შინაარსზე გადასვლა

კაქტუსისებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კაქტუსისებრნი
Echinocereus coccineus
Echinocereus coccineus
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  კაქტუსისებრნი
ლათინური სახელი
Cactaceae

კაქტუსისებრნი, კაქტუსები (ლათ. Cactaceae) — ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. ხისებრი, ბუჩქისებრი და ლიანისებრი ფორმებია, იშვიათად — დაბალი ხეები. აქვთ ეკლით, ბუსუსით ან ქერქლით დაფარული წვნიანი ხორცოვანი ღერო, რომელიც სფეროსებრი, კვერცხისებრი, ცილინდრული და სვეტისებრია, ზოგჯერ კი განრტყელებულია და დაყოფილია ნაწილებად. ფოთლები რედუცირებული აქვთ. ფოტოსინთეზი და ტრანსპირაცია ხდება ღეროთი, რომელშიც მძლავრადაა განვითარებული წყლის შემცველი პარენქიმა (დიდ კაქტუსებში 2000-მდე ლ წყალი გროვდება).

ბევრ კაქტუსისებრნს ცვილისებრი ნაფიფქი აქვს ან ქეჩისებურად არის შებუსვილი. თითქმის ყველა კაქტუსისებრნს აქვს წიბოებიანი დვრილები. განსაკუთრებით დამახასიათებელია ე. წ. არეოლები (მკვეთრად შემოსაზღვრული ბუსუსიანი და ეკლიანი უბნები, რომლებიც ალბათ უბის კვირტებისგანაა წარმოშობილი). ყვავილები მეტწილად დიდი და კაშკაშაა, მარტოული, იშვიათად კენწრულ ყვავილედებად შეკრებილი.

მრავალთესლიანი ნაყოფი კენკრისებრია, ზოგჯერ მშრალი. ყვავილები, ჩვეულებრივ, იშლება საღამოს ან გვიან ღამით. ცნობილია კაქტუსისებრთა 85 გვარი (სხვა მონაცემებით 50 — 220) და 2000-ზე მეტი სახეობა. გავრცელებულია თითქმის მხოლოდ ამერიკაში (აქედან ნახევარი — მექსიკაში), მხოლოდ ერთადერთი გვარილათ. Rhipsalis — გვხვდება ტროპიკულ აფრიკაში (გზადმოყოლილია).

კაქტუსისებრნი იზრდება ტროპიკულ და სუბტროპიკულ უდაბნოებში (ზოგან მთებშიც 4500 მ-მდე), იშვიათად ტროპიკულ წვიმის ტყეებში, ზღვის სანაპიროებსა და სავანებშიც. ზოგი კაქტუსისებრნი (უმეტესად ოპუნციას სახეობები) გავრცელდა ავსტრალიაში, სადაც იგი სათიბ-საძოვრის ძლიერ სარეველად იქცა, ჩინეთში, ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ქვეყნებში, ყიტიმის სამხრეთ სანაპიროზე და სხვა. საქართველოში ძირითადად მხოლოდ ბოტანიკურ ბაღებშია. თბილისის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე გვხვდება თვითნათესი ოპუნციები.

ბევრი კაქტუსის ნაყოფი და ღეროს რბილობი იჭმება. ზოგს იყენებენ საქონლის საკვებად (უეკლო ოპუნციები), სათბობად და მსუბუქ საშენ მასალად (გამერქნებული ღეროები), ცოცხალ ღობედ (ეკლიანი ოპუნციები და ზოგი ცერუესი). ბევრ სახეობას (მამილარია, ოპუნცია, ცერეუსი, ცეფალოცერეუსი და სხვა) აშენებენ ოთახებსა და სათბურებში.

  • Дьяконов В. М., Курнаков Н. И., Кактусы и их культура в комнатных условиях, Л., 1953;
  • Пажоут Ф., Валичек З., Шубик Р., Кактусы, пер., с чешск., Прага, 1936;
pFad - Phonifier reborn

Pfad - The Proxy pFad of © 2024 Garber Painting. All rights reserved.

Note: This service is not intended for secure transactions such as banking, social media, email, or purchasing. Use at your own risk. We assume no liability whatsoever for broken pages.


Alternative Proxies:

Alternative Proxy

pFad Proxy

pFad v3 Proxy

pFad v4 Proxy