შინაარსზე გადასვლა

კენეთ კაუნდა

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კენეთ დავიდ კაუნდა
კენეთ დავიდ კაუნდა
ზამბიის 1-ლი პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
24 ოქტომბერი 1964 – 2 ნოემბერი 1991
მემკვიდრეფრედერიკ ჩილუბა

მიუმხრობლობის მოძრაობის მე-3 გენერალური მდივანი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
10 სექტემბერი 1970 – 9 სექტემბერი 1973
წინამორბედიგამალ აბდელ ნასერი
მემკვიდრეჰუარი ბუმედიენი

დაბადებული28 აპრილი, 1924
ჩინზალი ჩრდილოეთ როდეზია
გარდაცვლილი17 ივნისი, 2021 (97 წლის)
ლუსაკა, ზამბია
ეროვნებაზამბიელი
მეუღლებეტი კაუნდა
პროფესიამასწავლებელი
რელიგიაპრესვიტერიანელი

კენეთ კაუნდა (ინგლ. Kenneth David Kaunda; დ. 28 აპრილი 1924, ჩინზალი, ჩრდილოეთ როდეზია — გ. 17 ივნისი, 2021, ლუსაკა)[1] — ზამბიის პოლიტიკური მოღვაწე, პირველი პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი.

ზამბიის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ერთ-ერთი ლიდერი დაიბადა ჩრდილოეთ როდეზიის (ახლანდელი ზამბია) ჩრდილოეთ პროვინციაში. იგი რვა დედმამიშვილს შორის ყველაზე უმცროსი იყო. 1951 წლამდე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ჩრდილოეთ როდეზიის ჩრდილოეთ რეგიონებში. 50-იანი წლების ბოლოს აქტიურად ჩაება დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში, რისთვისაც რამდენიმეჯერ მოუწია ციხეში ჩაჯდომა. 1958 წელს დააარსა ზამბიის აფრიკული ეროვნული კონგრესი, რომლის საქმიანობაც აიკრძალა 1959 წელს, ხოლო კაუნდა კვლავ ციხეში ჩასვეს. ამ პერიოდში მისმა თანამებრძოლებმა დააარსეს ეროვნული დამოუკიდებლობის გაერთიანებული პარტია, რომელიც ფაქტობრივად დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში ზამბიის აფრიკულ ეროვნულ კონგრესს ჩაენაცვლა. 1960 წელს, როდესაც კაუნდა გაათავისუფლეს ციხიდან გახდა ახლადჩამოყალიბებული პარტიის პრეზიდენტი. 1961 წელს კი ჩრდილოეთ რეგიონებში დაიწყო დაუმორჩილებლობის კამპანია (ე.წ. „ჩა-ჩა-ჩა კამპანია“): წვავდნენ სკოლებს, ბლოკირებას უკეთებდნენ გზებს… 1964 წელს პარტიამ მოიგო საპარლამენტო არჩევნები და კაუნდა გახდა ქვეყნის პირველი პრემიერ-მინისტრი, 1964 წლის 24 ოქტომბერს კი ქვეყნის პირველი პრეზიდენტი.

აფრიკული სოციალიზმი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კაუნდამ ზამბია აქცია ერთპარტიულ ქვეყანად. დაამყარა პარტიული დიქტატურა. 1964 წელს გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა, რომელიც ფაქტობრივად შეინარჩუნა 1991 წლამდე. შეიმუშავა მემარცხენე ეროვნულ-სოციალისტური იდეოლოგია ე. წ. „ზამბიური ჰუმანიზმი“, რომელიც იყო აფრიკული სოციალიზმის გამოვლინება (მსგავსი „ანომალიები“ ახასიათებდა ამ პერიოდის აფრიკული სახელმწიფოების უმრავლესობას). მსგავს სისტემას აშენებდა: კვამე ნკრუმა — განაში, ჯულიუს ნიერერე — ტანზანიაში, მობუტუ სესე სეკო — ზაირში და ა. შ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. „Kenneth Kaunda, Zambia founding father don die“. BBC News Pidgin. 17 ივნისი, 2021. ციტირების თარიღი: 19 ივნისი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
წინამორბედი:
ზამბიის პრეზიდენტი

19641991
შემდეგი:
ფრედერიკ ჩილუბა
pFad - Phonifier reborn

Pfad - The Proxy pFad of © 2024 Garber Painting. All rights reserved.

Note: This service is not intended for secure transactions such as banking, social media, email, or purchasing. Use at your own risk. We assume no liability whatsoever for broken pages.


Alternative Proxies:

Alternative Proxy

pFad Proxy

pFad v3 Proxy

pFad v4 Proxy