კრის პრეტი
კრის პრეტი | |
---|---|
პრეტი „იურული სამყარო: დაცემული სამეფოს“ პრემიერაზე იაპონიაში 2018 წელს | |
მშობლიური სახელი | Chris Pratt |
დაბადების თარიღი |
21 ივნისი, 1979[1] ვირჯინია, მინესოტა, აშშ |
რეზიდენცია | ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ |
ეროვნება | ამერიკელი |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 2000-დღემდე |
მეუღლე(ები) |
|
კრისტოფერ მაიკლ პრეტი (ინგლ. Christopher Michael Pratt; დ. 21 ივნისი, 1979) — ამერიკელი მსახიობი. პრეტი საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა სატელევიზიო როლებით, კერძოდ, ენდი დუაიერის როლით ტელესერიალიდან „პარკები და დასვენების ზონები“ (2009–2015), რისთვისაც დაიმსახურა კრიტიკოსთა კეთილგანწყობა და ნომინირებული იქნა „ტელეკრიტიკოსთა არჩევანის ჯილდოზე“ 2013 წელს. იგი, აგრეთვე მონაწილეობდა The WB-ის სერიალში „ევერვუდი“ (2002–2006).[2][3] მას მონაწილეობა აქვს მიღებული ფილმებში: „განსაკუთრებით საშიში“ (2008), „ჯენიფერის სხეული„ (2009), „ადამიანი, რომელმაც ყველაფერი შეცვალა“ (2011), „თითქმის დაქორწინებულები“ (2012), „მიზანი ნომერი ერთი“ (2013) და „მისი“ (2013).
კრისტოფერ მაიკლ პრეტი დაიბადა 1979 წლის 21 ივნისს ვირჯინიაში, მინესოტას შტატში.[4] დედამისი კეტი პრეტი, რომელიც ნორვეგიული წარმოშობისაა,[5] მუშაობდა სუპერმარკეტების ქსელში „SafeWay“, ხოლო მამამისი დენ პრეტი, მეშახტე იყო, მაგრამ მოაგვიანებით შეუდგა სახლების რეკონსტრუქციას.[2][6][7] კრისმა ბავშვობა გაატარა ლეიკ-სტივენსში, ვაშინგტონის შტატში. 1997 წელს დაამთავრა ლეიკ-სტივენსის საშუალო სკოლა.[8] 2000 წელს შედგა მისი დებიუტი მოკლემეტრაჟიან საშინელებათა ფილმში „დაწყევლილი: ნაწილი 3“, რომლის გადაღებები მიმდინარეობდა ლოს-ანჯელესში.[9][10]
პრეტმა საყოველთაო აღიარება მოპოვა მას შემდეგ, რაც გადაიღეს „ლეგო ფილმსა“ (2014) და „გალაქტიკის მცველებში“ (2015). 2015 მონაწილეობდა „იურული პარკის“ სერიის რიგით მეოთხე ფილმში „იურული სამყარო“.[11] 2016 წელს განასახიერა ჯოშუა ფარადეის როლი „შესანიშნავ შვიდეულში“, იმავე წელს კი ჯიმ პრესტონის როლი ფილმში „მგზავრები. 2017 წელს მიიღო როლი გალაქტიკის მცველების მეორე ნაწილში. 2018 წელს გადაიღეს ფილმში „შურისმაძიებლები: უსასრულობის ომი“. იმავე წელს ითამაშა „იურული სამყაროს“ გაგრძელებაში „იურული სამყარო: დაცემული სამეფო“. 2014 წელს მიიღო სატურნის ჯილდო ნომინაციაში — „საუკეთესო მსახიობი კაცი“. 2015 წელს ჟურნალმა „Time“ დაასახელა მსოფლიოს წლის 100 ყველაზე გავლენიან ადამიანთა შორის.[12]
ფილმოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
2000 | ფ | დაწყევლილი: ნაწილი 3 | Cursed Part 3 | დეივონი |
2001 | ფ | მონადირე | The Huntress | ნიკ ოუენსი |
2003 | ს | ექსტრემალთა გუნდი | The Extreme Team | კინანი |
2002–2006 | ს | ევერვუდი | Everwood | ბრაიტ ებოტი |
2006–2007 | ს | მარტოხელა გულები | The O.C. | ჩე |
2005 | ფ | განადგურება | Path of Destruction | ნეითან მაკეინი |
2005 | ფ | თავისუფალი ცხოვრება | Strangers with Candy | ბრეისონი |
2008 | ს | არაჩვეულებრივი მოგზაურობა | Wieners | ბობი |
2008 | ს | ბეტმენი | Batman: The Animated Series | ჯეიკი (ხმა) |
2008 | ფ | განსაკუთრებით საშიში | Wanted | ბერი |
2009 | ფ | პატარძლების ომი | Bride Wars | ფეტჩერ ფლემსონი |
2009 | ფ | ოცნებები სრულდება | Deep in the Valley | ლესტერ უოტსი |
2009 | ფ | ჯენიფერის სხეული | Jennifer's Body | რომან დუდა |
2009–2014 | ს | პარკები და დასვენების ზონები | Parks and Recreation | ენდი დუაიერი |
2010–2011 | ს | ბენ 10: უცხოპლანეტელთა ძალა | Ben 10: Ultimate Alien | კუპერ დენიელსი |
2011 | ფ | წამიყვანე სახლში | Take Me Home Tonight | კაილ მასტერსონი |
2011 | ფ | შენ მერამდენე ხარ? | What's Your Number? | საზიზღარი დონალდი |
2011 | ფ | 10 წლის შემდეგ | Ten Years | კალი |
2011 | ფ | ადამიანი, რომელმაც ყველაფერი შეცვალა | Moneyball | სკოტ ჰატბერგი |
2012 | ფ | თითქმის დაქორწინებულები | The Five-Year Engagement | ალექსი |
2012 | ფ | მიზანი ნომერი ერთი | Zero Dark Thirty | „ზღვის კატების“ დანაყოფის წევრი |
2013 | ფ | კინო 43 | Movie 43 | დაგი |
2013 | ფ | მისი | Her | პოლი |
2013 | ფ | მიმწოდებელი | Delivery Man | ბრეტი |
2014 | ფ | გალაქტიკის მცველები | Guardians of the Galaxy | პიტერ კვილი / ვარსკვლავური ლორდი |
2014 | ფ | ლეგო ფილმი | The Lego Movie | ემეტ ბრიკოვსკი |
2015 | ფ | იურული სამყარო | Jurassic World | ოუენ გრედი |
2016 | ფ | ჯემი და ჰოლოგრამები | Jem and the Holograms | თვითონ |
2016 | ფ | შესანიშნავი შვიდეული | The Magnificent Seven | ჯოშუა ფარადეი |
2016 | ფ | მგზავრები | Passengers | ჯიმი პრესტონი |
2017 | ფ | გალაქტიკის მცველები: ნაწილი 2 | Guardians of the Galaxy Vol. 2 | პიტერ კვილი / ვარსკვლავური ლორდი |
2018 | ფ | შურისმაძიებლები: უსასრულობის ომი | Avengers: Infinity War | პიტერ კვილი / ვარსკვლავური ლორდი |
2018 | ფ | იურული სამყარო: დაცემული სამეფო | Jurassic World: Fallen Kingdom | ოუენ გრედი |
2019 | ფ | ლეგო ფილმი 2: მეორე ნაწილი | The Lego Movie 2: The Second Part | ემეტ ბრიკოვსკი |
2019 | ფ | შურისმაძიებლები 4 | Avengers 4 | პიტერ კვილი / ვარსკვლავური ლორდი |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „კრის პრეტი“ ვიკისაწყობში.
- კრის პრეტი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- კრის პრეტი — Box Office Mojo
- კრის პრეტი — Rotten Tomatoes
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Haysom, Sam. Chris Evans trolls Chris Pratt on his birthday, gets the ultimate response. Mashable.
- ↑ 2.0 2.1 Collis, Clark (July 11, 2014). „How Chris Pratt Went from Zero to Hero“. Entertainment Weekly. pp. 24–31. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 თებერვალი, 2015. ციტირების თარიღი: 2 თებერვალი, 2015. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|archivedate=
-ში (დახმარება) - ↑ Pierce, Leonard (3 ნოემბერი, 2009). „Interview: Chris Pratt“. The A.V. Club. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 აგვისტო, 2012. ციტირების თარიღი: 25 აგვისტო, 2012. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
,|date=
, და|archivedate=
-ში (დახმარება) - ↑ Chris Pratt. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 ოქტომბერი, 2014. ციტირების თარიღი: 12 აგვისტო, 2015.
- ↑ AS, TV 2. „Jurassic World-stjernen i ulykke under innspillingen“. TV 2 (ნორვეგიული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 თებერვალი, 2017. ციტირების თარიღი: 2017-02-07. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|archivedate=
-ში (დახმარება) - ↑ Fine, Audrey. „Getting to Know: Chris Pratt“. Seventeen. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 ივლისი, 2011. ციტირების თარიღი: 25 აგვისტო, 2012. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|archivedate=
-ში (დახმარება) - ↑ Cara Buckley (23 ივლისი, 2014). „Chris Pratt Is a Superhero in 'Guardians of the Galaxy'“. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 აგვისტო, 2014. ციტირების თარიღი: 4 აგვისტო, 2014. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
,|date=
, და|archivedate=
-ში (დახმარება) - ↑ O'Neill, Lucas (26 აპრილი, 2012). „Wrestling doc depicts trials, triumphs“. ESPN.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 ივლისი, 2014. ციტირების თარიღი: 17 ივლისი, 2014. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
,|date=
, და|archivedate=
-ში (დახმარება) - ↑ „Chris Pratt: Biography“. TVGuide.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 ოქტომბერი, 2014. ციტირების თარიღი: 17 აგვისტო, 2012. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|archivedate=
-ში (დახმარება) - ↑ Hulten, Kevin (29 აგვისტო, 2007). „Lake's Chris Pratt found success in Hollywood, and now he plans on bringing it home“. Lake Stevens Journal. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 იანვარი, 2014. ციტირების თარიღი: 25 აგვისტო, 2012. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
,|date=
, და|archivedate=
-ში (დახმარება) - ↑ Sneider, Jeff. (13 ნოემბერი, 2013) 'Guardians of the Galaxy' Star Chris Pratt Circling Lead in 'Jurassic World' (Exclusive). TheWrap. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 ნოემბერი, 2013. ციტირების თარიღი: 17 დეკემბერი, 2013
- ↑ Poehler, Amy. „Chris Pratt: The World's 100 Most Influential People“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 ივნისი, 2016. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|archivedate=
-ში (დახმარება)
|