შინაარსზე გადასვლა

კა დე ბო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კა დე ბო
წარმოშობის ქვეყანა ესპანეთი
თვისებები
წონა 35-36 კგ.
სიმაღლე 56-58 სმ.
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
10-12 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

კა დე ბო (ესპ. Dogo mallorquín) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია ესპანეთში XVII საუკუნეში.

ეს მოჩხუბარი ძაღლი გაჩნდა ბალეარის კუნძულებზე 1270-1570 წლებში. ბრიტანელების მიერ კუნძულების ოკუპაციის დროისთვის (1708-1802) ხარების დევნა და ძაღლების ბრძოლები სპორტის ჩვეულებრივ სახეობად ითვლებოდა და დავიწყებას მიეცა მხოლოდ XX საუკუნეში. ასწლეულების განმავლობაში მასტიფების მსგავსი ეს ცხოველები გამოიყენებოდა ხარებთან, ან სხვა ძაღლებთან, ბრძოლებში. ბალეარის კუნძულების მცხოვრებლებისთვის ძაღლების ბრძოლები საყვარელ გასართობს წარმოადგენდა, ხოლო მეცხვარე ძაღლი კა დე ბო ყველაზე პოპულარული ადგილობრივი მებრძოლი ჯიში იყო. როდესაც ხარების დევნა და ძაღლების ბრძოლები კანონით აიკრძალა, კა დე ბოს რაოდენობა შემცირდა, მაგრამ ჯიშის გადარჩენა მოხერხდა და ის ესპანეთის გამოფენებზე გამოჰყავდათ ხოლმე.

მიზანმიმართული სელექციის წყალობით ეს ძაღლი საშუალო ზომის სერიოზული ძაღლი დამჯერი და ერთგული კომპანიონი გახდა, თუმცა შეინარჩუნა დიდი ძალა, ასევე სიჯიუტე, რომელიც მის მებრძოლ წარსულს უკავშირდება. კა დე ბოს აქვს განიერი, ძლიერი კისერი, ძალიან ძლიერი ყბები, მასიური და განიერი თავი. წინა თათები უკანაზე 2,5 სმ-ით მოკლეა, კა დე ბო კარგად იტანს სიცხეს, ძნელად ეგუება ბავშვებს და სხვა ძაღლებს, ძნელად იწვრთნება. ბალანი მოკლე, უხეში და გლუვია. განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
pFad - Phonifier reborn

Pfad - The Proxy pFad of © 2024 Garber Painting. All rights reserved.

Note: This service is not intended for secure transactions such as banking, social media, email, or purchasing. Use at your own risk. We assume no liability whatsoever for broken pages.


Alternative Proxies:

Alternative Proxy

pFad Proxy

pFad v3 Proxy

pFad v4 Proxy