გაო სინძიანი
გაო სინძიანი | |
---|---|
ჩინ.: 高行健 | |
გაო სინძიანი 2012 წელს | |
დაბადების თარიღი | 4 იანვარი, 1940 . |
დაბადების ადგილი | განძოუ, ძიანსი, ჩინეთი |
საქმიანობა | მწერალი, დრამატურგი, სცენარისტი,მთარგმნელი, მხატვარი |
ენა | ჩინური ენა |
ეროვნება | ჩინელი |
მოქალაქეობა | საფრანგეთი |
ალმა-მატერი | Beijing Foreign Studies University და Nanjing Jinling High School |
ჟანრი | აბსურდი |
Magnum opus | სხვა ნაპირი და Soul Mountain |
ჯილდოები | ნობელის პრემია ლიტერატურაში[1] [2] , ჰონგ-კონგის ჩინური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, საპატიო ლეგიონის ორდენის კომანდორი[3] და Q126416218?[4] |
გაო სინძიანი (დ. 4 იანვარი, 1940) — საფრანგეთში მცხოვრები ჩინელი მწერალი, დრამატურგი, სცენარისტი, კრიტიკოსი, მთარგმნელი და მხატვარი. 2000 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურაში.[5]
გაო ჩინურ ლიტერატურაში აბსურდის ფუძემდებელია.[6] მისი პროზა ნაკლებად ცნობილია ჩინეთში, თუმცა ფართოდ აღიარებულია დასავლურ სამყაროში.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა 1940 წელს ძიანსის პროვინციის ქალაქ განძუოში, იაპონია-ჩინეთის მეორე ომის პერიოდში. მისი მამა ბანკის კლერკი იყო, დედა კი - ახალგაზრდული ორგანიზაცია YMCA-ს წევრი. ეს უკანასკნელი ომის წლებში თეატრში სამსახიობო მოღვაწეობას ეწეოდა. გაომ დედის ზეგავლენით ხატვის, წერისა და თეატრის მიმართ ინტერესი ბავშვობის ასაკიდანვე გამოამჟღავნა.[7] სკოლის წლებში გაო აქტიურად ეცნობოდა დასავლური ლიტერატურის თარგმანებს, ასევე ბევრს ხატავდა და ძერწავდა. 1950 წელს გაოს ოჯახი ქალაქ ნანძინში გადავიდა საცხოვრებლად.
1957 წელს გაომ სკოლა დაამთავრა. მიუხედავად იმისა, რომ ნიჭიერი მხატვარი იყო, მან დედის რჩევით სწავლის გაგრძელება ცენტრალური ხელოვნების აკადემიის (CAFA) ნაცვლად ბეიჯინგის უცხოური ენების უნივერსიტეტში (BFSU) გადაწყვიტა.[6] 1962 წელს სინძიანმა უნივერსიტეტის ფრანგული ენის პროგრამა ბაკალავრის ხარისხით დაამთავრა და ჩინეთის საერთაშორისო წიგნების მაღაზიაში დაიწყო მუშაობა. [8]
1970-იანი წლების დასაწყისში, ჩინეთის კულტურული რევოლუციის პერიოდში გაოს დევნიდნენ როგორც ინტელექტუალს, რის გამოც იგი გარკვეული პერიოდის მანძილზე ქალაქგარეთ ცხოვრობდა, სამეურნეო საქმიანობას ეწეოდა და სოფლის სკოლაში ჩინური ენის მასწავლებლად მუშაობდა. რეპრესიულმა რეჟიმმა იგი იძულებული გახადა საკუთარი ხელნაწერებით სავსე ჩემოდანი დაეწვა.[7] 1975 წელს მწერალს ბეიჯინგში ცხოვრების უფლება მისცეს.
1977 წლიდან გაო ჩინელ მწერალთა ასოციაციაში საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტში მუშაობდა. 1979 წლამდე მას არ ჰქონდა ნაშრომების გამოქვეყნების და ქვეყნიდან გასვლის უფლება. 1979 წლის მაისში ის სხვა ჩინელ მწერლებთან ერთად პარიზს ეწვია. 1980 წლიდან გაომ ბეიჯინგის თეატრში პიესების დადგმა დაიწყო.
1986 წელს სინძიანის პიესა „სხვა ნაპირი“ ჩინეთის ხელისუფლებამ აკრძალა, რადგან იგი ღიად აკრიტიკებდა მთავრობის პოლიტიკას. ამის შემდეგ ჩინეთში გაოს არცერთი პიესა აღარ დადგმულა. 1987 წელს გაომ სამშობლო დატოვა და საფრანგეთში პოლიტიკური დევნილის სტატუსით დასახლდა. [7] 1989 წელს ტიანმენის მოედანზე დემონსტრანტთა დარბევის შემდეგ მან ჩინეთის კომუნისტური პარტია დატოვა. აღნიშნული დემონსტაციათა სერიის შესახებაა მისი პიესა „გადახვეწილი“, რომლის გამოსვლის შემდეგაც ჩინეთში იგი რეჟიმის მოწინააღმდეგედ გამოაცხადეს და მისი ყველანაირი ნამუშევარი აკრძალეს. [7] [8] მწერალმა საფრანგეთის მოქალაქეობა 1998 წელს მიიღო.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- The Voice of One in the Wilderness დაარქივებული 2014-09-04 საიტზე Wayback Machine. critical essay on the works of Gao Xingjian by Olivier Burckhardt
- "The Challenge to the 'Official Discourse' in Gao Xingjian's Early Fiction" დაარქივებული 2016-09-23 საიტზე Wayback Machine. by Deborah Sauviat. First-class Honours thesis. University of Sydney, 1996.
- Gao Xingjian and "Soul Mountain: Ambivalent Storytelling, Robert Nagle, Houston, Texas, 2002.
- Gao Xingjian - Nobel Lecture
- Gao Xingjian collected news and commentary — ნიუ-იორკ ტაიმზი
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ https://www.nobelprize.org/nobel_prizes/literature/laureates/2000/
- ↑ https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
- ↑ https://www.legifrance.gouv.fr/jorf/id/JORFTEXT000045522600
- ↑ Journal officiel de la République française, Journal officiel de la République française. Document administratif — 1868. — ISSN 0242-6773
- ↑ The Nobel Prize for Literature 2000. Nobelprize.org. ციტატა: „The Nobel Prize in Literature for 2000 goes to the Chinese writer Gao Xingjian "for an œuvre of universal validity, bitter insights and linguistic ingenuity, which has opened new paths for the Chinese novel and drama".“
- ↑ 6.0 6.1 Gao Xingjian - artnet. ციტირების თარიღი: 2020-06-09
- ↑ 7.0 7.1 7.2 7.3 Gao Xingjian Biographical. ციტირების თარიღი: 2020-06-09
- ↑ 8.0 8.1 Gao Xingjian. ციტირების თარიღი: 2020-06-09
|
- სტატიები ჩინური ნიშნებით
- Pages with image sizes containing extra px
- ნობელის პრემიის ლაურეატები ლიტერატურაში
- ჩინელი მწერლები
- ჩინელი ნობელის პრემიის ლაურეატები
- ჩინელი მხატვრები
- XX საუკუნის ჩინელი მწერლები
- დაბადებული 1940
- დაბადებული 4 იანვარი
- XX საუკუნის ჩინელი მამაკაცი მწერლები
- ნობელის პრემიის ლაურეატები ანბანის მიხედვით
- ჩინელი დრამატურგები