Content-Length: 354555 | pFad | http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90

სირია - ვიკიპედია შინაარსზე გადასვლა

სირია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სირია
سُورِيَا
{{{link alias-s}}}
{{{link alias-s}}} მდებარეობა
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
დამასკო
33°30′ ჩ. გ. 36°18′ ა. გ. / 33.500° ჩ. გ. 36.300° ა. გ. / 33.500; 36.300
ოფიციალური ენა არაბული
მთავრობა საპრეზიდენტო რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი
 -  პრემიერ მინისტრი
ფართობი
 -  სულ 186 475 კმ2 (89-ე)
 -  წყალი (%) 1.1
მოსახლეობა
 -  2012 შეფასებით 22 530 746[1] (54-ე)
 -  სიმჭიდროვე 118,3 კაცი/კმ2 (101-ე)
მშპ (მუპ) 2012 შეფასებით
 -  სულ $107.831 მილიარდი[1] 
 -  ერთ მოსახლეზე $5100[1] 
აგი (2013) 0.648[2] (საშუალო) (116-ე)
ვალუტა სირიული ფუნტი (SYP)
დროის სარტყელი UTC+02:00
 -  ზაფხულის (DST) UTC+03:00 (UTC)
ქვეყნის კოდი SYR
Internet TLD .sy
სატელეფონო კოდი +963

სირია (არაბ. سورية; სირიული: ܣܘܪܝܐ) — ქვეყანა დასავლეთ აზიაში. დასავლეთიდან ესაზღვრება ლიბანი და ხმელთაშუა ზღვა, ჩრდილოეთიდან თურქეთი, აღმოსავლეთიდან ერაყი, სამხრეთიდან იორდანია და სამხრეთ-დასავლეთიდან ისრაელი.

თანამედროვე სირიის სახელმწიფოებრიობა დაიწყო 70 წლის წინ, ხოლო ცივილიზაცია ჩაისახა ჯერ კიდევ ძვ. წ. IV ათასწლეულში. დედაქალაქია დამასკო, ერთ-ერთი ყველაზე ძველი ხანგრძლივად დასახლებული ქალაქი მსოფლიოში; გარდა ამისა, დამასკო დღევანდელ მსოფლიოს დედაქალაქებს შორის ყველაზე ძველი დასახლებაა[3].

2015 წლის მონაცემებით, სირიის მოსახლეობა შეადგენს 18,5 მლნ ადამიანს. მოსახლეობის 70 %-ზე მეტი სუნიტია[4][5]. სირიაში ასევე ცხოვრობენ ალავიტები - 16 % და ქრისტიანები - 10 %. სახელმწიფო ენაა - არაბული.

1963 წლიდან დღემდე რესპუბლიკას მართავს პარტია ბაასი და მისი მოკავშირეები. 2011 წლიდან სირიაში მიმდინარეობს სამოქალაქო ომი ერთი მხრივ ქვეყნის ხელისუფლებას, ხოლო მეორე მხრივ შეიარაღებულ ოპოზიციას, ქურთების დაჯგუფებებსა და 2014 წლიდან ისლამურ სახელმწიფოს შორის. კონფლიქტის ყველა მხარე მნიშვნელოვან დახმარებას იღებს საზღვარგარეთის ქვეყნებიდან.

სახელგნთქმული ქალაქ პალმირას ნანგრევები, რომელიც სირიის უდაბნოში I და II საუკუნეებში აღორძინდა.

1946 წელს მოიპოვა სრული დამოუკიდებლობა საფრანგეთისაგან. 1958-61 წლებში ეგვიპტესთან ერთად შედიოდა არაბთა გაერთიანებულ რესპუბლიკაში. ექვსდღიანი ომის შედეგად (1967) დაკარგა გოლანის მაღლობები, რომელსაც ახლაც ისრაელი აკონტროლებს. 1981-82 წლებში ჰქონდა სამხედრო კონფლიქტი ლიბანთან. 1991 წელს სპარსეთის ყურის ომში მონაწილეობდა ერაყის წინააღმდეგ. ჰაფეზ ასადის გარდაცვალების შემდეგ ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ სირიაში მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესდა.

სირია მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთ აზიაში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე. ეს არის ნაყოფიერი ველების, მთებისა და უდაბნოების ქვეყანა. სირიის მოსაზღვრე ქვეყნებია: თურქეთი, ერაყი, იორდანია, ისრაელი, ლიბანი. ფართობი შეადგენს 185 180 კვ. კმ-ს.

  • სახელმწიფო სისტემა - ერთპარტიული სოციალისტური რესპუბლიკა.
  • სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი
  • საკანონმდებლო ორგანო - ერთპალატიანი პარლამენტი (250 წევრი).
  • ადმინისტრაციული დაყოფა - 14 რეგიონი (mufazah).
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Syria. International Monetary Fund. ციტირების თარიღი: 22 April 2012.
  2. Human Development Index and its components. Human Development Report 2011 (PDF). ციტირების თარიღი: 2013-01-25.
  3. Дамаск — самая древняя живая столица в мире | Архив | Аргументы и Факты
  4. The World Factbook. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-12-25. ციტირების თარიღი: 2017-01-09.
  5. Syria Demographics Profile 2014








ApplySandwichStrip

pFad - (p)hone/(F)rame/(a)nonymizer/(d)eclutterfier!      Saves Data!


--- a PPN by Garber Painting Akron. With Image Size Reduction included!

Fetched URL: http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90

Alternative Proxies:

Alternative Proxy

pFad Proxy

pFad v3 Proxy

pFad v4 Proxy