ავღანი
ავღანი افغانۍ | |
---|---|
კოდი ISO 4217 | AFN |
ქვეყანა | ავღანეთი |
ოფიციალური მომხმარებლები |
ავღანეთი |
შედგება | 100 პული |
სიმბოლო | Af ან Afs |
მონეტები | 1, 2 და 5 ავღანი |
ბანკნოტები | 1, 2, 5, 10, 20, 50, 100, 500, 1000 ავღანი |
ცენტრალური ბანკი | და ავღანეთის ბანკი |
საიტი | [1] |
გაცვლითი კურსი (21 თებერვალი 2009 თვის) | |
1 USD | = 52,46 AFN AFN |
1 EUR | = 67,47 AFN AFN |
1 GBP | = 75,80 AFN AFN |
ავღანი (AFN, ინგლ. afghani) — ფულის ერთეული ავღანეთში. ამჟამად მიმოქცევაში არის ბანკნოტები ნომინალით 1000, 500, 100, 50, 20, 10, 5, 2 და 1 ავღანი და მონეტები ნომინალით 5, 2 და 1 ავღანი.
ფულის ერთეულის ინფლაციის ტემპი 2005 წლისათვის შეადგენდა 16,3 %.
ავღანის კურსი — 1 USD = 50 AFN; 1 EUR= 74 AFN;
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1925—2002
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ავღანი მიმოქცევაში შევიდა 1925 წელს. მან შეცვალა მიმოქცევაში ავღანური რუპია. თუმცა ავღანი დიდი ხნის მანძილზე არსებობდა ავღანურ რუპიასთან ერთად. 1940 წლიდა ავღანი გადავიდა ამერიკულ დოლარზე
მათი თანაარსებობა შეწყდა 1978 წელს, როდესაც ავღანეთში შევიდა საბჭოთა ჯარები, რის შედეგადაც აქ განმტკიცდა ავღანის მონოპოლია.
ანარქიის პერიოდში ომის ლიდერები და სხვა პოლიტიკური მოძრაობები იყენებდნენ საკუთარ ავღანს. 2002 წლამდე მიმოქცევაში იყო ორი ტიპის ავღანი: ცენტრალური ხელისუფების მიერ გამოშვებული და გენერალ დოსთუმის მიერ გამოშვებული, რომელიც მიმოქცევაში იყო მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე. გარეგნულად ისინი არ განსხვავდებოდა ერთმანეთისგან, განსხვავება იყო მხოლოდ ნომინალში.
ყველა კუპიურები აპრილის რევოლუციიდან მოყოლებული იბეჭდებოდა სსრკ-ში, შემდეგ რუსეთში. ავღანეთის ჩრდილოეთში(გენერალ დოსთუმ, აბდულ-რაშიდის კონტროლირებად ტერიტორიაზე) მიმოქცევაში იყო ვალუტის ორივე სახეობა. თუმცა დოსთუმის ვალუტა უფრო იაფი იყო ვიდრე სახელმწიფოს მიერ გამოშვებული.ქვეყნის სხვა რაიონებში გამოიყენებოდა პაკისტანის რუპია, ირანული რიალი და ამერიკული დოლარი.
თალიბების პერიოდში, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მომართებაში იყო $1[1].
2002 წ.სავალუტო რეფორმა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰამიდ კარზაიმ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, დაიწყო სავალუტო რეფორმა. 2002 წლის ოქტომბერში დაიწყო სავალუტო რეფორმა, რისი შედეგიც იყო ავღანური ვალუტის დენომინაცია. ვალუტის შეცვლა მიმდინარეობდა ორი თვის მანძილზე. მიმოქცევაში შევიდა ბანკნოტები ნომინალით 1, 2, 5, 10, 20, 50, 100, 500, 1000 ავღანი.
ბანკნოტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2002 წელს გამოშვებული იქნა ბანკნოტები ნომინალით 1, 2, 5, 10, 20, 50, 100, 500 და 1000 ავღანი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბანკნოტები დაარქივებული 2007-03-07 საიტზე Wayback Machine.
- მონეტები