შინაარსზე გადასვლა

Grand Theft Auto: San Andreas

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Grand Theft Auto: San Andreas
დეველოპერ(ებ)ი Rockstar North
გამომცემელი Rockstar Games
სერია „Grand Theft Auto“
ძრავა RenderWare
პლატფორმ(ებ)ი
გამოსვლის თარიღი
26 ოქტომბერი 2004
  • PlayStation 2
    • ჩ.ა. 26 ოქტომბერი 2004
    • ევრ 29 ოქტომბერი 2004
    Microsoft Windows, XboxXbox 360
    • ჩ.ა. 20 ოქტომბერი 2008
    • ევრ 21 ოქტომბერი 2008
    • მსოფლიო 26 ოქტომბერი 2014 (HD)
    OS X
    • მსოფლიო 12 ნოემბერი 2010
    PlayStation 3
    • ჩ.ა. 11 დეკემბერი 2012
    • ევრ 12 დეკემბერი 2012
    • მსოფლიო 1 დეკემბერი 2015 (HD)
    iOS
    • მსოფლიო 12 დეკემბერი 2013
    Android
    • მსოფლიო 19 დეკემბერი 2013
    Windows Phone
    • მსოფლიო 27 იანვარი 2014
    Fire OS
    • მსოფლიო 15 მაისი 2014
    PlayStation 4
    • მსოფლიო 5 დეკემბერი 2015
ჟანრ(ებ)ი მოქმედებითი-სათავგადასავლო
რეჟიმ(ებ)ი ერთმომხმარებლიანი, მრავალმომხმარებლიანი

Grand Theft Auto: San Andreas (აგრეთვე ცნობილი აბრევიატურით GTA: SA) — მოქმედებითი-სათავგადასავლო ვიდეო თამაში, რომელიც შექმნა Rockstar North-მა და გამოსცა Rockstar Games-მა. გამოვიდა 2004 წლის 24 ოქტომბერს PlayStation 2-ისთვის, ხოლო 2005 წლის 7 ივნისს Xbox-ისა და Microsoft Windows-სთვის. 2015 წელს გამოვიდა თამაშის რემასტერინგული ვერსია Xbox 360-სა და PlayStation 3-ზე. „San Andreas“ არის „Grand Theft Auto“ -ს სერიის რიგით მეშვიდე ნაწილი.

თამაშს გააჩნია ღია სამყაროს გარემო, სადაც ვირტუალური კამერა წარმოდგენილია მესამე პირის ხედვით. სიუჟეტი ვითარდება აშშ-ის გამოგონილ შტატ სან-ანდრეასში, რომელიც დაფუძნებულია ნევადისა და კალიფორნიის შტატზე. სან-ანდრეასი მოიცავს სამ ქალაქს: ლოს-სანტოსი, (რომელიც დაფუძნებულია ლოს-ანჯელესზე), სან-ფიერო (დაფუძნებული სან-ფრანცისკოზე) და ლას-ვენტურასი (დაფუძნებული ლას-ვეგასზე. ერთმოთამაშიანი რეჟიმი მოიცავს კარლ „სი ჯეი“ ჯონსონის ისტორიას — ყოფილი განგსტერი, რომელიც დედის სიკვდილის შემდეგ ბრუნდება ლიბერტი-სიტიდან სახლში, ლოს-სანტოსში, სადაც იგი აღმოაჩენს, რომ მისი მეგობრები და ოჯახი დასუსტებულია. თამაშის მიმდინარეობისას სი-ჯეი ცდილობს აღადგინოს თავისი ძველი ბანდა და გაიგოს დედის გარდაცვალების ნამდვილი მიზეზი. სიუჟეტი დაფუძნებულია ლოს-ანჯელესში მომხდარ სხვადასხვა რეალურ მოვლენებზე.

„San Andreas“ მიჩნეულია ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ვიდეო თამაშად. კრიტიკოსებმა ძირითადად შეაქეს თამაშის მუსიკა, სიუჟეტი და გეიმპლეი. იგი 2004 წლის და PlayStation 2-ის ყველაზე გაყიდვადი თამაშია. 2011 წლის მონაცემებით საერთო გაყიდვებმა 27.5 მილიონი ასლი შეადგინა. საერთო განხილვების საიტ Metacritic-ზე თამაში ფლობს 95/100. „San Andreas“ პორტირებული იქნა სხვადასხვა პლატფორმაზე: OS X, Xbox Live, PlayStation Network და მობილურ მოწყობილობებზე, როგორებიცაა iOS, Android, Windows Phone და Fire OS.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

[[

pFad - Phonifier reborn

Pfad - The Proxy pFad of © 2024 Garber Painting. All rights reserved.

Note: This service is not intended for secure transactions such as banking, social media, email, or purchasing. Use at your own risk. We assume no liability whatsoever for broken pages.


Alternative Proxies:

Alternative Proxy

pFad Proxy

pFad v3 Proxy

pFad v4 Proxy