კემპბელის კუნძულები
მშობ. სახელი: ინგლ. Campbell Island group | |
---|---|
კემპბელის კუნძულების რუკა | |
გეოგრაფია | |
მდებარეობა | წყნარი ოკეანე |
კოორდინატები | 52°32′56″ ს. გ. 169°08′59″ ა. გ. / 52.54889° ს. გ. 169.14972° ა. გ. |
კუნძულთა რაოდენობა | 6 |
მთავარი კუნძული | კემპბელის კუნძული |
ფართობი | 113,31 კმ² |
უმაღლესი წერტილი | 569 მ |
ახალი ზელანდია | |
გარე კუნძულები | |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | დაუსახლებელი (2010) |
კემპბელის კუნძულები (ინგლ. Campbell Island group) — ვულკანური არქიპელაგი წყნარ ოკეანეში, მდებარეობს დაახლოებით 600 კმ-ში სამხრეთით ახალი ზელანდიის სამხრეთი კუნძულის სამხრეთი დაბოლოებიდან.
კუნძულების ეს ჯგუფი ითვლება ახალი ზელანდიის გარე კუნძულებად და ახალი ზელანდიის ტერიტორიას წარმოადგენს, მაგრამ ის არ ითვლება რომელიმე რეგიონის ან ოლქის ნაწილად, ის იმყოფება სპეციალური ორგანოს — ინგლ. Area Outside Territorial Authority უშუალო მართვის ქვეშ.
კემპბელის კუნძულები — იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნაწილია ახალი ზელანდიის სუბანტარქტიკული კუნძულების შემადგენლობაში.[1]
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კუნძულების საერთო ფართობია — 113,31 კმ²[2].
- კემპბელის კუნძული (Campbell Island) (52°32′ ს. გ. 169°08′ ა. გ. / 52.5400° ს. გ. 169.1450° ა. გ.) ფართობი — 112,68 კმ².
- დენტი (Dent Island) (52°31′ ს. გ. 169°03′ ა. გ. / 52.51917° ს. გ. 169.06250° ა. გ.) ფართობი — 0,23 კმ².
- ჯაკმარტი (Jacquemart Island) (52°37′ ს. გ. 169°07′ ა. გ. / 52.617° ს. გ. 169.1250° ა. გ.) ფართობი — 0,19 კმ².
- ჯანეტ მარი (Jeanette Marie) ფართობი — 0,11 კმ².
- მონოვაი (Monowai Island) ფართობი — 0,08 კმ².
- ფოლი (Folly Island) (52°32′ ს. გ. 169°03′ ა. გ. / 52.533° ს. გ. 169.050° ა. გ.) ფართობი — 0,07 კმ².
ეკოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კუნძულები კიდევ იმითაა ცნობილი, რომ ადამიანის ჩარევის შედეგად კუნძულებს მიადგა ძლიერი ეკოლოგიური ზარალი: XVIII საუკუნის ბოლოს — XIX საუკუნის დასაწყისში ვირთხები მოხვდნენ კემპბელის კუნძულებზე, სავარაუდოდ, ვეშაპის დამჭერი გემებიდან.[3] მხოლოდ დაახლოებით 200 წლის შემდეგ, 2003 წელს, ახალი ზელანდიელი მეცნიერების ძალისხმევით გაანადგურეს ისინი.[4] ამ პერიოდის განმავლობაში ვირთხებმა უზარმაზარი ზარალი მიაყენეს ადგილობრივი — ქარიშხალას და პინგვინის სახეობებს. ზოგიერთი სახეობა იძულებული გახდა ბუდე გაეკეთებინა მხოლოდ არქიპელაგის მცირე კლდეებზე.
ყველაზე ეული ხე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სიტხენის ნაძვი (ლათ. Picea sitchensis) არქიპელაგზე ერთადერთი ხეა[5]. ის, სავარაუდოდ, დაირგო 1907 წელს, მაგრამ მისი სიმაღლე დღემდე არ აღემატება 10 მეტრს[6]. ნიგერიის უდაბნოში აკაცია ტენერეს ხის (ფრანგ. Arbre du Ténéré) გახმობის შემდეგ, ეს ხე მსოფლიოში შეიძლება ჩაითვალოს ყველაზე ეულად მდგომ ხედ. უახლოესი სოფელი მდებარეობს 222 კმ-ში ოკლენდის კუნძულებზე[7].
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ მსოფლიო მემკვიდრეობა. ობიექტი 877
- ↑ Heritage expeditions: Description et carte détaillée des îles Campbell
- ↑ კემპბელის კუნძულები განთავისუფლდა «ვირთხების ოკუპაციისგან»[მკვდარი ბმული]
- ↑ იშვიათი ცხოველებისა და ფრინველების გადასარჩენად ახალ ზელანდიელმა მეცნიერებმა კემპბელის კუნძულებზე ყველა ვირთხა გაანადგურეს
- ↑ The Lone Tree of Campbell Island — Sub-Antarctic Science. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-05-18. ციტირების თარიღი: 2014-11-17.
- ↑ The ultimate ascent of the world’s loneliest tree. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-01-21. ციტირების თარიღი: 2014-11-17.
- ↑ Guinness Book of World Records. Guinness World Records Limited. 2013. p. 41.