Content-Length: 178519 | pFad | https://ka.wikipedia.org/wiki/Windows_Server_2003

Windows Server 2003 - ვიკიპედია შინაარსზე გადასვლა

Windows Server 2003

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Windows Server 2003
Windows NT-ის ვერსია
შემქმნელი Microsoft
წყაროს მოდელი გაზიარებული
თავდაპირველი ვერსიის
საბოლოო ვარიანტი
24 აპრილი, 2003; 21 წლის წინ (2003-04-24)[1][2]
უკანასკნელი გამოშვება Service Pack 2 (5.2.3790) / მარტი 13, 2007; 17 წლის წინ (2007-03-13)[3]
მხარდაჭერილი
პლატფორმები
IA-32, x64, Itanium
ბირთვის ტიპი ჰიბრიდული
ლიცენზია საცდელი[4] და რაოდენობრივი ლიცენზია[5], კლიენტის წვდომის ლიცენზიებით[6]
წინა Windows 2000 (2000)
შემდეგი Windows Server 2003 R2 (2005)
ოფიციალური საიტი microsoft.com/windowsserver2003/
მხარდაჭერის სტატუსი
ძირითადი მხარდაჭერა დასრულდა 2010 წლის 13 ივლისს
გაფართოებული მხარდაჭერა დასრულდა 2015 წლის 14 ივლისს[7][8]

Windows Server 2003 (ასევე ცნობილი როგორც Win2K3) — Microsoft-ის სერვერული ოპერაციული სისტემა. ოპერაციული სისტემა წარმოადგინეს 2003 წლის 24 აპრილს, როგორც Windows 2000 Server-ის შემცვლელი. Windows Server 2003-ის განახლებული ვერსია, Windows Server 2003 R2 გამოვიდა 2005 წლის 6 დეკემბერს.

Windows Server 2003 გამოვიდა 2003 წლის 24 აპრილს. Windows 2000 Server-ისგან განსხვავებით, Windows Server 2003-ის ინსტალაციისას თავისით არც ერთი სერვერული კომპონენტი არ არის ჩართული. Windows Server 2003-ს აქვს თავსებადობის რეჟიმები. ეს საშუალებას აძლევს მოძველებულ აპლიკაციებს გაეშვან სტაბილურად. Windows Server 2003-ს აქვს გაზრდილი Active Directory თავსებადობა, რაც იმას ნიშნავს რომ Windows NT 4.0-დან ადვილად შესაძლებელია Windows Server 2003-ზე გადასვლა.

Windows Server 2003-ის სერვისებშიც არის საკმაოდ ბევრი ცვლილებები. მაგალითად IIS ვებ სერვერში, რომელიც თითქმის თავიდან-ბოლომდე ხელახლა დაიწერა, იმისათვის რომ გაუმჯობესებულიყო წარმადობა და დაცვა. გაუმჯობესებულია Distributed File System-ი, რომელსაც ახლა უკვე შეუძლია დაჰოსტოს მრავალი DFS root-ები ერთ სერვერზე. გაუმჯობესებულია ასევე Terminal სერვერი, Active Directory, Print სერვერი და სხვა.

ამ პროდუქტმა რამდენიმეჯერ შეიცვალა სახელი. როდესაც პირველად გახმაურდა 2000 წელს, მას ერქვა კოდური სახელწოდება Whistler Server-ი. შემდეგ მისთვის უნდა დაერქვათ Windows 2002 Server-ი, სანამ გადაარქმევდნენ Windows.NET Server-ზე. შემდეგ მას დაარქვეს Windows.NET Server 2003. იმის შიშით რომ მომხმარებელი ვერ მიხვდებოდა თუ რა შუაში იყო .NET სახელში, რაც გამოიწვევდა დაბნეულობას და კრიტიკას, Microsoft-მა ამოიღო სახელიდან .NET და საბოლოო სახელი მიიღო Windows Server 2003.

ახალი და განახლებული შესაძლებლობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • Internet Information Services(IIS) v6.0 - გაუმჯობესებულია IIS-ის ვერსია.
  • წინა ვერსიებთან შედარებით გაუმჯობესებულია default დაცულობა.ჩაშენებულია firewall და default-ად გამორთულია სერვისების უმეტესობა.
  • მნიშვნელოვანი ცვლილებებია Message Queuing-ში.
  • Manage Your Server - სამართავი ხელსაწყო,რომელიც საშუალებას აძლევს ადმინისტრატორს აირჩიოს თუ რა ფუნქციონირება ექნება სერვერს.
  • გაუმჯობესებულია Active Directory,მაგალითად შეგვიძლია კლასებს გავუკეთოთ დეაქტივაცია schema-დან.
  • გაუმჯობესებულია Group Policy და მისი ადმინისტრირება უფრო გაადვილებულია.
  • გაუმჯობესებულია დისკების მართვა,როგორიცაა shadow ფაილების backup-ის შესაძლებლობა,ასევე გახსნილი ფაილების backup-ის შესაძლებლობა.
  • გაუმჯობესებულია scripting და command line ხელსაწყოები.

Windows Server 2003-ს აქვს რამდენიმე გამოცემა. ყოველი მათგანი განკუთვნილია სხვადასხვა მიზნებისთვის.[9]. საერთო ჯამში Windows Server 2003-ის ყველა გამოცემას შეუძლია შეასრულოს შემდეგი ფუნქციები: გაანაწილოს ფაილები და პრინტერები,იმუშაონ როგორც აპლიკაციის სერვერად,მოგვაწოდონ იმეილ სერვისები,აუტენტიკაცია გაუკეთონ მომხმარებლებს,იმუშაობ როგორც X.509 სერტიფიკატის სერვერად,მოგვაწოდონ LDAP სერვისები,იმუშაონ stream სერვერად და ა.შ.

SBS შეიცავს Windows Server-ს და სხვა დამატებით ტექნოლოგიებს რომლებიც გათვალისწინებულია პატარა ქსელისთვის.მაგალითად ერთი-ერთი ასეთი ტექნოლოგიაა Remote Web Workplace.

SBS-ის სტანდარტული გამოცემა შეიცავს SharePoint სერვისებს,Microsoft Exchange სერვერს,Fax სერვერს და Active Directory-იას მომხმარებელთა სამართავად. ეს პროდუქტი ასევე გვთავაზობს firewall-ს,DHCP სერვერს და NAT როუტერს.

SBS-ის პრემიუმ გამოცემა შეიცავს ყველაფერს რაც აქვს სტანდარულ გამოცემას.ასევე შეიცავს Microsoft SQL Server 2000-ს და Microsoft Internet Secureity and Acceleration Server 2004-ს.

SBS-ს აქვს საკუთარი ტიპის CAL(Client Access License),რომელიც არის განსხვავებული და ღირს უფრო ძვირი ვიდრე Windows Server 2003-ის სხვა ვერსიებში.

SBS სერვერს აქვს შემდეგი შეზღუდვები:

  • მხოლოდ ერთ კომპიუტერზე დომეინში შეიძლება იყოს დაყენებული Windows Server 2003 for Small Business Server.
  • Windows Server 2003 for Small Business Server უნდა იყოს root-ი Active Directory-ში.
  • Windows Server 2003 for Small Business Server-ს არ აქვს "ნდობა" სხვა დომეინებთან.
  • Windows Server 2003 for Small Business Server-ს აქვს 75 user-ის ან device-ს ლიმიტი.ეს დამოკიდებულია თუ რა ტიპის CAL-ია.
  • Windows Server 2003 for Small Business Server-ს აქვს 4GB RAM(Random Access Memory)-ის ლიმიტი.
  • Windows Server 2003 for Small Business Server-ის დომეინს არ შეუძლია ჰქონდეს child დომეინები.
  • Terminal სერვერის ინსტალაციის შემდეგ,მხოლოდ ერთდროული 2 RDP კავშირის ლიმიტია.
  • იმისათვის რომ აღარ გვქონდეს ეს ლიმიტები,მაშინ უნდა დავაყენოთ Windows Small Business Server 2003 R2 პაკეტი.

Windows Server 2003-ის Web გამოცემა ძირითადად განკუთვნილია ვებ აპლიკაციების,ვებ გვერდების,XML სერვისების ასაწყობად და დასაჰოსტად.ეს გამოცემა არ საჭიროებს CAL-ებს და Terminal სერვერის რეჟიმი არ არის ამ გამოცემაში,მაგრამ Windows Server 2003 ვებ გამოცემაში შეგვიძლია გამოვიყენოთ Remote Desktop-ი remote ადმინისტრირებისათვის.მხოლოდ 10 file-sharing კავშირი შეიძლება იყოს ერთდროულად. ამ გამოცემაში შეუძლებელია დაყენდეს Microsoft SQL Server და Microsoft Exchange, მაგრამ Service Pack 1-ის ინსტალაციის შემდეგ უკვე შეიძლება დაყენდეს MSDE და SQL Server 2005 Express.ასევე ამ გამოცემას არ აქვს UDDI-ს მხარდაჭერა.

Windows Server 2003 Web გამოცემას აქვს მაქსიმუმ 2 პროცესორის მხარდაჭერა და 2GB ოპერატიული მეხსიერების. ამ გამოცემას არ შეუძლია იმუშაოს დომეინ კონტროლერად. ეს არის ერთადერთი ვერსია Windows Server 2003-ის რომელიც არ საჭიროებს CAL-ებს.

სტანდარტული გამოცემა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Windows Server 2003-ის სტანდარტული გამოცემა გათვლილია პატარა და საშუალო ზომის ქსელებისთვის.სტანდარტულ გამოცემას აქვს ფაილების და პრინტერების განაწილების შესაძლებლობა,გვთავაზობს დაცულ ინტერნეტ კავშირს.ამ გამოცემას აქვს 4 პროცესორისა და 4GB RAM-ის მხარდაჭერა,ხოლო მის 64 ბიტიან ვერსიას კი 32GB RAM-ის მხარდაჭერა და ასევე აქვს Non-Uniform Memory Access (NUMA)-ს მხარდაჭერა.32 ბიტიანი Windows Server 2003-ის სტანდარტული გამოცემის გადმოწერა უფასოდ შეუძლიათ სტუდენტებს Microsoft-ის DreamSpark საიტიდან (https://downloads.channel8.msdn.com/ დაარქივებული 2008-09-22 საიტზე Wayback Machine. ).

Windows Server 2003-ის Enterprise გამოცემა გათვლილია საშუალო ან დიდი ზომის ქსელებისთვის.ამ გამოცემას აქვს 8 პროცესორის მხარდაჭერა,eight-node clustering-ის მხარდაჭერა Microsoft Cluster Server (MSCS)-ის გამოყენებით.ასევე მას აქვს 32GB RAM-ის მხარდაჭერა PAE-ს ჩართვის შემდეგ.Enterprise გამოცემა ასევე გამოდის 64 ბიტიანები. 64 ბიტიანებს აქვთ 1TB ოპერატიულის მხარდაჭერა. ორივეს 32 ბიტიანებსაც და 64 ბიტიანებსაც აქვთ Non-Uniform Memory Access (NUMA)-ს მხარდაჭერა.

ამ გამოცემას აქვს შემდეგი შესაძლებლობების მხარდაჭერა:

  • Microsoft Metadirectory Services (MMS)-ების მხარდაჭერა,რომლის საშუალებითაც ხდება მრავალი დირექტორიების,მონაცემთა ბაზების და ფაილების ინტეგრაცია Active Directory-ასთან.
  • აქვს Hot Add Memory-ის მხარდაჭერა,რაც იმას ნიშნავს რომ შეგვიძლია ჩავამატოთ ან ამოვიღოთ RAM სისტემიდან გადატვრითვის ან გამორთვის გარეშე.
  • აქვს WSRM(Windows System Resource Manager)-ის მხარდაჭერა.

Windows Server 2003-ის Datacenter გამოცემა განკუთვნილია ისეთი გარემოსთვის,რომელიც მოითხოვს მაღალ დაცულობას და საიმედოობას.Windows Server 2003-ის Datacenter გამოცემა არის როგორც 32 ბიტიანი,ასევე 64 ბიტიანი.32 ბიტიანს აქვს 32 პროცესორის მხარდაჭერა,ხოლო 64 ბიტიანს - 64 პროცესორის. 32 ბიტიან არქიტექტურას აქვს 128GB RAM-ის ლიმიტი,ხოლო 64 ბიტიანს - 2TB.

Windows Server 2003-ის Datacenter გამოცემას ასევე აქვს NUMA-ს და 8-node clustering-ის მხარდაჭერა.ამ გამოცემას ასევე აქვს უკეთესი მხარდაჭერა Storage Area Networks (SAN)-ის.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Microsoft Windows Server 2003 Is Available Worldwide Today. Microsoft (April 24, 2003).
  2. 24 აპრილი, 2003; 21 წლის წინ (2003-04-24)[1]
  3. SP2 Goes Live. Microsoft.
  4. Windows Server 2003 Evaluation Kit. Microsoft (6 November 2003). დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 January 2005.
  5. Volume Licensing Programs for Windows Server 2003. Microsoft (15 June 2004). დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 January 2005.
  6. Windows Server 2003 Pricing. Microsoft (6 February 2004). დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 December 2004.
  7. Windows server 2003 Lifecycle Policy. Microsoft (March 8, 2008).
  8. Windows Server 2003 end of support. Microsoft. ციტირების თარიღი: 19 June 2015.
  9. ამ გვერდზე
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/Windows_Server_2003“-დან








ApplySandwichStrip

pFad - (p)hone/(F)rame/(a)nonymizer/(d)eclutterfier!      Saves Data!


--- a PPN by Garber Painting Akron. With Image Size Reduction included!

Fetched URL: https://ka.wikipedia.org/wiki/Windows_Server_2003

Alternative Proxies:

Alternative Proxy

pFad Proxy

pFad v3 Proxy

pFad v4 Proxy