ეპიორნისი
იერსახე
ეპიორნისი | ||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||
| ||||||||
ლათინური სახელი | ||||||||
Aepyornis | ||||||||
|
ეპიორნისი (ლათ. Aepyornis) — სირაქლემის მსგავსი მორბენალი ნამარხ ფრინველთა გვარი. ახლოს დგას სირაქლემასთან და მოასთან. ცნობილია მადაგასკარის მეოთხეული ნალექებიდან.
ამოწყვიტა ადამიანმა XVII საუკუნეში. 3 მ-მდე სიმაღლისა იყო, ჰქონდა თითქმის განუვითარებელი ფრთები (შემორჩენილი იყო მხოლოდ მხრის ძვლის პატარა რუდიმენტი), სუსტად განვითარებული მკერდის ძვალი და მხრის სარტყელი, მასიური უკანა კიდურები. იწონიდა დაახლოებით 400 კგ-ს. მისი კვერცხის სიგრძე 34 სმ აღწევდა.
ეპიორნისის კვერცხი თითქმის 3-ჯერ აღემატებოდა სირაქლემის კვერცხს; გარდა ამისა მისი კვერცხის მოცულობა ქათმის კვერცხის მოცულობას 160-ჯერ აღემატებოდა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 168.