იენ გილანი
იენ გილანი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი |
19 აგვისტო, 1945 ჰაუნსლოუ, ლონდონი, ინგლისი |
დაბ. ადგილი | Chiswick[1] |
ჟანრ(ებ)ი | როკი, მძიმე როკი ბლუზ როკი, პროგრესული როკი, მძიმე მეტალი, ჯაზ ფიუჟენი |
საქმიანობა | მომღერალი, კომპოზიტორი |
ინსტრუმენტ(ებ)ი | ვოკალი, ჰარმონიკა, პერკუსია, გიტარა, დასარტყმელი საკრავები |
აქტიური | 1965 - დღემდე |
საიტი | ოფიციალური საიტი |
იენ გილანი ვიკისაწყობში |
იენ გილანი (დ. 19 აგვისტო, 1945 წელი, ლონდონი) — ინგლისელი როკ მომღერალი. ცნობილი, როგორც მძიმე როკ ჯგუფ Deep Purple-ის ვოკალისტი. ის ასევე ერთი წელი მღეროდა ჯგუფ Black Sabbath-ში. იენ გილანმა შეასრულა იესო ქრისტეს პარტია ენდრიუ ლოიდ უებერის მიუზიკლის იესო ქრისტე სუპერვარსკვლავი პირველ აუდიოჩანაწერში.
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გილანი Deep Purple-ის წევრი იყო 1969 წლიდან 1973 წლამდე, როდესაც ჯგუფმა ჩაწერა ალბომები Fireball და Machine Head. ამავე დროს მან მონაწილეობა მიიღო როკ-ოპერის იესო ქრისტე სუპერვარსკვლავი პირველი აუდიოვერსიის ჩაწერაში. გილანს ფილმშიც შესთავაზეს მთავარი როლი, მაგრამ მან მოითხოვა გადაეხადათ არა მხოლოდ მისთვის, არამედ მთლიანად ჯგუფისთვისაც, რადგან ფილმის გადაღება ჯგუფის მიმდინარე ტურნეს ემთხვეოდა. ფილმის პროდიუსერები არ დასთანხმდნენ ამ პირობებს.
მიუხედავად Deep Purple-ის დიდი წარმატებისა, ჯგუფის ორ წევრს - გილანსა და ბლეკმორს უთანხმოება ჰქონდათ ერთმანეთში, რის გამოც გილანმა ჯგუფი ორჯერ დატოვა, 1973 და 1989 წლებში. მაგრამ მეორე შემთხვევის შემდეგ Deep Purple-ის წევრების თხოვნით გილანი ისევ დაბრუნდა (1992 წელს). იენმა 2006 წელს ინტერვიუში განაცხადა: ბლეკმორი უცნაურ ადამიანად იქცა და იმ დღეს, როცა მან ტურნეს დროს ჯგუფი დატოვა, თითქოს ღრუბლები გაიფანტა და მზემ გამოანათა (საუბარია 1993 წელს ალბომ The Battle Rages On...-ის მხარდამჭერ ტურნეზე) და მას შემდეგ ჩვენ უკან აღარ მოგვიხედავს. გილანმა ასევე დასძინა, რომ რიჩი ბლეკმორს და მას შორის არის ისეთი პირადული საკითხები, რის გამოც ისინი ერთმანეთს აღარ ელაპარაკებიან.
დისკოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Deep Purple
- Concerto for Group and Orchestra (1969)
- Deep Purple in Rock (1970)
- Fireball (1971)
- Machine Head (1972)
- Made in Japan (1972)
- Who Do We Think We Are (1973)
- Perfect Strangers (1984)
- The House of Blue Light (1987)
- The Battle Rages On... (1993)
- Purpendicular (1996)
- Abandon (1998)
- Bananas (2003)
- Rapture of the Deep (2005)
- Now What?! (2013)
- Infinite (2017)
- Black Sabbath
- Born Again (1983)
- The Javelins
- Ian Gillan Band და Gillan
- Child in Time (1976)
- Clear Air Turbulence (1977)
- Scarabus (1977)
- Live at the Budokan (1977/1983)
- Gillan (1978)
- Mr. Universe (1979)
- Glory Road (1980)
- Future Shock (1981)
- Double Trouble (საკონცერტო) (1981)
- Magic (1982)
- სოლო
- Accidentally on Purpose (1988, როჯერ გლოვერთან)
- Naked Thunder (1990)
- Toolbox (1991)
- Dreamcatcher (1997)
- Gillan's Inn (2006)
- Live in Anaheim (2008)
- One Eye to Morocco (2009)
- WhoCares
(იგივე Ian Gillan, Tony Iommi & Friends)
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური საიტი
- პროექტი Gillan's Inn დაარქივებული 2018-12-16 საიტზე Wayback Machine.
- იენ გილანი AllMusic-ზე
- ოფიციალური საიტი
- Authorised links from Gillan.com
- Official site for the Gillan's Inn Project