ანტენა (რადიო)
ანტენა — მოწყობილობა, რომელიც დანიშნულია რადიოტალღების მიღება გადაცემისათვის, მარტივად რომ ვთქვათ მიღების დროს ანტენა გარდაქმნის ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას ელექტრულ დენად და პირიქით — გამოსხივებისას ელექტრულ დენს ელექტრომაგნიტურ ტალღებად. ანტენის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა უსადენო კავშირი ერთი დაგილიდან მეორეზე. ფიზიკურად ანტენა წარმოადგენს ერთი ან მეტი გამტარისაგან შედგენილ კონსტრუქციას, რომელსაც მიეწოდება ცვლადი ელექტრული სიგნალი და ანტენის ელემენტების ელექტრომაგნიტური აღგზნების შედეგად ელექტრული სიგნალი გარდაიქმნება ელექტრომაგნიტურ ტალღად. ელექტომაგნიტური ტალღების მიღება შესაბამისად შებრუნებული პროცესია, ელექტრომაგნიტური ტალღა მიმღებ ანტენაში აღძრავს შესაბამის ცვლად ელექტრულ დენს.
პიველი ელემენტარული ანტენები კონსტრუირებული იყო ჰაინრიხ ჰერცის (1857–1894) მიერ 1880 წელს მისი პიონერული ექსპერიმენტების დროს, რითაც ის ამოწმებდა ელექტრომაგნიტური ტალღების არსებობას, რაც ნავარაუდევი იყო ჯ. მაქსველის თეორიის მიხედვით. ჰერცმა დიპოლის ფორმის გამტარი მოათავსა პარაბოლური რეფლექტორის ფოკალურ სიბრტყეში.
დღევანდელ დროს ჩვენს გარშემო ყველგან უამრავი სხვადასხვა სახის მიმღებ გადამცემი მიწყობილობაა: მობილური, ტელევიზორი, რადიო, Wi-Fi როუტერი (მოწყობილობა რომელიც ქმნის ე.წ დაშვების წერტილს და დანიშნულია კაბელის გარეშე კომპიუტერული ქსელის ორგანიზებისათვის.), უსადენო მაუსი იქნება ეს თუ ბლუთუზ ყურსასმენი ყველა მათგანს აქვს ანტენა, შეიძლება ზოგ შემთხვევაში შეუძლებელია მისი გარედან დანახვა, მაგალითად თანამედროვე მობილურ ტელეფონებში, (მაგრამ თუ დავშლით ვნახავთ რომ მას აქვს მცირე ზომის ანტენა სამონტაჟო დაფაზევე ან კორპუსის გამტარი გარსი წარმოადგენს ანტენას). იმისდა მიხედვით თუ რა სიხშირის და სიმძლავრის დიაპაზონში ხდება გამოხივება და მიღება შემუშავებულია სხვადასხვა ზომისა და ფორმის ანტენები, ესენია მანჭვალისებრი ან ტელესკოპური (გასაშლელი ტიპის ანტენა ხშირად გამოიყენება FM სამაუწყებლო დიაპაზონის რადიომიმღებებში, რაციებში), დიპოლური (ფართოდ გამოიყენება სატელევიზიო მიმღებებში), დირექტორული (გამოიყენება სატელევიზიო დეციმეტრულ დიაპაზონში, ორ პუნქტს შორის Wi-Fi კავშირის უზრუნველყოფისათვის, რადიოსამოყვარულო კონსტრუქციებში), რუპორული (გამოიყენება რადიოსარელეო ხაზებში როდესაც, მნიშვნელოვანია ანტენის გძლიერება, გამოიყენება იშვიარად რადგანს აქვს დიდი ზომები პარაბოლურ ანტენასტან შედარებით), პარაბოლური (გამოიყენება დადარებში, რადიოსარელეო ხაზებში, ტანამგზავრულ კავშირებში, რადიოასტრონომიული დაკვირვებებისთვის).
ანტენების გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
ყველგანმიმართული მანჭვალისებრი ანტენა, ასეთი ანტენებს ჰორიზონტალურ სიბრტყეში წრიული მიმარტულების დიაგრამა აქვს, ანუ გამოსხივების და მიღების სიდიდე ყველა მიმართულებით თანაბარია
-
მანჭვალისებრი ანტენები.
-
დიპოლური ოთახის სატელევიზიო ანტენა.
-
შეკრულ კონტურიანი დიპოლური ანტენა
-
T2FD ტიპის ფართოზოლოვანი დიპოლური ანტენა მოიცავს 5-30MHz მოკლეტალღოვან დიაპაზონს. ასეთი ტიპის ანტენებით შესაძლებელი დიდ მანძილებზე კავშირის დამყარება 20 000კმ –მდე.
-
სატელევიზიო ანტენა. მოცემული ანტენა წარმოადგენს მეტრული და დეციმეტრული დიაპაზონის ანტენების შეთავსებას. ანტენის დიდი ზომის კონსტრუქციული ელელმენტები განკუთვნილია მეტრული დიაპაზონისთვის, ხოლო მცირე ზომის ელემენტები დეციმეტრული დიაპაზონისთვის
-
Bell Labs - ის რუპორული ანტენა, ამ რუპორული ანტენით იქნა პირველად აღმოჩენილი სამყაროს მიკროტალღური ფონი რომელიც დიდი აფეთქების შედეგად წარმოიქმნა.
-
პარაბოლური ანტენა, ხელოვნური თანამგზავრიდან სიგნალის მიღებისთვის.
-
პარაბოლური ანტენა Erdfunkstelle Raisting მსოფლიოში უდიდესი ანტენაა რომელიც გამოიყენება თანამგზავრული კომუნიკაციისთვის, მდებარეობს ბავარიაში, გერმანია
-
რადიოსარელეო ხაზებისთვის დანიშნული პარაბოლური ანტენები
-
ანტენები ფიჭური ქსელისთვის, ზოგჯერ შენიღბვის ასეთ ორიგინალურ მეთოდებსაც იყენებენ
-
რობოტიზირებული კოსმოსური ზონდი მარინერ 10, სურათზე კარგად ჩანს პარაბოლური ანტენა