შინაარსზე გადასვლა

ბასრა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ბასრა
البصرة

ბასრა მდინარე შატ-ელ-არაბიდან
ქვეყანა ერაყის დროშა ერაყი
კოორდინატები 30°29′20″ ჩ. გ. 47°48′36″ ა. გ. / 30.48889° ჩ. გ. 47.81000° ა. გ. / 30.48889; 47.81000
დაარსდა 636
ფართობი 181 კმ²
ცენტრის სიმაღლე 5
მოსახლეობა 2 300 125 კაცი (2014)
სასაათო სარტყელი UTC+3
ოფიციალური საიტი basra.gov.iq/ar/index.php
ბასრა — ერაყი
ბასრა

ბასრა (არაბ. البصرة) — სიდიდით მეორე და მთავარი საპორტო ქალაქი ერაყში. ბასრის მუჰაფაზის ადმინისტრაციული ცენტრი.

ქალაქი დაარსდა 636 წელს ხალიფა ომარის მიერ როგორც არაბების დასაყრდენი პუნქტი მესოპოტამიის დაპყრობის დროს. VIII-IX საუკუნეებში სახალიფოს მნიშვნელოვანი კულტურული და ეკონომიკური ცენტრია. 1258 წელს დაიპყრეს მონღოლებმა. 1538 წელს დაიპყრეს ოსმალებმა სულთან სულეიმან I-ის მეთაურობით და შევიდა ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში.

თანამედროვე ქალაქი ბასრა ჩამოყალიბდა XVII საუკუნეში ძველი ბასრიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 15 კმ-ში. 1914 წლამდე ოსმალეთის იმპერიის ხელშია. 1914 წელს ინგლისის ჯარებმა მოახდინეს მისი ოკუპაცია. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ გადავიდა ერაყის ხელში. 1980-1987 წლებში სერიოზულად დაზარალდა ირანის საჰაერო ძალების მიერ ირან-ერაყის ომის დროს.

დაძმობილებული ქალაქები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:


pFad - Phonifier reborn

Pfad - The Proxy pFad of © 2024 Garber Painting. All rights reserved.

Note: This service is not intended for secure transactions such as banking, social media, email, or purchasing. Use at your own risk. We assume no liability whatsoever for broken pages.


Alternative Proxies:

Alternative Proxy

pFad Proxy

pFad v3 Proxy

pFad v4 Proxy