Content-Length: 136071 | pFad | https://ka.wikipedia.org/wiki/Microsoft_Excel

Microsoft Excel - ვიკიპედია შინაარსზე გადასვლა

Microsoft Excel

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Microsoft Excel

Microsoft Excel 2013 Windows 8-ზე
მწარმოებელი Microsoft
ბოლო გამოშვება 2013 (15.0.4433.1506) / 11 დეკემბერი, 2012; 11 წლის წინ (2012-12-11)
ოს Microsoft Windows
ჟანრი ელექტრონული ცხრილი
ლიცენზია საცდელი პროგრამა[1]
საიტი Microsoft Excel

Microsoft Office Excel — ელექტრონული ცხრილი, რომელსაც აწარმოებს კორპორაცია Microsoft. იგი პირველად გამოვიდა 1987 წელს, ან Apple Mac-ის სისტემებისათვის, შედის Microsoft Office-ის პაკეტში.

დღეისთვის Excel არის გაბატონებული პროგრამა თავისი კლასის სხვა პროდუქტებს შორის, რასაც განაპირობებს არა იმდენად Microsoft-ის სარეკლამო კამპანია, რამდენადაც თავად Excel-ის თვისებები — მძლავრი და მოქნილი გამოთვლითი და გრაფიკული შესაძლებლობანი და ყველასთვის ცნობილი გარეგნული სახე.

Excel-ის უახლოესი წინაპარია პროგრამა Multiplan. როდესაც ბაზარზე შემოიჭრა Lotus 1-2-3 და საკმაოდ შეავიწროვა Multiplan, Microsoft-მა გამოუშვა Excel-ის DOS-ვარიანტი (1985 წ.), ხოლო 1987 წელს გამოვიდა მისი Windows-ვარიანტი. ეს იყო ე.წ. Killer-App, რომელმაც განაპირობა Microsoft Office-ის ლიდერობა საოფისე პაკეტების ბაზარზე და მნიშვნელოვნად გაამყარა Windows-ის პოზიციები ოპერატიულ სისტემებს შორის.

1993 წლიდან Excel ჩართულია Microsoft Office-ის პაკეტში და ვრცელდება მასთან ერთად. Excel-ის უახლესი ვერსია (მე-14) შედის Office 2010-ის შემადგენლობაში.

აღნიშნული წარმოადგენს წარმოადგენს Microsoft Office -ის შემადგენელ პროგრამას, რომელიც ასევე აქტიურად გამოიყენებ საოფისე თუ სხვა სფეროებში. ის წარმოადგენს ცხრილის პროფესიონალურ რედაქტორს, რომელშიც არის ყველა საჭირო ფუნქცია ნებისმიერი სირთულის ელექტრონული ცხრილების შესაქმნელად. Microsoft Excel წარმოადგენს ფართოდ გავრცელებულ კომპიუტერულ პროგრამას. რომლის საშუალებითაც კეთდება გაანგარიშებები, დგება ცხრილები და დიაგრამები, გამოითვლება უბრალო და რთული ფუნქციები. მისი მეშვეობით ასევე შესაძლებელია დიდ ცხრილებზე და მონაცემთა ბაზებზე მუშაობა. ეს პროგრამა შედის Microsoft Office–ს პაკეტის შემადგენლობაში და ამიტომ დაყენებულია პრაქტიკულად ყველა კომპიუტერზე. ცხრილების, დიაგრამებისა და ანგარიშების შედგენის, ყველაზე რთული გამოთვლების წარმოების შესაძლებლობა ხდის ამ პროგრამას პოპულარულს ბუღალტრებსა და ეკონომისტებს შორს. ამასთან, პროგრამა გამოირჩევა გასაგები ინტერფეისით და მოსახერხებელი გამოყენებით. აღნიშნული პროგრამა შესაძლებელია გამოიყენოს ასევე სხვადასხვა პროფესიის ადამიანებმა სხვადასხვა გამოთვლების და სხვა მიმართულებით, ამიტომ მას საოფისეს დანიშნულების გარდა უფრო ღრმა პროფესიული გამოყენებაც აქვს, რაც რა თქმა უნდა პროგრამის უფრო ღრმა ცოდნას მოითხოვს კონკრეტული პროფესიიდან გამომდინარე.

თავისი არსით Microsoft Excel – ეს არის დიდი ცხრილი მასში მონაცემების შეტანისათვის. პროგრამის ფუნქციები იძლევიან შესაძლებლობას, რომ ციფრებთან ჩავატაროთ ნებისმიერი მანიპულაცია. ელექტრონული ცხრილი წარმოადგენს ძირითად საშუალებას, რომელიც გამოიყენება ციფრული ინფორმაციის დასამუშავებლად და ანალიზისათვის გამომთვლელი ტექნიკის საშუალებათა დახმარებით.

ამასთან, გარდა რიცხვითი და ფინანსური ოპერაციებისა, Microsoft Excel შეიძლება გამოყენებულ იქნას მონაცემთა ანალიზისათვის, რომელიც მომხმარებლის წინაშე შლის ფართო შესაძლებლობებს მონაცემების ავტომატიზაციისა და დამუშავებისათვის.

პროგრამის განსაკუთრებულობა მდგომარეობს იმაში, რომ ის იძლევა რთული გამოთვლების განხორციელების საშუალებას. ანუ, გამოთვლის პროცესში ერთდროულად შეიძლება იმ მონაცემებით ოპერირება, რომლებიც განლაგებულია ელექტრონული ცხრილის სხვადასხვა ზონებში და ამასთან დაკავშირებულნი არიან ერთმანეთთან გარკვეული დამოკიდებულებით. ასეთი გამოთვლების შესრულება ხორციელდება ცხრილის უჯრედებში სხვადასხვა ფორმულების შეყვანის შესაძლებლობით. გამოთვლების შესრულების შემდეგ შედეგი გამოისახება ფორმულებიან უჯრედში. ფორმულების ხელმისაწვდომ დიაპაზონში არის სხვადასხვა ფუნქციები – მიმატებისა და გამოკლებიდან დაწყებული ფინანსებთან ან სტატისტიკასთან დაკავშირებული გამოთვლების ჩათვლით.

ელექტრონული ცხრილის მნიშვნელოვან თავისებურებას წარმოადგენს შედეგების ავტომატური გადათვლა, თუ შეიცვლება უჯრედების მნიშვნელობები. Excel შეიძლება გამოყენებულ იქნას ფინანსური გამოთვლების, ამა თუ ორგანიზაციის საკადრო შემადგენლობის აღრიცხვისა და კონტროლისათვის, გრაფიკების ასაგებად და გასაახლებლად, რომლებიც დამყარებულია შეტანილ რიცხვებზე.

ფაილს, რომლითაც ხდება Excel-ის მუშაობა, წიგნი ეწოდება. ის შეიცავს რამდენიმე სამუშაო ფურცელს, რომლებშიც შეიძლება იყოს სრულიად სხვადასხვა მონაცემები, დაწყებული ცხრილებიდან და დამთავრებული დიაგრამებითა და სურათებით. Microsoft Excel გათვლილია XML–ფორმატების მხარდასაჭერად და გამოყენებისათვის, ასევე შეუძლია გახსნას ისეთი ფორმატები, როგორიცაა CSV, DBF, SYLK, DIF.

უკანასკნელ ვერსიებში გამოიყენება ფორმატი OOXML (გაფართოება .xlsx). უფრო ადრინდელი ვერსიები იყენებდნენ ბინარულ ფორმატს (გაფართოებით .xls).

  • ზ. ბაიაშვილი, „საოფისე კომპიუტერული პროგრამები“, თბ., 2011

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Microsoft Office Excel 2010. Download.com. CBS Interactive. ციტირების თარიღი: February 7, 2013.








ApplySandwichStrip

pFad - (p)hone/(F)rame/(a)nonymizer/(d)eclutterfier!      Saves Data!


--- a PPN by Garber Painting Akron. With Image Size Reduction included!

Fetched URL: https://ka.wikipedia.org/wiki/Microsoft_Excel

Alternative Proxies:

Alternative Proxy

pFad Proxy

pFad v3 Proxy

pFad v4 Proxy