შინაარსზე გადასვლა

მებორნე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მებორნე

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Actitis hypoleucos (Linnaeus, 1758)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22693264
გავრცელება

  მხოლოდ ბუდობა
  მიგრაციის მარშრუტები
  მიგრაციის რაიონები
  მიგრაციის შესაძლო რაიონები
  მიგრაციის სავარაუდო მარშრუტები

მებორნე[1][2] (ლათ. Actitis hypoleucos) — ფრინველი ჩიბუხასებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 19–21 სმ, ფრთის შლილი 38–41 სმ; მასა 33–70 აღწევს. დედალი მცირედ აღემატება მამალს. აქვს მოხდენილი აგებულება. ფეხები გრძელია, ფერად ჭუჭყიანი ყვითელი. ნისკარტი სწორი, საშუალო სიგრძის, ფერად ყავისფერი და ბოლოში მუქია. საქორწინო შეფერილობაში ზურგი მომწვანო-ყავისფერია ყავისფერივე შტრიხებით, მუცელი — თეთრი. ზამთრის შეფერილობა ერთფეროვანი მურაა. ცხოვრობს მარტო, მცირე გუნდებად მიგრაციის დროს და დასვენების ადგილებში იკრიბებიან. ბუდობს თითქმის მთელი ჩრდილოეთი ევრაზიის ტყის მდინარებთან ახლოს, შედის ნახევარუდაბნებსა და სამხრეთ ტუნდრაში, მაღალ მთაში ადის 4000 სიმაღლეზე; საქართველოში მობუდარ ფრინველად გვხვდება.[1] იზამთრებს აფრიკაში (საჰარის სამხრეთით), სამხრეთ-აღმოსავლეთ ინდოეთში, ინდონეზიასა და ავსტრალიაში. იკვებება მწერებით, მათი ლარვებით, ობობებით, მოლუსკებით, თავკომბალებით, პატარა თევზებითა და კიბოსნაირებით. მონოგამები არიან. ბუდე მიწა აკეთებენ, რომელიც ან ორმოა, ან ფოთლებისგანაა შემდგარი;[3] დედალი დებს 4 კვერცხს, ინკუბაცია 21–22 დღე გრძელდება. ბარტყები თვითონ მოიპოვებენ საკვებს მშობელთა დაცვის ქვეშ; ფრენას 22–28 დღის ასაკში იწყებენ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 330.
  2. მებორნედიდი ქართულ-ინგლისური ლექსიკონი // საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
  3. მებორნე // დიდი საბჭოთა ენციკლოპედია (რუსული)
pFad - Phonifier reborn

Pfad - The Proxy pFad of © 2024 Garber Painting. All rights reserved.

Note: This service is not intended for secure transactions such as banking, social media, email, or purchasing. Use at your own risk. We assume no liability whatsoever for broken pages.


Alternative Proxies:

Alternative Proxy

pFad Proxy

pFad v3 Proxy

pFad v4 Proxy