ურალის მთები
ურალის მთები | |
---|---|
ურალის მთები | |
კოორდინატები: 60°00′00″ ჩ. გ. 60°00′00″ ა. გ. / 60.00000° ჩ. გ. 60.00000° ა. გ. | |
ქვეყანა | რუსეთი ყაზახეთი |
უმაღლესი წერტილი | ნაროდნაია |
სიმაღლე | 1895 მ |
ფართობი | 781,1 კმ² |
სიგრძე | 2500 კმ |
სიგანე | 40-150 კმ |
ურალის მთები (რუს. Уральские горы) — მთათა სისტემა რუსეთსა და ყაზახეთში, რომელიც გადაჭიმულია თითქმის მერიდიანული მიმართულებით კარის ზღვის ნაპირებიდნ მდინარე ურალის ხეობის განედურ მონაკვეთამდე 2500 კმ სიგრძეზე და ქმნის საზღვარს ევროპასა და აზიას შორის. მდინარე ურალის განედური მონაკვეთის სამხრეთით ყაზახეთის ნახევარუდაბნოებამდე ვრცელდება დაბალმთიანი მუღოჯარების ნახევარუდაბნოები და სტეპები. ტექტონიკური და გეომორფოლგიური თვალსაზრისით, მუღოჯარები წარმოადგენს ურალის სამხრეთ ნაწილს. ჩრდილოეთში, პოლარულ წრესთან, ურალის სიგანე დაახლოებით 50 კმ-ია, ხოლო სამხრეთით, მთა მაგნიტნაიას განედზე — დაახლოებით 150 კმ.[1]
ურალის მთების სარტყელი გადაკვეთავს ევრაზიის კონტინენტის ტუნდრას, ტყეტუნდრას, ტყის, ტყესტეპისა და სტეპის ზონებს. ერთმანეთისაგან გამოყოფს აღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ ციმბირის უზარმაზარ ვაკეებს. ურალის დასავლეთი კალთა შედარებით დამრეცი და გრძელია და თანდათანობით ერწყმის აღმოსავლეთ ევროპის ვაკეს, ხოლო აღმოსავლეთი კალთა, პირიქით, ციცაბო და მოკლეა და საკმაოდ მკვეთრად არის ჩამოკვეთილი დასავლეთ ციმბირის ვაკისაკენ. ურალის დასავლეთი და აღმოსავლეთი კალთების ბუნება ერთნაირი არაა. დასავლეთი კალთის ლანდშაფტები დაკავშირებულია აღმოსავლეთ ევროპის ვაკის ლანდშაფტებთან, ხოლო აღმოსავლეთ კალთის — დასავლეთ ციმბირის ვაკის ლანდშაფტებთან.[1]
ურალზე შეინიშნება ლანდშაფტების ვერტიკალური სარტყლურობა. პოლარეთისპირა ურალზე მთები აზევებულია თითქმის 2000 მ-მდე, ხოლო სამხრეთ ნაწილში 1500 მ-ზე მაღლა. პოლარეთისპირა ურალზე მდებარეობს მთელი ურალის მთების უმაღლესი წერტილი ნაროდნაია (1895 მ).[1]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ურალის მთები — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)