შინაარსზე გადასვლა

Lindt

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Chocoladefabriken Lindt & Sprüngli AG
ტიპი Aktiengesellschaft (AG)
დარგი საკონდიტრო
დაფუძნდა 1845; 179 წლის წინ (1845)
დამაარსებელი David Sprüngli-Schwarz
Rudolf Lindt
სათავო ოფისი კილჩბერგი, შვეიცარია
მმართველი
Ernst Tanner (Exec.Chairman)
Dieter Weisskopf (CEO)[1]
პროდუქცია შოკოლადი, საკონდიტრო ნაწარმი, ნაყინი
შემოსავალი 4.509 მილიარდი CHF ( შვეიცარული ფრანკი (2019)[2]
სუფთა მოგება 511.9 million CHF (შვეიცარული ფრანკი) (2019)[2]
თანამშრომელი 14,621 (2019)[2]
შვილობილ(ებ)ი Ghirardelli
Russell Stover
Caffarel
Hofbauer
Küfferle
საიტი lindt.com
lindt-spruengli.com/investors/

Chocoladefabriken Lindt & Sprüngli AG, (უფრო ხშირად ცნობილი როგორც უბრალოდ Lindt )—შოკოლადისა და საკონდიტრო ნაწარმის მწარმოებელი შვეიცარული კომპანია, რომელიც დაარსდა 1845 წელს და სხვა ტკბილეულთან ერთად, ცნობილია თავისი წარმოებული შოკოლადის ტრიუფელებით და შოკოლადის ფილით. იგი დაფუძნებულია ციურიხის მახლობლად მდებარე ქალაქ კილჩბერგში, სადაც მდებარეობს მისი მთავარი ქარხანა და მუზეუმი.

დაფუძნება და ადრეული წლები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დევიდ სპრუნგლი
Chocoladefabrik Lindt & Sprüngli AG- ის აქცია, რომელიც გამოიცა 1930 წლის 1 სექტემბერს

კომპანიის ისტორია 1836 წლიდან იწყება, როდესაც დევიდ სპრუნგლი-შვარცმა და მისმა ვაჟმა რუდოლფ სპრუნგლი-ამანმა იყიდეს საკონდიტრო ნაწარმის პატარა მაღაზია ძველ ციურიხში და დაიწყეს შოკოლადის წარმოება სახელის, ,,David Sprüngli & Son” ქვეშ. სანამ 1845 წელს ისინი პარადეპლაცში გადავიდოდნენ, 1838 წელს მათ დააარსეს მცირე ქარხანა, სადაც ისინი აწარმოებდნენ შოკოლადს გამყარებული ფორმით.

როდესაც რუდოლფ სპრუნგლი-ამანი 1892 წელს პენსიაზე გავიდა , მან ვაჟებს ბიზნესის ორი თანაბარი ნაწილი დაუტოვა. უმცროსმა ძმამ დევიდ რობერტმა მიიღო საკონდიტრო ნაწარმის ორი მაღაზია, რომლებიც ცნობილი გახდა Confiserie Sprüngli-ს სახელწოდებით . უფროსმა ძმამ იოჰან რუდოლფმა კი შოკოლადის ქარხანა მიიღო. მისი გაფართოების გეგმისთვის საჭირო ფინანსების მოსაზიდად, იოჰან რუდოლფმა 1899 წელს თავისი კერძო კომპანია აქციონერთა მფლობელობაში მყოფ კორპირაციად (AG), "Chocolat Sprüngli AG"-დ გადააკეთა. იმავე წელს მან შეიძინა Rodolphe Lindt– ის შოკოლადის ქარხანა ბერნში. კომპანიამ კვლავ შეიცვალა სახელწოდება და გახდა "Aktiengesellschaft Vereinigte Berner und Zürcher Chocoladefabriken Lindt & Sprüngli" (AG გაერთიანებული ბერისა და ციურიხის ლინდტისა და შპრუნგლის შოკოლადის ქარხანა ) [3]

1994 წელს Lindt & Sprüngli- მ შეიძინა ავსტრიული შოკოლადის მწარმოებელი Hofbauer Österreich და იგი კომპანია Küfferle- სთან ერთად გააერთიანა კომპანიაში. 1997 და 1998 წლებში კომპანიამ შეიძინა იტალიური შოკოლადის მწარმოებელი Caffarel და ამერიკული შოკოლადის მწარმოებელი კომპანია Ghirardelli, [4] [5] და ორივე მათგანი გააერთიანა კომპანიაში.

2009 წლის 17 მარტს, ლინდტმა გამოაცხადა შეერთებულ შტატებში მისი 80 საცალო ბუტიკიდან 50 ის დახურვა 2000-იანი წლების გლობალური ფინანსური კრიზისის ფონზე, მოთხოვნის შემცირების გამო. [6]

ბოლოდროინდელი მოვლენები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის 14 ივლისს, ლინდტმა იყიდა Russell Stover Candies, Whitman's Chocolate- ის მწარმოებელი, დაახლოებით 1 მილიარდ დოლარად, რაც კომპანიის დღემდე ყველაზე მსხვილი შენაძენია. [7]

2018 წლის ნოემბერში ლინდტმა გახსნა პირველი ამერიკული სამოგზაურო საცალო მაღაზია ჯონ კენედის სახელობის ნიუ-იორკის საერთაშორისო აეროპორტის პირველ ტერმინალში და მისი ფლაგმანი კანადური მაღაზია იორკდეილის სავაჭრო ცენტრში, ტორონტოში . [8] [9]

Lindt & Sprüngli– ს აქვს 12 ქარხანა: კილჩბერგიში, შვეიცარია; აახენში, გერმანია; ოლორონ-სანტ-მარი, საფრანგეთი; ინდუნო ოლონა, იტალია; გლოგნიცი, ავსტრია; და შტატჰემში, ნიუ ჰემფშირში, შეერთებულ შტატებში. ავსტრიაში, გლოგნიცში მდებარე ქარხანა Lindtის გარდა აწარმოებს ბრენდს Hofbauer & Küfferle. Caffarel-ის ქარხანა მდებარეობს ლუსერნა სან ჯოვანიში, იტალიაში, ხოლო Ghirardelli-ს ქარხანა მდებარეობს სან ლეანდროში, კალიფორნიაში, შეერთებულ შტატებში. [10] გარდა ამისა, შეერთებულ შტატებში Russel Stiver-ის კიდევ ოთხი ქარხანაა.

2020 წლიდან კილჩბერგის მთავარი ქარხანა მოიცავს ვიზიტორთა ცენტრსა და მუზეუმს, რომელსაც Lindt Home of Chocolate (ლინდტის შოკოლადის სახლს) უწოდებენ . მუზეუმში გამოფენილია მსოფლიოში ყველაზე დიდი შოკოლადის შადრევანი, რომლის ზომა ცხრა მეტრზე მეტია და შეიცავს 1500 ლიტრ შოკოლადს. [11]

ლინდტის შოკოლადის კაფეები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
Lindt– ის მაღაზია Canal Walk– ის სავაჭრო ცენტრში, კეიპ – თაუნში
ლინდტის მაღაზია ლიდზში

Lindt– მა გახსნა 410 – ზე მეტი შოკოლადის კაფე და მაღაზია მთელ მსოფლიოში. [12] [13] კაფეების მენიუ ძირითადად ფოკუსირებულია შოკოლადსა და დესერტებზე. ლინდტის შოკოლადის კაფეებში ასევე იყიდება ხელნაკეთი შოკოლადები, მაკარონები, ნამცხვრები და ნაყინი.

2014 წლის 15 დეკემბერს, 18 ადამიანი, მათ შორის რვა თანამშრომელი, მძევლად აიყვანეს სიდნეიში მდებარე ლინდტის კაფეში. ინციდენტის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის შეიარაღებული პირი. [14] [15]

რძიანი შოკოლადის ტრიუფელი Lindor წითელ შესაფუთებში
Lindor მუქი შოკოლადის ტრუფელი ლურჯ შესაფუთში

Lindor-ის ბრენდი Lindt-მა 1949 წელს შოკოლადის ფილის, 1967 წელს კი ბურთის სახით წარმოადგინა. [3] დრეს იგი წარმოადგენს მყარი შოკოლადის გარსით დაფარულ შოკოლადის ნაზ შიგთავსს. ხელმისაწვდომია სხვადასხვა არომატის მქონე ბურთი ან ფილა, რომელთაგან თითოეული გამორჩეული ფერის შეფუთვაშია: [16]

ფერი Არომატი
შავი / ვერცხლისფერი Extra Dark (60% კაკაოს გარსი და შავი შოკოლადის შიგთავსი)
შავი მოჩვენებების გამოსახულებით;

თეთრი და ლურჯი თოვლის კაცი;

ღია მწვანე ვარდისფრით, იისფერი და ყვითელი ყვავილებით და პეპლებით;

ღია მწვანე თეთრი და ყვითელი ყვავილებით;

წითელი გულების გამოსახულებით

რძიანი შოკოლადის გარსი თეთრი შიგთავსით (სეზონური არომატი)
შავი მწვანით შავი შოკოლადი პიტნის არომატით(შეზღუდული გამოცემა)
ლურჯი შავი შოკოლადი
ყავისფერი თხილის
ყავისფერი ოქროსფრით რძიანი შოკოლადის გარსი შევსებული შაქრიანი თხილის ნაჭრებით
მუქი ყავისფერი (წარწერით café) მოკა
Მუქი მწვანე პიტნა
ოქროსფერი და თეთრი Თეთრი შოკოლადი
წითელი Რძიანი შოკოლადი
Ცისფერი Stracciatella : თეთრი შოკოლადის გარსი შევსებული კაკაოს ნაჭრებით და გლუვი თეთრი შიგთავსით
Ღია ვარდისფერი ირლანდიური კრემი
Ვარდისფერი მარწყვი და ნაღები
ლავანდა მოცვი და ნაღები (შეზღუდული გამოცემა)
ღია იისფერი ნუში
ღია Მწვანე ლიმონი (შეზღუდული გამოცემა)
ქარვა მანგო და კრემი (შეზღუდული გამოცემა)
ნარინჯისფერი შავი შოკოლადის გარსი ფორთოხლის არომატიანი შოკოლადის შიგთავსით
მუქი ვარდისფერი ჟოლო
მწვანე პიტნა
იისფერი ვანილი
ფირუზი ქოქოსი
თეთრი ოქროსფრით Marc de Champagne
ცისფერი Ზღვის მარილი
ცისფერი თეთრი ზოლით (წარწერით 'Latte') რძე და მარცვლეულის ხრაშუნათი
ბრინჯაო (წარწერით"კარამელი") კარამელი
მუქი აკვა ზღვის მარილი და კარამელი
ნარინჯისფერი და ყავისფერი შესუნელებული გოგრა
ყავისფერი თეთრი სპირალის გამოსახულებით ჯანჯაფილის ორცხობილა (Gingerbread)
ვარდისფერი ყვითელი წარწერით ნეაპოლიტანური
ღია ოქროსფერი Fudge Swirl
მწვანე წითლით და თეთრი და მწვანე ზოლებით პიტნის ორცხობილა
წითელი და თეთრი ზოლები თეთრი წარწერით პიტნის თეთრი შოკოლადი
სპილენძი Snickerdoodle
სპილენძი ოქროსფერი წარწერით Butter pecan
შავი და ოქროსფერი 70% ექსტრა შავი შოკოლადი
ღია მწვანე და ოქროსფერი მატჩა თეთრი შოკოლადი
ოქროსფერი სპილენძისფერი წარწერით Dulce de Leche
ღია Მწვანე ფსტა
Მუქი ყავისფერი კაპუჩინო

2009 წელს ჩოგბურთის შვეიცარელი ვარსკვლავი როჯერ ფედერერი ლინდტის "გლობალური ბრენდის ელჩი" გახდა და დაიწყო გამოჩენა სხვადასხვა სარეკლამო რგოლში. [17]

სეზონური საკონდიტრო ნაწარმი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
Lindt შოკოლადის კურდღლები

Lindt-ის ჯგუფი ასევე აწარმოებს Gold Bunny- ს, რძიანი შოკოლადის კურდღელს.1958 წლიდან ყოველ აღდგომას, ხელმისაწვდომია სვხადასხვა ზომის კურდღელი. [18] [19] თითოეული კურდღელი კისერზე ატარებს სხვადასხვა ფერის ლენტს, რომელშიც მითითებულია შოკოლადის ტიპი. რძიანი შოკოლადის კურდღელი ატარებს წითელ ლენტს, შავი შოკოლადის კურდღელი ატარებს მუქ ყავისფერ ლენტს, თხილის კურდღელი - მწვანე ლენტს, ხოლო თეთრი შოკოლადის კურდღელი თეთრ ლენტს.

შობის სეზონზე, ლინდტი აწარმოებს სხვადასხვა ფორმის შოკოლადის ფიგურებს, მათ შორის შოკოლადის ირემს (რომელიც გარკვეულწილად ჰგავს კლასიკურ კურდღელს), სანტას, თოვლის ბაბუის სხვადასხვა ზომის ფიგურებს, დათვებს, ზარებს, კალენდრებს და შოკოლადის ორნამენტებს. Lindt- ის მაღაზიებში ასევე ხელმისაწვდომია შოკოლადის ნაწარმო თუნუქის ყუთებში.

ვალენტინობის დღისთვის ლინდტი ყიდის ოქროს კურდღლის ყუთში მოთავსებულ ვერსიას-შოკოლადის ორ კურდღელს, რომლებიც ერთმანეთს კოცნიან. [20] ვალენტინობის დღის სხვა სეზონურ ნივთებს შორისაა აგრეთვე ლინდტის შოკოლადის ტრიუფელები გულის ფორმის ყუთებში.

Lindt ყიდის სხვადასხვა სახის შოკოლადის ფილებს. Excellence ხაზის არომატები მოიცავს: [21]

  • პიტნა: შავი შოკოლადი, პიტნის არომატით.
  • ლაიმი: მუქი შოკოლადი, ლაიმის არომატით.
  • ფორთოხალი: შავი შოკოლადი, ფორთოხლის არომატით და ნუშის ფანტელებით
  • შავი მოცხარი: შავი შოკოლადი შავი მოცხარისა და ნუშის ნაჭრებით
  • თეთრი ქოქოსი: თეთრი შოკოლადი წვრილი ქოქოსის ფხვიერი ფანტელებით
  • ქოქოსი: შავი შოკოლადი ქოქოსის ფხვიერი ფანტელებით
  • ნუში: თეთრი შოკოლადი მთლიანი მოხალული ნუშით და კარამელიზებული ნუშის ნაჭრებით
  • მსხალი: შოკოლადი მსხლის არომატით და ნუშის ფანტელებით
  • ანანასი: შავი შოკოლადი ანანასის ნაჭრებით და კარამელიზებული თხილით
  • ალუბალი
  • ჩვეულებრივი შავი შოკოლადი: ხელმისაწვდომია 50%, 60%, 70%, 78%, 85%, 90%, 95%, 99%, ან 100% კაკაოს შემცველიბით.
  • Extra Creamy: რძიანი შოკოლადი
  • Lindor: ცნობილი ბურთები, მაგრამ კუბის ფორმით
  • ვასაბი: აღმოსავლეთ აზიის ინსპირაციით შექმნილი შავი შოკოლადი, რომელიც ვასაბშია შერეული
  • ფსტა: რძიანი შოკოლადი ფსტის კრემისებრი შიგთავსით
  • მანდარინი: რძიანი შოკოლადი მანდარინის კრემისებრი შიგთავსით
  • მარწყვი: რძიანი შოკოლადი თეთრი შოკოლადისა და მარწყვის კრემისებრი შიგთავსით.
  • მარწყვის მარგარიტა: კაფსულის ფორმა მარწყვისა და მარგარიტას შიგთავსით
  • თეთრი მარწყვი: თეთრი შოკოლადი მარწყვის ნაჭრებით
  • ფორთოხალი: რძიანი შოკოლადი ფორთოხლის არომატის მქონე კრემისებრი შიგთავსით
  • კუბა: 55% კაკაო, კუბური წარმოშობის კაკაო
  • მადაგასკარი: 70% კაკაო, მადაგასკარული წარმოშობის კაკაო
  • ეკვადორი: 75% კაკაო, ეკვადორული წარმოშობის კაკაო
  • ვანილი: თეთრი შოკოლადი ვანილით
  • ყავა
  • ჩილი: 70% შავი შოკოლადი წითელი ჩილის ექსტრაქტით
  • ჟოლოს ინტენსიური არომატით: შავი შოკოლადი ჟოლოს ნაჭრებით და ნუშის ნატეხებით
  • ზღვის მარილი: შავი შოკოლადი ზღვის მარილით

Lindt-ის "Petits Desserts" აერთიანებს ცნობილ ევროპულ დესერტებს შოკოლადის პატარა კუბში. არომატები მოიცავს: Tarte au Chocolat (შოკოლადის ტარტი), Crème Brûlée( კრემ ბრულე), Tiramisu (ტირამისუ) Creme Caramel, Tarte au Citron (ლიმნის ტარტი), Meringue და Noir Orange. [22]

ავსტრალიაში Lindt აწარმოებს ნაყინს სხვადასხვა არომატით: [23]

  • 70% შავი შოკოლადი
  • White Chocolate Framboise ( თეთრი შოკოლადის ჟოლოთი)
  • Sable ფუნთუშები და კრემი
  • Chocolate Chip Hazelnut
  • თეთრი შოკოლადი ვანილით

2017 წლის სექტემბერში, არასამთავრობო ორგანიზაცია Mighty Earth- ის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ [24] დაადგინა, რომ ლინდტისა და შოკოლადის სხვა მსხვილი კომპანიების მიერ წარმოებულ შოკოლადში გამოყენებული კაკაოს დიდი რაოდენობა უკანონოდ იზრდებოდა კოტ-დ’ივუარისა და განას ეროვნულ პარკებში და სხვა დაცულ ადგილებში. [25] [26] Mighty Earth– ის 2019 წლის ყოველწლიურმა "სააღდგომოდ შოკოლადის ყიდვის სახელმძღვანელომ" მიანიჭა კარგი კვერცხის ჯილდო ლინდტს "მდგრადი განვითარების პოლიტიკის უდიდესი გაუმჯობესებისთვის". [27]

2020 წლის აგვისტოში რუსეთის ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა (FAS) გახსნა ანტიმონოპოლური საქმე ლინდტის წინააღმდეგ. მარეგულირებელმა ორგანოებმა აღმოაჩინეს ხარისხობრივი განსხვავებები რუსეთში და დასავლურ ბაზრებზე გაყიდულ Lindt– ის ერთსა და იგივე პროდუქტებს შორის, რომლის შესახებაც რუსმა მომხმარებლებმა არაფერი იცოდნენ. FAS– ის თანახმად, უცხოელი მწარმოებლების ამგვარმა საქციელმა შეიძლება გამოიწვიოს ბაზარზე მოთხოვნის არათანაბარი განაწილება და Lindt-მა მიიღოს გაუმართლებელი სარგებელი სხვა კონკურენტებთან შედარებით. [28] [29] პასუხად ლინდტმა განაცხადა რომ ერთადერთი განსხვავება რუსეთსა და ევროკავშირში გაყიდულ პროდუქტებს შორის ეტიკეტირებაა . [30]


  1. Group Management de. Lindt Sprüngli AG (10 October 2016). ციტირების თარიღი: 7 November 2016
  2. 2.0 2.1 2.2 Annual Report 2019 (pdf). Lindt Sprüngli AG. ციტირების თარიღი: 24 May 2020[მკვდარი ბმული]
  3. 3.0 3.1 Story of Lindt en. ციტირების თარიღი: 20 November 2016
  4. Spotlight: Ghirardelli Chocolate Co. Is Sold Again en-US (1998-01-13). ციტირების თარიღი: 2020-06-19
  5. Ghirardelli Chocolate Sold. ციტირების თარიღი: 2020-06-19
  6. Wiggins, Jenny (17 March 2009). „Lindt closes lid on most of its US stores“. Financial Times. ციტირების თარიღი: 3 January 2016.(ფასიანი რეგისტრაცია)
  7. MacLucas, Neil. Lindt & Spruengli to Buy Russell Stover Candies (14 July 2014). ციტირების თარიღი: 24 October 2017(ფასიანი რეგისტრაცია)
  8. Madden, Chris. Lindt & Sprüngli Travel Retail sees sales jump as Master Chocolatiers debut in US. ციტირების თარიღი: 3 December 2018
  9. DeMontis, Rita. Lindt flagship store lands at Yorkdale. ციტირების თარიღი: 3 December 2018
  10. Contact Us for Ghirardelli en. ციტირების თარიღი: 24 October 2017
  11. Lindt has opened the world’s largest chocolate museum in Zurich, complete with the largest chocolate fountain. ციტირების თარიღი: 7 April 2021
  12. More Than 410 Own Shops Worldwide. ციტირების თარიღი: 7 May 2018
  13. Marc Pallisco. Flagship Lindt Chocolat Cafe to Open in Collins Street, Melbourne (31 May 2009). ციტირების თარიღი: 25 November 2015
  14. Doherty, Ben; Jabour, Bridie; Delaney, Brigid; Wahlquist, Calla; Davidson, Helen; Safi, Michael; Milman, Oliver; Farrell, Paul (2014-12-20). „Sydney siege: how a day and night of terror unfolded at the Lindt cafe“. The Guardian (ინგლისური). ISSN 0261-3077. ციტირების თარიღი: 2020-07-01.
  15. Lindt Cafe: The day international terrorism came to Australia. ციტირების თარიღი: 2020-07-01
  16. LINDOR. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 ოქტომბერი 2017. ციტირების თარიღი: 24 October 2017
  17. Chocoladefabriken Lindt & Sprüngli. Roger Federer, World of Lindt. Chocoladefabriken Lindt & Sprüngli. ციტირების თარიღი: 26 December 2018
  18. The LINDT GOLD BUNNY Story > History of chocolate > Secrets of Chocolate > Lindt & Sprüngli, Master Chocolatier since 1845. Lindt.com (17 August 2010). ციტირების თარიღი: 25 November 2015
  19. Europe's High Court tries on a chocolate bunny suit. The Australian (11 June 2008). ციტირების თარიღი: 25 November 2015
  20. Lindt Kissing Gold Bunny 100g. Wayback Machine. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 თებერვალი 2012. ციტირების თარიღი: 13 November 2016
  21. EXCELLENCE Bars en. ციტირების თარიღი: 8 December 2015
  22. Boxed Chocolates en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 აგვისტო 2017. ციტირების თარიღი: 25 November 2015
  23. Ice Cream. Lindt Australia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 დეკემბერი 2015. ციტირების თარიღი: 8 December 2015
  24. Chocolate's Dark Secret. ციტირების თარიღი: 2 November 2017
  25. Olam to acquire global cocoa business of Archer Daniels Midland for $1.7 billion en. ციტირების თარიღი: 2 November 2017
  26. Olam Livelihood Charter 2016. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 ნოემბერი 2017. ციტირების თარიღი: 2 November 2017
  27. Mighty Earth 2019 Easter Chocolate Buying Guide. ციტირების თარიღი: August 23, 2019
  28. Russian antimonopoly watchdog opens case against Lindt chocolate producer. ციტირების თარიღი: 25 August 2020
  29. The Federal Antimonopoly service has opened a case against the manufacturer of Lindt chocolate. ციტირების თარიღი: 25 August 2020
  30. Lindt denies differences in the composition of chocolate sold in Russia and the EU. ციტირების თარიღი: 25 August 2020
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/Lindt“-დან
pFad - Phonifier reborn

Pfad - The Proxy pFad of © 2024 Garber Painting. All rights reserved.

Note: This service is not intended for secure transactions such as banking, social media, email, or purchasing. Use at your own risk. We assume no liability whatsoever for broken pages.


Alternative Proxies:

Alternative Proxy

pFad Proxy

pFad v3 Proxy

pFad v4 Proxy