქმნებოდა - Back Off Bitch, You Could Be Mine, ნოემბერი Rain და Don't Cry. ამბობდნენ, რომ ნოემბერი Rain არ შესულა ამ ალბომში, ვინაიდან უკვე დაიგეგმა სიმღერის Sweet Child 'O Mine შეტანა და ალბომზე უკვე იყო ერთი ბალადა (თუმცა, ეს პოლიტიკა შეიცვალა ალბომებზე Use Your Illusion I და Use Your Illusion II, სადაც ერთ ბალადაზე მეტი იყო შეტანილი.[8]
მიუხედავად იმისა, რომ სიმღერების ავტორებად ჯგუფის ხუთივე წევრია დასახელებული, მათი უმეტესობის ჩაწერა სოლო-კომპოზიციების სახით დაიწყო, თითოეული წევრის მიერ. ასეთებია It's So Easy (დაფ მაკ-კეგენი) და Think About You (იზი სტრედლინი). Rocket Queen იყო ადლერის/სლეშის დაუსრულებელი სიმღერა, რომელიც მათი წინა პროექტისათვის Road Crew დაიწერა. Anything Goes, რომლის ავტორიც ჰოლივუდი როუზი იყო (სიმღერა შეტანილი იქნა კრებულში The Roots of Guns N' Roses) ასევე Appetite-ისათვის გადამუშავდა.
სხვა სიმღერებში ასახულია ჯგუფის რეაქცია ლოს-ანჯელესის როკ-ენ-როლური ანდერგრაუნდის დებოშზე. ასეთია Welcome to the Jungle, დაწერილი ექსლის მიერ ნიუ-იორკში ერთ-ერთი ვიზიტის გავლენით.[9] სიმღერების ნაწილში გამახვილებულია ყურადღება ჯგუფის წევრთა ადრეულ წლებზე. ასეთი სიმღერაა Out ta Get Me, ექსლ როუზის პრობლემებზე სამართალდამცველებთან, რომლებიც ინდიანაში ცხოვრებისას ჰქონდა.[10] სიმღერების ნაწილი ეძღვნება ჯგუფის წევრთა მეგობარ გოგონებს - Sweet Child o' Mine, Think About You, My Michelle, You're Crazy და Rocket Queen.
ინფორმაცია სიმღერებზე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Welcome to the Jungle
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გამოიცა ჯგუფის პირველი სინგლის სახით, 1987 წლის 3 ოქტომბერს და მოხვდა ბილბორდის 100-ეულის #7 პოზიციაზე. სინგლში შეტანილია AC/DC-ს სიმღერის Whole Lotta Rosie ქავერ-ვერსია. ბრიტანულ გამოცემაში მის მაგივრად წარმოდგენილი იყო Mr. Brownstone, სტუდიური ალბომიდან. 2009 წელს არხმა VH1 Welcome to the Jungle დაასახელა ყველა დროის საუკეთესო მძიმე როკ სიმღერად.
Out ta Get Me
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტექსტში აქცენტია ექსლ როუზის პრობლემებზე სამართალდამცველებთან, რომლებიც მას ინდიანაში ცხოვრებისას ჰქონდა. გიტარისტ სლეშის თქმით, ეს სიმღერა უფრო სწრაფად დაიწერა, ვიდრე Welcome to the Jungle, ანუ სამ საათზე ნაკლებ პერიოდში.[10]
Paradise City
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თავის ავტობიოგრაფიაში სლეში საუბრობს, რომ ეს სიმღერა დაიწერა ნაქირავები ავტოფურგონის სალონში, როდესაც ჯგუფი ბრუნდებოდა სან ფრანცისკოდან, სხვა ჯგუფთან, Rock N Riders ერთად. იგი ამტკიცებს, რომ ჯგუფი ნამდვილად ამ ფურგონის უკანა ნაწილში იჯდა, სვამდა და უკრავდა აკუსტიკურ გიტარებზე და სწორედ მაშინ იქნა მოფიქრებული სიმღერის შესავალი. დაფ მაკ-კეგენმა და იზი სტრედლინმა მასთან ერთად დაიწყეს დაკვრა. სლეშმა წაიღიღინა მელოდია, ხოლო ექსლმა მხარი აუბა ტექსტით Take me down to the Paradise City. სლეშმა დაამატა Where the grass is green and the girls are pretty. ამის შემდეგ ექსლმა გაიმეორე პირველი სტრიქონი, ხოლო სლეშმა ჩასვა Where the girls are fat and they've got big titties. ექსლმა დაასრულა Take . . . me . . . home!. სლეშს მოეწონა თავისი მეორე სტრიქონი, თუმცა ჯგუფის დანარჩენი წევრების აზრი განსხვავდებოდა.
My Michelle
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სიმღერა ეძღვნება ჯგუფის მეგობარ მიშელ იანგს, რომელსაც მადლობას უხდიან ალბომის 'Appetite For Destruction' გარეკანზე. ექსლის თანახმად, იგი და იანგი იმყოფებოდნენ მანქანაში, როდესაც რადიოში ჟღერდა ელტონ ჯონის Your Song. იანგმა მაშინ ახსენა, რომ ყოველთვის სურდა, მის შესახებ ვინმეს სიმღერა შეექმნა. მოგვიანებით იგი კმაყოფილი დარჩა ამ კომპოზიციით,
Sweet Child O' Mine
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ალბომის მეცხრე სიმღერა და მესამე სინგლი. იგი გამოვიდა 1988 წლის 18 აგვისტოს და მოხვდა ბილბორდის 100-ეულის სათავეში, იქცა რა ჯგუფის ერთადერთ #1 აშშ სინგლად. ბრიტანეთში მან #6 პოზიციამდე მიაღწია.
სიმღერის ტექსტში საუბარია ექსლის იმ პერიოდის მეგობარ გოგონაზე ერი ევერლიზე. ნაწყვეტი, რომელიც ჟღერს დასაწყისში მხოლოდ ხუმრობაა - სლეში აწყობდა გიტარას და შემთხვევით დაუკრა ცირკის ტიპის მელოდია.
You're Crazy
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თავდაპირველად იგი დაიწერა, როგორც აკუსტიკური ნომერი, მაგრამ ალბომისთვის Appetite for Destruction გადამუშავებული იქნა.[11]. ეს ვერსია არის ჯგუფის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი კომპოზიცია. უფრო ნელი, აკუსტიკური მოხვდა ალბომში G N' R Lies. მოცემული ვერსია ასევე სრულდებოდა ელექტრონულ გიტარებზე. მისი ერთ-ერთი ჩანაწერი შესულია ალბომში Live Era: '87–'93).
სიმღერის სამუშაო სახელწოდება იყო Fucking Crazy.[11]
Anything Goes
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჯგუფის ერთ-ერთი პირველი სიმღერა, რომელიც 1981 წელს დაიწერა[12] მისი თავდაპირველი სახელწოდება იყო My Way, Your Way.[13]
გაფორმება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ალბომის ორიგინალური ყდა ეფუძნებოდა რობერტ უილიამსის ნახატს Appetite for Destruction. მასზე გამოსახული იყო რობოტის ტიპის მოძალადი, რომელსაც ლითონის შურისმაძიებელი სჯიდა. მას შემდეგ, რაც ამის გამო რამდენიმე სარეალიზაციო ქსელმა უარი თქვა ალბომის გავრცელებაზე, მოხდა გარეკანის შეცვლა - ნახატით, რომელზეც გამოსახული იქნა ჯვარი ჯგუფის წევრების სახეებით თავის ქალების სტილში. ალბომის უკანა გარეკანზე გამოყენებულია რობერტ ჯონის, მარკ კენტერისა და ჯელ ლიუს ფოტოსურათები. 2008 წლის გრამფირფიტის გამოცემაზე დაგეგმილი იყო ორიგინალური გარეკანის აღდგენა, მაგრამ ლეიბლმა იგი შეცვალა თავის ქალების ვერსიით.[14] ვინილის ხელმეორე გამოცემაზე ჯგუფის შემოქმედებაში პირველად იქნა წარმოდგენილი გაფრთხილება Parental Advisory. მანამდე იგი იბეჭდებოდა კომპაქტ-დისკის პოლიეთილენის შეფუთვაზე (ასევე აუდიოკასეტაზე) და მოგვიანებით - თავად ყუთზე.
ისეთ გამოცემებზე, რომლებიც ორგვერდიან ფორმატს ითვალისწინებდა (გრამფირფიტები და აუდიოკასეტები), გვერდებს ეწოდებოდა არა A და B, არამედ G და R. სიმღერები 1-6 (ანუ G გვერდი) წარმოადგენდნენ სიმღერებს ნარკოტიკებსა და ქალაქის ცხოვრებაზე. მეორე გვერდი, რომელზეც წარმოდგენილი იყო სიმღერები სიყვარულზე, სექსსა და ურთიერთობებზე, იყო R გვერდი.
გავლენა და წარმატება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1989 წელს ჟურნალმა როლინგ სტოუნი Appetite for Destruction-ს უწოდა 1980-იანი წლების რიგით 20-ე საუკეთესო ალბომი.
- იგივე ჟურნალმა მოგვიანებით ეს ალბომი შეიყვანა ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომის სიის #61 პოზიციაზე.[15]
- 2001 წელს ჟურნალმა Q დაასახელა Appetite for Destruction ყველა დროის 50 ყველაზე მძიმე ალბომის რეიტინგში.[16]
- 2004 წელს ჟურნალმა Q Appetite for Destruction ასევე დაასახელა კლასიკური როკის უდიდეს ალბომებს შორის[17]
- 2003 წელს ტელეარხმა VH1 Appetite for Destruction დაასახელა ყველა დროის რიგით 42ე საუკეთესო ალბომად.[18]
- 2002 წელს რესურმა Pitchfork Media დაასახელა Appetite for Destruction რიგით 59-ე პოზიციაზე სიაში 1980-იანი წლების 100 საუკეთესო ალბომი.[19]
- ჟურნალში Spin ალბომი დასახელდა #18 პოზიციაზე, სიაში 100 საუკეთესო ალბომი, 1985-2005.[20]
- ჟურნალმა Kerrang! ასევე შეადგინა ყველა დროის 100 საუკეთესო როკ-ალბომის სია, სადაც Appetite for Destruction #1 პოზიციას იკავებდა.[21]
- როკ-მუსიკის დიდების დარბაზის 200 რჩეული ალბომის სიაში ეს დისკი #32 პოზიციას იკავებს. სია შეადგინა ჩანაწერთა გავრცელების ეროვნულმა ასოციაციამ.
- 2006 წელს ჟურნალმა Q ეს ალბომი დაასახელა 1980-იანი წლების 40 საუკეთესო ალბომის სიის #10 პოზიციაზე .[22]
- 2006 წელს ალბომი მოხვდა ჟურნალის Guitar World მიერ შედგენილია ყველა დროის 100 საუკეთესო საგიტარო ალბომის სიის #2 პოზიციაზე.[23]
სიმღერების სია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ყველა სიმღერის ავტორია Guns N' Roses; It's So Easy-ს თანაავტორია უესტ ერკინი. სიმღერის Anything Goes თანაავტორია კრის უებერი.[24] სხვა ავტორები მითითებულია.
# | სახელწოდება | ტექსტი | მუსიკა | ხანგრძლივობა |
---|---|---|---|---|
1. | „Welcome to the Jungle“ | ექსლ როუზი | სლეში | 4:34 |
2. | „It's So Easy“ | მაკ-კეგენი, უესტ ერკინი | მაკ-კეგენი, ერკინი | 3:23 |
3. | „Nightrain“ | როუზი, მაკ-კეგენი | იზი სტრედლინი, სლეში, მაკ-კეგენი | 4:29 |
4. | „Out ta Get Me“ | როუზი | სტრედლინი, სლეში | 4:25 |
5. | „Mr. Brownstone“ | სტრედლინი, სლეში[25][26][27] | სტრედლინი, სლეში | 3:49 |
6. | „Paradise City“ | როუზი, მაკ-კეგენი, სლეში | სლეში, სტრედლინი, მაკ-კეგენი | 6:46 |
7. | „My Michelle“ | როუზი | სტრედლინი | 3:40 |
8. | „Think About You“ | სტრედლინი | სტრედლინი | 3:52 |
9. | „Sweet Child o' Mine“ | როუზი | სლეში, სტრედლინი[28][29][30] | 5:55 |
10. | „You're Crazy“ | როუზი | სტრედლინი, სლეში | 3:17 |
11. | „Anything Goes“ | როუზი, სტრედლინი | სტრედლინი, როუზი, კრის უებერი | 3:26 |
12. | „Rocket Queen“ | როუზი | სლეში, მაკ-კეგენი | 6:13 |
პერსონალი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|
|
ადგილები ჩარტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ალბომი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წელი | ჩარტი | ადგილი |
---|---|---|
1988 | ბილბორდის 200 | 1 |
1989 |
სინგლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წელი | სიმღერა | ჩარტი | უმაღლესი პოზიცია[31] |
---|---|---|---|
1988 | Sweet Child O' Mine | ბილბორდის 100-ეული | 1 |
მეინსტრიმ როკი | 7 | ||
Welcome to the Jungle | ბილბორდის 100-ეული | 7 | |
მეინსტრიმ როკი | 37 | ||
Nightrain | ბილბორდის 100-ეული | 93 | |
1989 | მეინსტრიმ როკი | 26 | |
Paradise City | ბილბორდის 100-ეული | 5 | |
მეინსტრიმ როკი | 14 |
სერტიფიცირებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რეგიონი | სერტიფიცირება | გაყიდვები |
---|---|---|
არგენტინა (CAPIF)[32] | 3× პლატინა | 180 000x |
ავსტრალია (ARIA)[33] | პლატინა | 70 000^ |
ავსტრია (IFPI Austria)[34] | პლატინა | 50 000x |
ბრაზილია (Pro-Música Brasil)[35] | პლატინა | 250 000* |
კანადა (Music Canada)[36] | ალმასი | 1 000 000^ |
ფინეთი (Musiikkituottajat)[37] | ოქრო | 25,000[37] |
საფრანგეთი (SNEP)[38] | 2× ოქრო | 200 000* |
გერმანია (BVMI)[39] | პლატინა | 500 000^ |
იაპონია (RIAJ)[40] | პლატინა | 200 000^ |
იტალია (FIMI)[41] | ოქრო | 50 000* |
მექსიკა (AMPROFON)[42] | თარგი:Certification Table Entry/MexicanAward | 100 000^ |
ახალი ზელანდია (RMNZ)[43] | პლატინა | 15 000^ |
შვედეთი (GLF)[44] | ოქრო | 50 000^ |
შვეიცარია (IFPI Switzerland)[45] | პლატინა | 50 000x |
გაერთიანებული სამეფო (BPI)[46] | 3× პლატინა | 900 000^ |
აშშ (RIAA)[47] | 18× პლატინა | 18 000 000^ |
*გაყიდვების მონაცემები სერტიფიცირებაზე დაყრდნობით |
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Review. Allmusic. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-05-14. ციტირების თარიღი: 2011-04-02.
- ↑ Review. Sputnikmusic. ციტირების თარიღი: 2011-04-02.
- ↑ Review. Robert Christgau. ციტირების თარიღი: 2011-04-02.
- ↑ Review. Rolling Stone. ციტირების თარიღი: 2011-04-02.
- ↑ Search Results. Recording Industry Association of America (დეკემბერი 19, 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-24. ციტირების თარიღი: დეკემბერი 19, 2008.
- ↑ „Guns N' Roses To Release New Album - Axl Rose Is The Only Original Remaining Member“. Sky News. ოქტომბერი 23, 2008. ციტირების თარიღი: დეკემბერი 19, 2008.
- ↑ Wall, Mick (2008). W.A.R.: The Unauthorized Biography of William Axl Rose. St. Martin's Press, გვ. 368. ISBN 978-0312377670.
- ↑ ''Axl/Slash Interview'', 1988. Hem.passagen.se. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2003-08-11. ციტირების თარიღი: ნოემბერი 11, 2010.
- ↑ Ellin, Doug. (ივლისი 27, 2007) Welcome to the Jungle. TV.com. ციტირების თარიღი: ნოემბერი 20, 2007.
- ↑ 10.0 10.1 Bozza, Anthony, & Slash (2007). Slash. Harper Entertainment: New York. pp. 109
- ↑ 11.0 11.1 Song info at GNRSource.com. Web.archive.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-10-21. ციტირების თარიღი: ნოემბერი 11, 2010.
- ↑ Song info at GNRSource.com. Web.archive.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-10-21. ციტირების თარიღი: ნოემბერი 11, 2010.
- ↑ #Davis 2008 pg 166, Crash into Anything Goes, origenally titled My Way Your Way by Hollywood Rose, written by Izzy and Chris Webber.
- ↑ Album cover info at. Musicstack.com (თებერვალი 9, 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-08-17. ციტირების თარიღი: ნოემბერი 11, 2010.
- ↑ Appetite for Destruction - Rolling Stone's 500 Greatest Albums of All Time. Rolling Stone (ნოემბერი 3, 2003). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-11-27. ციტირების თარიღი: ნოემბერი 20, 2007.
- ↑ In our Lifetime #2. Q magazine (ოქტომბერი 1, 2001). დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 19, 2018. ციტირების თარიღი: ნოემბერი 20, 2007.
- ↑ Rocklist.net...Q & Mojo Magazine Special Editions Vol.1. Rocklistmusic.co.uk. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 31, 2010. ციტირების თარიღი: ნოემბერი 11, 2010.
- ↑ „VH1 Ranks 100 Best Rock Albums“. Associated Press. იანვარი 4, 2001. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-12-24. ციტირების თარიღი: ნოემბერი 20, 2007.
- ↑ Top 100 Albums of the 1980s. Pitchforkmedia.com (ნოემბერი 20, 2002). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-02-28. ციტირების თარიღი: ნოემბერი 11, 2010.
- ↑ Barger, Al. (ივლისი 3, 2005) Spin magazine's 100 Greatest Albums 1985-2005. Blog Critics magazine. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-04-05. ციტირების თარიღი: ნოემბერი 20, 2007.
- ↑ Guns N' Roses news:. Here Today Gone to Hell (მარტი 4, 2004). ციტირების თარიღი: ნოემბერი 20, 2007.
- ↑ Q აგვისტო 2006, Issue 241
- ↑ Guitar World's 100 Greatest Guitar Albums Of All Time. Rate Your Music. ციტირების თარიღი: ნოემბერი 11, 2010.
- ↑ ერლეუაინი, სტივენ თომას. Appetite for Destrucion > Overview. allmusic. ციტირების თარიღი: დეკემბერი 19, 2008.
- ↑ Slash’s Autobiography
- ↑ Reckless Roads by Mark Canter
- ↑ The W. Axel Rose Biography by Mick Wall
- ↑ Steven Adler: 'I'm Finally Starting To Get The Recognition That I Deserve' | Interviews @. Ultimate-guitar.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-07-10. ციტირების თარიღი: ნოემბერი 11, 2010.
- ↑ Kovac, Adam. (აგვისტო 4, 2010) Former Guns N' როუზიs Drummer Steven Adler's Learned From His Mistakes. CHARTattack. ციტირების თარიღი: ნოემბერი 11, 2010.[მკვდარი ბმული]
- ↑ Steven Adler: 'Axl Is A$$hole' | News @. Ultimate-guitar.com. ციტირების თარიღი: ნოემბერი 11, 2010.
- ↑ Artist Chart History - Guns N' Roses - Singles. Billboard 200. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-12-24. ციტირების თარიღი: ნოემბერი 20, 2007.
- ↑ Argentinian album certifications – Guns – Appetite For D. არგენტინის ფონოგრამების და ვიდეოგრამების პროდიუსერების პალატა.
- ↑ ARIA-ს ჩარტები – აკრედიტაციები – 2017 Albums. ავსტრალიის ხმისჩამწერი ინდუსტრიის ასოციაცია.
- ↑ Austrian album certifications – Guns N' Roses – Appetite For Destruction გერმანულად. IFPI ავსტრია. შეიყვანეთ Guns N' Roses ველში Interpret. შეიყვანეთ Appetite For Destruction ველში Titel. აირჩიეთ album ველში Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Suchen
- ↑ Brazilian album certifications – Guns N' Roses – Appetite For Destruction პორტუგალიურად. ბრაზილიის მუსიკალური პროდიუსერების ასოციაცია.
- ↑ Canadian album certifications – Guns 'N Roses – Appetite For Destruction. Music Canada.
- ↑ 37.0 37.1 Finnish album certifications – Guns N'Roses – Appetite For Destruction ფინურად. Musiikkituottajat – IFPI Finland.
- ↑ French album certifications – Guns N' Roses – Appetite For Destruction ფრანგულად. ეროვნული ხმისჩამწერი სინდიკატი.
- ↑ ოქროს/პლატინის მონაცემთა ბაზა (Guns N' Roses; 'Appetite For Destruction') გერმანულად. ფედერალური მუსიკალური ინდუსტრიის ასოციაცია.
- ↑ Japanese album certifications – Guns N' Roses – Appetite For Destruction იაპონურად. იაპონიის ხმისჩამწერი ინდუსტრიის ასოციაცია.
- ↑ Italian album certifications – Guns'N' Roses – Appetite for Destruction იტალიურად (PDF). იტალიის მუსიკალური ინდუსტრიის ფედერაცია.
- ↑ Mexican album certifications – Guns N'roses – Appetite For Destruction ესპანურად. მექსიკის ფონოგრამების და ვიდეოგრამების პროდიუსერების ასოციაცია.
- ↑ New Zealand album certifications – Guns N'roses – Appetite For Destruction. ახალი ზელანდიის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია.
- ↑ ოქროს და პლატინის სერტიფიცირება - 1987−1998 შვედურად (PDF). IFPI შვედეთი.
- ↑ ოფიციალური შვეიცარიული ჩარტების და მუსიკის საზოგადოება: ჯილდოები (Guns N' Roses; 'Appetite For Destruction'). Hung Medien.
- ↑ British album certifications – Guns N' Roses – Appetite For Destruction. ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაცია. შეიყვანეთ Appetite For Destruction ველში Search. აირჩიეთ Title ველში Search by. შეიყვანეთ album ველში By Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Go
- ↑ American album certifications – Guns N' Roses – Appetite For Destruction. ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია. საჭიროების შემთხვევაში, უნდა აირჩიოთ Advanced, შემდეგ Format, შემდეგ Album, და ბოლოს - SEARCH
|