შინაარსზე გადასვლა

შურდული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ შურდული (მრავალმნიშვნელოვანი).

შურდული — ქვის სასროლი იარაღი. ფართოდ იყო გავრცელებული მსოფლიოს მრავალ ხალხში (ეგვიპტე, საბერძნეთი და სხვა), მათ შორის საქართველოშიც. შურდული იყო საბრძოლო, სანადირო, სამწყემსო და სათამაშო. მზადდებოდა ტყავისაგან, შალის ქსოვილისაგან, ძუისაგან, ქალის თმისაგან, ლაფნისაგან და ა.შ. შედგებოდა ტყავის ან მოქსოვილი ჩაღრმავებული საქვისა და ყულფისაგან. ამ მოწყობილობაში ჩადებდნენ მრგვალ საშურდულე ქვას და მკლავის წრიული ტრიალით მიზანში ტყორცნიდნენ. საშურდულე ქვებისათვის ქართველ მეომარს საგანგებო აბგა-ჯიბეები ანუ ტავარჯუხი ჰქონდა. იგი ბაგრატიონთა გერბის ერთ-ერთ ელემენტს წარმოადგენდა, რადგან ამ გვარის ბიბლიურმა წინაპარმა დავითმა შურდულით მოკლა გოლიათი.

pFad - Phonifier reborn

Pfad - The Proxy pFad of © 2024 Garber Painting. All rights reserved.

Note: This service is not intended for secure transactions such as banking, social media, email, or purchasing. Use at your own risk. We assume no liability whatsoever for broken pages.


Alternative Proxies:

Alternative Proxy

pFad Proxy

pFad v3 Proxy

pFad v4 Proxy