ავეჯი
ავეჯი — ნაკეთობა, რომელიც გამოიყენება საცხოვრებელი და საზოგადო შენობების გაფორმებისას. ავეჯის უმეტესობას კონკრეტული დანიშნულება აქვს. მაგალითად, სკამი დასაჯდომად გამოიყენება, ბუფეტი კი ჭურჭლის შესანახავად. არის მრავალფუნქციური ავეჯიც, მაგალითად, დივან-საწოლი. ზოგიერთი ავეჯი ამა თუ იმ კონკრეტული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მზადდება, მაგალითად, ტელევიზორის მაგიდა.
ავეჯის დასამზადებლად ხეტყე, ბამბუკი, მინა, ლითონი, პლასტმასი და სხვა მრავალი მასალა გამოიყენება. მყარი და მსუბუქი ავეჯი მზადდება ისეთი მასალისაგან, როგორიცაა ლითონის ღრუ მილები, ლამინირებული ხე და მინაბოჭკოვანა. რბილი ავეჯის დასამზადებლად პარალონსა და ახალი კონტრუქციის ზამბარებს იყენებენ.
ავეჯის სტილი სხვადასხვა ქვეყანაში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ავეჯის წარმოება სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაგვარად ვითარდებოდა და ამა თუ იმ რეგიონის მოსახლეობის მოთხოვნებზე იყო დამოკიდებული. მაგალითად, ტრადიციული ჩინური ავეჯის სახსრები მჭიდროდ ერგება ერმანეთს და საამისოდ არც წებოს იყენებს, არც ხრახნებსა და არც შტიფტებს, ამიტომ ხე ტემპერატურის ცვლილებასთან ერთად ფართოვდება და იკუმშება. იაპონურ ტრადიციულ სახლში ავეჯი თითქმის არ არის. ოთახში მოძრავი ტიხრებია, რომელსაც შენობის ამა თუ იმ ნაწილის გამოსაცალკევებლად იხმარება, ამიტომ ავეჯი მომცრო და ადვილად გადასატანი უნდა იყოს. ძველად იაპონელები იატაკზე ისხდნენ და ჭილოფებზე ეძინათ, ამიტომ არც საწოლი სჭირდებოდათ და არც სკამი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება] ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი. თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი. |