შინაარსზე გადასვლა

ოქროს ციებ-ცხელება

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ოქროს ციებ-ცხელება (ინგლ. gold rush) — ოქროს არაორგანიზებული მასობრივი მოპოვება ახლად აღმოჩენილ საბადოებში, რომელიც ხასიათდება მაძიებელთა სტიქიური შემოდინებით და მტაცებლური მოპოვების მეთოდებით.[1]

ოქროს ახალი საბადოები შლიხის მეთოდით ოქროს მოპოვების შესაძლებლობით იზიდავს უამრავ ხალხს, რომლებიც შემოდიან რეგიონში, ქმნიან მაძიებელთა ბანაკებს. ეს შემოდინება ასტიმულირებს რეგიონის ეკონომიკის განვითარებას, ვინაიდან მიმდინარე მოვლენები აიძულებს მას უპასუხოს სურსათის, საქონლის, საცხოვრებლისა და აღჭურვილობის საჭიროებებს. თუმცა, შედარებით მარტივი ოქროს მოპოვება წყდება რამდენიმე წლის შემდეგ, რაც ადგილს უთმობს მექანიზებულ მეთოდებს, რომლებიც ხელმისაწვდომია მხოლოდ კომპანიებისთვის. ოქროს ციებ-ცხელების შედეგად წარმოქმნილი დასახლებები ხშირად მოჩვენებათა ქალაქებად იქცევა.

ოქროს ციებ-ცხელება მე-19 საუკუნის შუა ხანებში დაიწყო და დღემდე გრძელდება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. ძირითადი პერიოდებია კალიფორნიის (1849), ავსტრალიის (1851), სამხრეთ აფრიკის (1886), კლონდაიკის (1896) და ალასკის (1898) ოქროს ციებ-ცხელები.

ტიპიური ოქროს ციებ-ცხელების სცენარი შედგება რამდენიმე ეტაპისგან:

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Л. П. Кураков, В. Л. Кураков, А. Л. Кураков. Золотая лихорадка // Экономика и право: словарь-справочник. М.: Вуз и школа. 2004.
  2. Ken Spotswood. Before the Klondike Gold Rush. The Klondike Weekly. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-01-27. ციტირების თარიღი: 2010-03-25.
  3. Pierre Berton (2001). Klondike: The Last Great Gold Rush, 1896-1899. Random House of Canada, გვ. 43. ISBN 0-385-65844-3. 
  4. Antebellum Gold Mining (1820-1860). North Carolina History Project. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-09. ციტირების თარიღი: 2010-12-20.
pFad - Phonifier reborn

Pfad - The Proxy pFad of © 2024 Garber Painting. All rights reserved.

Note: This service is not intended for secure transactions such as banking, social media, email, or purchasing. Use at your own risk. We assume no liability whatsoever for broken pages.


Alternative Proxies:

Alternative Proxy

pFad Proxy

pFad v3 Proxy

pFad v4 Proxy