Content-Length: 189238 | pFad | https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%90_%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%90

სოფია კოპოლა - ვიკიპედია შინაარსზე გადასვლა

სოფია კოპოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფია კოპოლა

კოპოლა კანის კინოფესტივალზე 2013 წელს
დაბადების სახელი სოფია კარმინა კოპოლა
დაბადების თარიღი 14 მაისი, 1971 (1971-05-14) (53 წლის)
ნიუ-იორკი, აშშ
საქმიანობა სცენარისტი, რეჟისორი, პროდიუსერი, მსახიობი
აქტიური 1972 -
მეუღლე(ები)

სპაიკ ჯოუნზი (1999-2003)

თომას მარსი (2011-)
ოსკარი

საუკეთესო ორიგინალური სცენარი

2003 — თარგმანში დაკარგული
ოქროს გლობუსი

საუკეთესო სცენარი

2003 — თარგმანში დაკარგული
სეზარი

საუკეთესო უცხოური ფილმი

2003 — თარგმანში დაკარგული

სოფია კოპოლა (ინგლ. Sofia Carmina Coppola; დ. 14 მაისი, 1971, ნიუ-იორკი, აშშ) — ამერიკელი კინორეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი და მსახიობი. ის არის კინორეჟისორ ფრენსის ფორდ კოპოლას ქალიშვილი. სოფია კოპოლა პირველი ამერიკელი ქალია, რომელიც წარადგინეს ოსკარის საუკეთესო რეჟისორის ჯილდოზე.

სოფია კოპოლა ჰოლივუდის პრივილეგირებულ ოჯახში დაიბადა. მისი მამა, ცნობილი რეჟისორი ფრენსის ფორდ კოპოლაა, მსახიობი ნიკოლას კეიჯი კი მისი ბიძაშვილია. მათ ოჯახში ხშირად სტუმრობდნენ აკირა კუროსავა და ვერნერ ჰერცოგი. პატარა სოფია კოპოლა სასკოლო დავალებებს ფილმების სახით ამზადებდა. მან მცირე როლები შეასრულა მამის ფილმებში „აუტსაიდერები“, „კლუბი კოტონი“, „პეგი სიუს ცხოვრება“ „ნათლიმამა III“.

მოკლემეტრაჟიანი ფილმის „Lick the Star“ (1998) შემდეგ პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრულ ფილმი „ქალწულების თვითმკვლელობა“ კოპოლამ 1999 წელს გადაიღო ჯეფრი ეუჯენიდესის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით. მასში გარეუბნელი მოზარდი გოგონების ცხოვრება ასახა. 2003 წელს გამოვიდა ფილმი „თარგმანში დაკარგული“, რომელშიც ბილ მიურეი და სკარლეტ იოჰანსონი ორ გაუცხოებულ მოგზაურს თამაშობენ, რომლებიც ტოკიოში ხვდებიან ერთმანეთს. ფილმმა 44 მილიონი დოლარის მოგება ნახა ჩრდილოეთ ამერიკაში, ხოლო თითქმის 120 მლნ მთელ მსოფლიოში.[1] ფილმმა საუკეთესო სცენარისთვის ოსკარი მოიპოვა, ხოლო საუკეთესო ფილმისა და საუკეთესო სცენარისათვის კი ოქროს გლობუსი მიიღო.

კოპოლას შემდეგ ფილმში „მარი ანტუანეტი“ კომპანია Sony-მ 40 მილიონი დოლარი ჩადო. ფილმი ანტონია ფრეზერის რომანზეა დაფუძნებული და საფრანგეთის სკანდალური დედოფლის ცხოვრებას ასახავს. ფილმმა კრიტიკოსთა განსხვავებული რეაქციები გამოიწვია.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Lost in Translation. Box Office Mojo. ციტირების თარიღი: 2009-03-13. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი: |coauthors= (დახმარება)










ApplySandwichStrip

pFad - (p)hone/(F)rame/(a)nonymizer/(d)eclutterfier!      Saves Data!


--- a PPN by Garber Painting Akron. With Image Size Reduction included!

Fetched URL: https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%90_%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%90

Alternative Proxies:

Alternative Proxy

pFad Proxy

pFad v3 Proxy

pFad v4 Proxy