შინაარსზე გადასვლა

ჰიპარიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰიპარიონი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Hipparion

ჰიპარიონი (ლათ. Hipparion) — ამომწყდარი სამთითა ცხენის გვარი. ტანად პატარა ცხენის ტოლია (1,5 მ მინდაოში). დამახასიათებელია საკმაოდ მაღალგვირგვინიანი ძირითადი კბილები, რომლებსაც ძლიერ დანაოჭებული მინანქარი აქვს და ხშირად მეტად განვითარებული თვალბუდის წინა ფოსო. ფართოდ იყო გავრცელებული ჩრდილოეთ ამერიკის, აფრიკისა და ევრაზიის გვიანდელ მიოცენსა და პლიოცენში. ჰიპარიონის ნაშთები გვხვდება აღმოსავლეთ საქართველოს (ელდარი, უდაბნო, იაღლუჯა, ქვაბები) მესამეულ ნალექებში. მის ამოწყდომას უკავშირებენ თანამედროვე ცხენის (Eguus-ის გვარი) სწრაფ გავრცელებას გვიანდელ პლიოცენში. ბინადრობდა ნახევრად სტეპურ გარემოში, ნათელ ტყეში.

pFad - Phonifier reborn

Pfad - The Proxy pFad of © 2024 Garber Painting. All rights reserved.

Note: This service is not intended for secure transactions such as banking, social media, email, or purchasing. Use at your own risk. We assume no liability whatsoever for broken pages.


Alternative Proxies:

Alternative Proxy

pFad Proxy

pFad v3 Proxy

pFad v4 Proxy