შინაარსზე გადასვლა

ლეონ დოდე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლეონ დოდე

ლეონ დოდე
დაბადების თარიღი 16 ნოემბერი 1867
პარიზი, საფრანგეთი
გარდაცვალების თარიღი 30 ივნისი 1942
სენ-რემი-დე-პროვანსი
ეროვნება ფრანგი
მოქალაქეობა საფრანგეთი
საქმიანობა მწერალი
პუბლიცისტი
პოლიტიკოსი
ლიტერატურული კრიტიკოსი
პოლემისტი

ალფონს მარი ვენსან ლეონ დოდე (ფრანგ. Alphonse Marie Vincent Léon Daudet; დ. 16 ნოემბერი 1867 — გ. 30 ივნისი 1942) — ფრანგი მწერალი, პუბლიცისტი, პოლიტიკოსი, ლიტერატურული კრიტიკოსი, პოლემისტი, რომანებისა და მემუარების ავტორი. ცნობილი ფრანგი მწერლის, ალფონს დოდესა (1840-1897) და მისი მეორე ცოლის, ჟულია ალარის უფროსი ვაჟი.

ლეონ დოდე ლიტერატორთა ოჯახში იზრდებოდა. დედ-მამის სანაცნობოს წყალობით, იგი ბავშვობიდან მოხვდა XIX საუკუნის კულტურის გამორჩეული წარმომადგენლების წრეში. საკუთარი შემოქმედებითი კარიერა ლეონმა პარიზული გაზეთის „თავისუფალი სიტყვის“ (La Libre parole) მთავარი რედაქტორის თანამდებობით დაიწყო. მოგვიანებით შარლ მორასსთან ერთად დააარსა „აქსიონ ფრანსეზი“ (l'Action française, „ფრანგული ქმედება“), რომელიც ეროვნული და მონარქისტული პოზიციის მქონე ყოველდღიური გამოცემა იყო. ეს გაზეთი მალე გადაიქცა ანტირესპუბლიკური მოძრაობის — ფრანგული ქმედების მთავარ ბეჭდურ ორგანოდ და მისი წევრების რუპორად.

1920-1924 წლებში ლეონ დოდე აირჩიეს პარიზის დეპუტატად სამთავრობო საბჭოში.

ლეონის პირველი ცოლი ვიქტორ ჰიუგოს შვილიშვილი, ჟანა ჰიუგო იყო. ისინი 1891 წელს დაქორწინდნენ. მათ ჰყავდათ ერთი ვაჟი, შარლ დოდე (1892-1960), რომელიც მოგვიანებით ბიბლიოთეკარი გახდა. 1895 წელს ლეონი და ჟანა ერთმანეთს დაშორდნენ.

1903 წელს ლეონი მეორედ დაქორწინდა. ამჯერად მან საკუთარი დეიდაშვილი, მარტა ალარი (1878-1960) შეარჩია, რომელიც ყველაფერში მისი ჭკუის გამოდგა. მარტაც ჟურნალისტი იყო და პამპილას ფსევდონიმით ბეჭდავდა სტატიებს ყოველდღიურ გაზეთ „აქსიონ ფრანსეზში“. ცოლ-ქმარი თავგადაკლული მონარქისტები იყვნენ.

მათ სამი შვილი ჰყავდათ: ფრანსუა დოდე (1915-1970), ფილიპ დოდე (1909-1923) და კლერ დოდე (1918-1969). უფროსი, ფრანსუა ექიმი და ჟურნალისტი გახდა.

უმცროსი, ფილიპი დღემდე გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა 14 წლის ასაკში.

კლერი ცოლად ჰყავდა ექიმ პოლ ბიარდოს (1910-1990). მოგვიანებით ედმე მეორედ გათხოვდა და ცოლად გაჰყვა მასსავით ლიტერატორსა და ლექტორს, რობერ შოვლოს.

1923 წლის 24 ნოემბერს, შაბათს, დღის 4 საათზე ტაქსი, რომელშიც ფილიპ დოდე იჯდა, რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე მაჟენტას ბულვარის 126 ნომერთან გაჩერდა. მძღოლმა მგზავრს მოხედა და ჯერ გულწასული ეგონა, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ ყმაწვილი თავში იყო დაჭრილი.

ლეონი შვილის სიკვდილში ანარქისტულ დაჯგუფებას, მესამე რესპუბლიკის მთავრობასა და ფრანგულ პოლიციას ადანაშაულებდა. დოდეების ოჯახი გამოძიების დასკვნას, მოზარდის თვითმკვლელობის შესახებ, არ ეთანხმებოდა.

  • 1988: Jean-Paul Clébert, Les Daudet, une famille bien française, 1840—1940, Paris, Presses de la Renaissance ISBN 978-2-85616-454-9
pFad - Phonifier reborn

Pfad - The Proxy pFad of © 2024 Garber Painting. All rights reserved.

Note: This service is not intended for secure transactions such as banking, social media, email, or purchasing. Use at your own risk. We assume no liability whatsoever for broken pages.


Alternative Proxies:

Alternative Proxy

pFad Proxy

pFad v3 Proxy

pFad v4 Proxy