აფონია (დაავადება)
აფონია (ბერძ. άφωνια < α — უარყოფის ნაწილი და φωνή — ბგერა, ხმა) — ხმამაღლა ლაპარაკის უნარის დაკარგვა, ჩურჩულით ლაპარაკი. ვითარდება ხორხის დაავადების (ანთებითი პროცესები, ხორხის კუნთების დამბლა, სიმსივნე და სხვა) შედეგად. შეიძლება იყოს აგრეთვე ფუნქციური ხასიათის — ისტერიისა და სხვა ნევროზების დროს. მკურნალობენ აფონიის გამომწვევ დაავადებას.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 17.