Content-Length: 272887 | pFad | https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%93%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90

დაკა - ვიკიპედია შინაარსზე გადასვლა

დაკა

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
დაკა
ঢাকা
ქვეყანა ბანგლადეშის დროშა ბანგლადეში
დაქვემდებარება დედაქალაქი
კოორდინატები 23°42′00″ ჩ. გ. 90°22′30″ ა. გ. / 23.70000° ჩ. გ. 90.37500° ა. გ. / 23.70000; 90.37500
ქალაქის მერი სადეკუ ჰოსაინ ხოკა
პირველი ხსენება VII საუკუნე
ფართობი 153,84 კმ²
ცენტრის სიმაღლე 4 მეტრი
ოფიციალური ენა ბენგალური ენა
მოსახლეობა 6,737,774 კაცი (2007)
სიმჭიდროვე 43,797.3 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+6
სატელეფონო კოდი 02
საფოსტო ინდექსი 1000, 1100, 1200–1299 და 1300–1399
ოფიციალური საიტი https://dncc.gov.bd/ და https://dscc.gov.bd/
დაკა — ბანგლადეში
დაკა

დაკა (ბენგ. ঢাকা) — ბანგლადეშის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. მდებარეობს მდინარე განგის დელტაში, ბურიგანგას მარცხენა ნაპირზე. დაკა ბენგალიის დედაქალაქი იყო 1608-1717 წწ. ბანგლადეშის დედაქალაქია 1971 წლიდან. მოსახლეობა 6 737 774 (2007).

ტერმინ დაკას წარმოშობა გაურკვეველია. აღნიშნულ ტერიტორიაზე ერთი პერიოდი ძალიან გავრეცელებული იყო დაკის ხეები და შესაძლებელია ქალაქის სახელწოდებაც სწორედ აქედან მომდინარეობდეს. მეორეს მხრივ შესაძლებელია სახელწოდება ფარულიობის ქალღმერთის დაკეშვერიდან მოდიოდეს, რომლის სახელობის ტაძარიც ქალაქის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს.[1] სხვა პოპულარული თეორიის მიხედვით დაკა დასარტყამ ინსტრუმენტს დაკს აღნიშნავს, რომელიც ნაზიმ ისლამ ხან I-ის ბრძნებით იკვრებოდა ბენგალის დედაქალაქის ინაუგურაციაზე 1610 წელს.

ზოგიერთი აღნიშნავს, რომ დაკა პრაკრიტული დიალექტიდან მომდინარეობს რომლესაც დაკა ბასა ეწოდება ადგილობრივთა ენაზე. ქაშმირი ბრაჰმანის რაჯათარანგირის მიხედვით დაკა აღნიშნავდა პროვინციების ქაშმირის, ბრაჰმანისა და კალჰანას ერთობლიობას. სიტყვა დაკა ნიშნავს სათვალთვალო კოშკს. ის ამ კონტექსტში ხშრად იყო გამოყენებული.

თანამედროვე დაკას ტერიტორიაზე დასახლების ისტორია I ათასწლეულით თარიღდება. რეგიონი ძველი ნაწილის, ბიკრამპურის ნაწილი იყო, რომელსაც სენას დინასტია მართავდა. [2] ისლამური მმართველობის დროს ის ისტორიული მუნიციპალიტეტის, სონარგაონის დაქვემდებარებაში შედიოდა. ის ისტორიული ადმინისტრაციული ცენტრი იყო დელისა და ბენგალის სასულთნოებში. დაკა დაკავშირებული იყო ჩრდილოეთ ინდოეთთან, ცენტრალურ აზიასთან და სამხრეთით მდებარე ჩითაგონგის პორტთან.

ტერიტორიას მართავდა დიდ მოგოლთა იმპერია ადრეულ თანამედროვე პერიოდამდე. მათი მმართველობის პერიოდში მდინარე ბურიგანგას ნაპირებზე ძველი დაკა გაშენდა. დაკა 1608 წელს გამოცხადდა მოგოლთა ბენგალის დედაქალაქად. ქალაქის პირველი მმართველი ისლამ ხან I გახდა.[3] ხანმა ქალაქს „ჯაჰანგირაბადი“ (ჯაჰანგირის ქალაქი) უწოდა, იმპერატორ ჯაჰანგირის პატივსაცემად. შაისთა ხანის მმართველობის დროს ქალაქი მნიშვნელოვნად გაფართოვდა. ამ პერიოდში დაკას მოსახლეობა თითქმის მილიონს შეადგენდა. დაკა იყო სამხრეთ აზიის ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე აყვავებული ქალაქი. იგი XVII-XVIII საუკუნეების განმავლობაში გადაიქცა რეგიონალურ ეკონომიკურ ცენტრად და გახდა კერა ევრაზიელი ვაჭრებისათვის, რომელთა შორის არიან: ბენგალელები, მარვარელები, ქაშმირელები, გუჯარათები, სომხები, არაბები, სპარსელები, ბერძნები, ჰოლანდიელები, ფრანგები, ინგლისელები და პორტუგალიელები.[4] დაარქივებული 2015-02-08 საიტზე Wayback Machine. დაკა წარმოადგენდა მსოფლიო მასშტაბის ცენტრს მუსლინის, ბამისა და ჯუტის ინდუსტრიებისათვის. მოგოლთა ბენგალმა, რომელშიც დაკა მდებარეობდა მთლიანად მოგოლთა ომპერიის მთლიანი შიდა პროდუქტის 50% შეადგინა, რომელიც იმ დროისთვის მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტის 25%-ს შეადგენდა. ქალაქს ჰქონდა კარგად გაშენებული ბაღები, ძეგლები, მეჩეთები, ტაძრები, ბარები, ეკლესიები და ქარვასლები. ბარა კატრას ქარვასლა უდიდესია. მდინარის ნაპირას გაშენებული იყო ჩაიხანები და მრავალრიცხოვანი, ულამაზესი სასახლეები. ევრაზიელმა მოვაჭრეებმა შექმნეს უბნები, რომლებიც დღესაც მდებარეობენ დაკას ტერიტორიაზე. მათ შორისაა: ფარაშგანჯი (ფრანგული ბაზარი), არმანიტოლა (სომხების კვარტალი) და პოსტოგოლა (პორტუგალიელების კვარტალი).

ბენგალი მოგოლთა იმპერიის ძლიერი ნაწილი იყო. იგი გლობალურად იყო გამორჩეული ისეთი ინდუსტრიებში, როგორიცაა ტექსტილის წარმოება და გემთმშენებლობა. [5] ეს რეგიონი იყო ბამბისა და აბრეშუმის ნაჭრების ექსპორტიორი. ასევე ფოლადის, სოფლის მეურნეობისა და სამრეწველო პროდუქციების ერთ-ერთი უდიდესი ექსპორტიორი.

დაკას რუკა 1924 წელს, ბრიტანეთის მმართველობის პერიოდში

ნუქსარის ბრძოლაში ბენგალის ნავაბის დამარცხების შედეგად, 1764 წელს ბრიტანეთის აღმოსავლეთ ინდოეთის კომპანიამ მოიპოვა უფლება, რომ შეეგროვებინა გადასახადები ბენგალის სამთავროდან. ქალაქი ოფიციალურად გადაეცა ბრიტანეთის აღმოსავლეთ ინდოეთის კომპანიას 1793 წელს, როს შედეგადაც დაკა ბრიტანეთის იმპერიის მერკანტილურ ქსელში ჩაერთო. დიდი ბრიტანეთის ინდუსტრიული რევოლუციის დაწყებამდე, დაკა გახდა ჯუთისა ვაჭრობის წამყვანი ცენტრი მსოფლიოში. [6]

XIX საუკუნის შუა პერიოდში დაკაში ეკონომიკური კრიზისი დაიწყო. მისი მუსლინის ინდუსტრია განადგურდა მაღალი კოლონიური დაბეგვრის, ვაჭრობის შეზღუდვისა და ბრიტანული წარმოებული ტექსტილის იძულებითი იმპორტის შედეგად. კოლონიური დედაქალაქის კალკუტას მოსახლეობის ზრდამ ქალაქის მოსახლეობის მკვეთრი ვარდნა გამოიწვია. დაკა მძიმედ გაღატაკდა. 1824 წელს, ანგლიკანელმა ეპისკოპოსმა დაკას შესანიშნავი ნანგრევების ქალაქი უწოდა. 1874 წელს ქალაქში დაინერგა თანამედროვე სამოქალაქო წყლის სისტემა. 1885 წელს დაკას სახელმწიფო სარკინიგზო მაგისტრალი გაიხსნა, რომელიც 144 კმ-იან ლიანდაგის სარკინიგზო ხაზს წარმოადგენდა. ის აკავშირებდა მაიმენსინგჰსა და ნარაიანგანჯის პორტს დაკის გავლით. მოგვიანებით ქალაქი აღმოსავლეთ ბენგალის სახელმწიფო რკინიგზის ცენტრად იქცა. ელექტროენერგიის მიწოდება ქალაქისთვის დაიწყო 1901 წელს.

XX საუკუნის დასაწყისისათვის დაკამ გამოცხადდა, როგორც ბრიტანეთის ინდოეთში მაჰმადიანური უმცირესობების სტანდარტული მატარებელი. ეს მკაცრად ინდუისტური ქალაქისგან, კალკუტასგან განსხვავდებოდა. 1905 წელს ბენგალის გაყოფის დროს, დაკა გახდა აღმოსავლეთ ბენგალის და ასამის დედაქალაქი ამ სახელმწიფომ ძალიან ცოტა ხანს იარსება. ბენგალი 1911 წელს სრულიად ინდოეთის მუსლიმთა ლიგაში გაერთიანდა, რომელის აჰსან ამნზილმა დააარსა. დაკას უნივერსიტეტი 1921 წელს იმპერიული საკანონმდებლო საბჭოში მიღებული აქტის საფუძველზე შეიქმნა. იგი თავდაპირველად მოიცავდა სამ ფაკულტეტს და თორმეტ განყოფილებას, რომელთა შორის იყვნენ: ბენგალური, სანსკრიტი, ინგლისური, განათლება, ისტორია, არაბული, ისლამური სწავლება, ურდუ, ფილოსოფია, ეკონომიკა, პოლიტიკა, ფიზიკა, ქიმია, მათემატიკა და სამართალი.

1920-იანი წლების განმავლობაში აღმოსავლეთ ბენგალის კინემატოგრაფიულმა კომპანიამ დააკაში პირველი სრულმეტრაჟიანი მუნჯი ფილმები გამოუშვა, რომლებიც მოიცავს სუკუმარის და ბოლო კოცნას. ტეჯგაონის აეროპორტი მეორე მსოფლიო ომის პერიოდში აშენდა და ანტიჰიტლერული კოალიციის სამხედრო ბაზას წარმოადგენდა. დაკას სამედიცინო კოლეჯი კი 1946 წელს ოფიციალურად გაიხსნა.

დაკა 1960-იან წლებში

1947 წელს ბრიტანული ინდოეთის გაყოფით, დაკა გახდა აღმოსავლეთ ბენგალის (1947-1955) და აღმოსავლეთ პაკისტანის (1955-1971) დედაქალაქი. დაკას ურბანული მოსახლეობა მკვეთრად გაიზარდა მუსლიმთა მიგრაციის შედეგად ბენგალიის მთიდან და ქვეკონტინენტის სხვა ნაწილებიდან. დაკამ სწრაფი, ურბანული განვითარება 1950-იანი წლებიდან დაიწყო. აღმოსავლეთ პაკისტანის საფონდო ბირჟა ჩამოყალიბდა 1954 წლის 28 აპრილს და მოგვიანებით დაკის საფონდო ბირჟა გახდა. პირველი სამაგისტრო გეგმა ქალაქისთვის შედგენილია 1959 წელს.[7] ამავე პერიოდში რამდენიმე ქვეყანამ გახსნა თავისი საკონსულო დაკაში რომელთა შორის იყვნენ ამერიკის შეერთებული შტატები, ინდოეთი, გაერთიანებული სამეფო, საბჭოთა კავშირი და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა. 1960 წელს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ხელშეკრულების ორგანიზაციამ კვლევითი ცენტრი ჩამოაყალიბა.

ბანგლადეშის დამფუძნებელმა ასამბლეამ დაკა დედაქალაქად გამოაცხადა 1972 წელს. ქალაქის მოსახლეობამ სწრაფად ზრდა დაიწყო. დაკამ მიგრანტთა მუშები მიიზიდა ბანგლადეშში. მოსახლეობის ზრდის 60% გამოწვეული იყო სოფლიდან მიგრაციით.[1] 980-იან წლებში დაკაში აშენდა ეროვნული პარლამენტი, ახალი საერთაშორისო აეროპორტი და ბანგლადეშის ეროვნული მუზეუმი.

1990–2005 წლებში ქალაქის მოსახლეობა გაორმაგდა 6 მილიონიდან 12 მილიონამდე. გაიზარდა უცხოური ინვესტიციები ქალაქში, განსაკუთრებით საფინანსო და ტექსტილის წარმოების სექტორებში. ქალაქში მუსონების გამო ხშირი იყო წყალდიდობები.

დაკა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი მეგა ქალაქია. იგი წინასწარ არის შეფასებული, რომ 2025 წლისთვის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მეტროპოლი იქნება, ტოკიოსთან, მეხიკოსთან, შანხაისთან, პეკინსა და ნიუ-იორკთან ერთად.[8] ის ასევე ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი მეგა ქალაქია. მისი მოსახლეობის უმეტესობა სოფლიდან მიგრანტია, მათ შორისაა ეკო- ლტოლვილები. 2014 წელს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალაქის მხოლოდ 7% იყო კეთილმოწყობილი გზებით. დაკას მეტროს პირველი ეტაპის გახსნა დაგეგმილი 2021 წელსაა, რაც ბანგლადეშის დამოუკიდებლობის ოქროს იუბილეს ემთხვევა.

დაკა ცენტრალურ ბანგლადეშში, მდინარე ბურიგანგას აღმოსავლეთ სანაპიროზეა გაშენებული. ქალაქი ასევე მდებარეობს განგის დელტის ნაპირზე და მოიცავს 306,38 კვადრატულ კილომეტრს (118.29 კვადრატული მეტრი). ქალაქი ზღვის დონიდან არც თუ ისე მაღლა მდებარეობს. მას ახასიათებს ტროპიკული მცენარეობა და ტენიანი ნიადაგი. ქალაქის დაბალ სიმაღლეზე მდებარეობა ხშირ წყალდიდობებს იწვევს. ქალაქი შემოსაზღვრულია მუნიციპალიტეტებით: გაზიპური, ტანგაილ, მუნშიგანჯ, რაჯბარი, ნარაიანგანჯ, მანიკგანჯ.

გულშანის ოლქი

დაკა არის ბანგლადეშის ფინანსური, საგანმანათლებლო და კომერციული ცენტრი. ის ბანგლადეშის ეკონომიკის 35%-ს წარმოადგენს. გლობალიზაციისა და მსოფლიო ქალაქების კვლევის ქსელმა დაკა დაასახელა, როგორც ბეტა-გლობალური ქალაქი. ქალაქში მდებარეობს ქვეყნის ფულადი ხელისუფლება, ბანგლადეშის ბანკი და უმსხვილეს საფონდო ბაზარი, დაკას ბირჟა. ქალაქს აქვს მზარდი საშუალო კლასი, რომელიც მართავს ბაზარს თანამედროვე სამომხმარებლო და ფუფუნების საგნებისათვის.[9] რესტორნები, სავაჭრო ცენტრები და მდიდრული სასტუმროები ქალაქის ეკონომიკაის მნიშვნელოვან ელემენტებს წარმოადგენენ.

ქალაქში ისტორიულად ბევრი მიგრანტები ცხოვრობდნენ. ქალაქის 400 000 მცხოვრები რიკშის (ადგილობრივი ტაქსის) მძღოლებად არიან დასაქმებულები. დაახლოებით 800,000 ადამიანი მუშაობს ტექსტილის ინდუსტრიაში. დაკაში, 2013 წელს უმუშევრობის დონე 23% იყო. ეროვნულმა მთავრობამ ცოტა ხნის წინ განახორციელა პოლიტიკა მიმდებარე ტერიტორიების სწრაფი ურბანიზაციისთვის. საშემოსავლო გადასახადის ათწლიანი შეღავათის დაწესებით, დაკაში ახალი ობიექტების და შენობების მშენებლობა დაიწყო.

ქალაქის ლანდშაფტი ახალი მაღალსართულიანი კორპუსები და ცათამბჯენები შეიცვალა. ეკონომიკური ზრდა განსაკუთრებით ძლიერია საფინანსო, საბანკო, წარმოების, სატელეკომუნიკაციო და მომსახურების სექტორებში. აღსანიშნავია ისიც, რომ ქალაქში ტურიზმი, სასტუმროები და რესტორნები დაკას ეკონომიკის მნიშვნელოვან წყაროებს წარმოადგენენ.

დაკა

ქალაქის მოსახლეობა მეტროპოლიტენში 2013 წლის მონაცემებით 15 მილიონზე მეტია.მოსახლეობა იზრდება წელიწადში დაახლოებით 4,2%-ით, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია აზიის ქალაქებს შორის. ბოლო დროს, ქალაქის მოსახლეობა ასევე გაიზარდა საქალაქო საზღვრების გაფართოებით, ამ პროცესით 1980-იან წლებში ქალაქს მილიონზე მეტი ადამიანი დაემატა. ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, დაკას მოსახლეობა 2025 წლის ბოლოსთვის 25 მილიონამდე ადამიანი იქნება.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. http://worldpopulationreview.com/world-cities/dhaka-population/
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=დაკა&oldid=4538500“-დან








ApplySandwichStrip

pFad - (p)hone/(F)rame/(a)nonymizer/(d)eclutterfier!      Saves Data!


--- a PPN by Garber Painting Akron. With Image Size Reduction included!

Fetched URL: https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%93%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90

Alternative Proxies:

Alternative Proxy

pFad Proxy

pFad v3 Proxy

pFad v4 Proxy