სიტყვათა თანმიმდევრობის ტიპოლოგია
იერსახე
სიტყვათა წყობა წინადადებაში (აგრეთვე: წინადადების წყობა, წინადადების წევრთა თანმიმდევრობა, სიტყვათა თანმიმდევრობა), ცნება, რომლითაც გამოხატავენ რომელიმე ენაში არსებულ წინადადებებში ყველაზე უფრო გავრცელებულ სიტყვათა განლაგების გარკვეულ წესრიგს.
სიტყვათა თანმიმდევრობის ტიპოლოგია წარმოადგენს ენათა ტიპოლოგიური კლასიფიკაციების ერთ-ერთი სისტემას, რომელიც ლინგვისტიკურ ტიპოლოგიაში გამოიყენება და მას საფუძვლად ენათა დაჯგუფების პრინციპი უდევს წინადადების მთავარი შემადგენლების, - სუბიექტის (ლათ. subject), ზმნა-შემასმენლისა (ლათ.verb) და პირდაპირი დამატების (ლათ.object) მიხედვით.
ენათა ტიპები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სიტყვათა თანმიმდევრობის მიხედვით ენათა სულ 6 ტიპი არსებობს:
- SVO — Subject - Verb - Object.
- SOV — Subject - Object - Verb.
- VSO — Verb - Subject - Object.
- VOS — Verb - Object - Subject.
- OSV — Object - Subject - Verb.
- OVS — Object - Verb - Subject.
ეს ცნებები შემოკლებული სახით (SVO, SOV და ა.შ.) გამოიყენება და ზოგჯერ "ტიპოლოგიებად" მოიხსენიებენ.
წინდადების წყობა | მაგალითი | ენები |
---|---|---|
Subjekt – Verb – Objekt (SVO) | „პეტრე წერს რომანებს.“ | ინგლისური, ფრანგული, სუაჰილი |
Subjekt – Objekt – Verb (SOV) | „პეტრე რომანებს წერს.“ | ლათინური ენა, იაპონური, კორეული, თურქული, უნგრული, სპარსული |
Objekt – Verb – Subjekt (OVS) | „რომანებს წერს პეტრე.“ | ჰიშკარიანა |
Objekt – Subjekt – Verb (OSV) | „რომანებს პეტრე წერს.“ | შავანტე |
Verb – Subjekt – Objekt (VSO) | „წერს პეტრე რომანებს.“ | არაბული, კელტური ენები, ჰავაიური |
Verb – Objekt – Subjekt (VOS) | „წერს რომანებს პეტრე.“ | ფიჯიური, მალაგასიური, კატალანური |