შინაარსზე გადასვლა

სტერეოტიპი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მე18 საუკუნის ჰოლანდიური გრავირება, რომელზეც გამოსახულია აზიის, ამერიკის და აფრიკის მოსახლეობა თავიანთ ტიპურ სამოსში. მათ ქვემოთ კი ნაჩვენებია ინგლისელი, ჰოლანდიელი, გერმანელი და ფრანგი.
პოლიციის ოფიცერები ყიდულობენ ყავას და დონატებს; აღქმადი სტეროტიპული ქცევის მაგალითი ჩრდილოეთ ამერიკაში.

სტერეოტიპი — ზეტმეტად განზოგადებული რწმენა ხალხის გარკვეული კატეგორიის შესახებ. სტერეოტიპები განზოგადებულია იმიტომ რომ, ვიღაცის აზრით, განსაზღვრული სტერეოტიპი, მართალია ამ კატეგორიის ყველა ინდივიდუალურ წევრზე.[1] მიუხედავად იმისა, რომ როდესაც სწრაფ გადაწყვეტილებებს ვიღებთ, ასეთი დისკუსია შეიძლება იყოს სასარგებლო, ისინი შეიძლება იყოს მცდარი, როდესაც ჯგუფის წევრებს ინდივიდუალურად განვიხილავთ.[2] სტერეოტიპები ხელს უწყობს ცრურწმენებს და იგი შეიძლება წარმოიშვას რიგი მიზეზების გამო.

აშკარა სტერეოტიპები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აშკარა სტერეოტიპები არის ის ხალხი, რომლებიც მზად არიან, გამოთქვან და აღიარონ სტერეოტიპები სხვა პირების წინაშე. ეს ასევე ეხება სტერეოტიპებს, როდესაც ადამიანმა იცის, რომ ფლობს გარკვეულ სტერეოტიპს და ამას იყენებს ხალხის განსასჯელად. ადამიანებს შეუძლია სცადონ, რომ ცნობიერად გააკონტროლონ მათი აშკარა სტერეოტიპები, მიუხედავად იმისა, რომ კონტროლის მათი მცდელობა შეიძლება ხშირად არ იყოს ეფექტიანი.

დაფარული სტერეოტიპები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
"მხოლოდ კაცები თამაშობენ ვიდეო თამაშებს" არის საკმაოდ ხშირი სტერეოტიპი. სინამდვილეში კი, მოთამაშეების დაახლოებით ნახევარი ქალია.[3]

დაფარული სტერეოტიპები არის სტერეოტიპები, რომლებიც ადამიანებს აქვთ ქვეცნობიერად, ისე, რომ მათ მათზე არც იციან და ვერც აკონტროლებენ.[4]

სოციალურ ფსიქოლოგიაში, სტერეოტიპი არის რაიმე აზრი, რომელიც ფართოდ მიღებულია კონკრეტული ტიპის ინდივიდების მიერ ან ქცევის ნორმები, რომლებიც ითვლება, რომ წარმოადგენს გარკვეული ჯგუფის ინდივიდებს ან მთლიანად ამ ჯგუფს.[5] ეს აზრები ან რწმენები ზუსტად ასახავდეს ან არ ასახავდეს რეალობას, მაგრამ სტერეოტიპის ბუნებიდან გამომდინარე, ისინი ხშირად ასახავენ რეალობას. ფსიქოლოგიასა და სხვა დარგებში, სტერეოტიპების სხვადასხვანაირი კონცეპტუალიზაცია არსებობს.

ტერმინი "სტერეოტიპი" მომდინარეობს ფრანგული ზედსართავიდან stéréotype, რომელიც თავის მხრივ წამოვიდა ბერძნული სიტყვიდან στερεός (stereos), "მყარი"[6] და τύπος (typos), შ"თაბეჭდილება"[7] "მყარი შთაბეჭდილება, ერთ ან მეტ იდეა/თეორიაზე."

ტერმინი მომდინარეობს საბეჭდი ინდუსტრიიდან და პირველად იგი ფირმინ დიდოტმა (Firmin Didot) გამოიყენა საბეჭდი ფირფიტის, რომელიც ნებისმიერი ტიპოგრაფიის დუბლირებას ახდენდა, გამოიყენა. დუბლირებული საბეჭდი ფირფიტა, ან სტერეოტიპი, ორიგინალის ნაცვლას, ბეჭდვისთვის გამოიყენებოდა.

ბეჭდვის გარდა, სიტყვა "სტერეოტიპი" 1850 წელს გამოიყენეს, უცვლელი გამოსახულების მნიშვნელობით. 1922 წლამდე "სტერეოტიპი" ფსიქოლოგიაში არ არსებობდა, ის თანამედროვე ფსიქოლოგიაში შემოვიდა ამერიკელი ჟურნალისტის Walter Lippmannის ნაშრომით საზოგადოებრივი აზრი (Public Opinion).

ადრეული კვლევების თანახმად, სტერეოტიპები გამოყენებული იყო მხოლოდ მკაცრი და ავტორიტარული ხალხის მიერ. ეს იდეა უარყო თანამედროვე კვლევებმა, რომლებიც გვთავაზობენ სტერეოტიპების საერთოობას, რომ ერთი სოციალური წრის წევრები იზიარებენ ერთსა და იმავე სტერეოტიპებს.[8] თანამედროვე კვლევების მიხედვით, სტერეოტიპების სრულად გასაგებად საჭიროა მისი ორი პერსპექტივიდან დანახვა: კულტურასთან მიმართებაში და ინდივიდის გონების პერსპექტივაში. [9]

სოციალური ფუნქციები: სოციალური კატეგორიზაცია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შემდეგ სიტუაციებში, სტერეოტიპების ყოვლისმომცველი მიზანი არის ის, რომ ხალხმა თავისი სოციალური ინდივიდი (in-group წევრობა) დადებითი მხრიდან დაინახოს.[10]

  • როდესაც სტერეოტიპები, გამოიყენება სოციალური მოვლენების ახსნისას;
  • როდესაც სტერეოტიპები, გამოიყენება  საკუთარი ჯგუფის (ingroup - ჯგუფი, რომელსაც შენ ეკუთნი), სხვა (outgroup - სხვა ჯგუფები, შენი ჯგუფის გარდა) ჯგუფის მიმართ გასამართლებლად;
  • როდესაც სტერეოტიპები, გამოიყენება ingroupის outgroupისგან დადებითად განსამიჯნად.

ახსნის შინაარსი (მიზანი)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1873 წლის ანტი სემიტური კარიკატურა, რომელზეც ასახულია ებრაელი მამაკაცის სტერეოტიპული ფიზიკური მახასიათებლები.

როგორც ზემოთ აღინიშნა, სტერეოტიპები შეიძლება გამოყენებულ იქნას, სოციალური ღონისძიებების ასახსნელად. ჰენრი ტაჯფელმა (Henri Tajfel). 

ჟურნალი სილამაზის აღლუმი 1952 წლის მარტი, გამოსახავს სტერეოტიპს ქალი მძღოლების შესახებ. მოდელი - Bettie Page.


სტერეოტიპული საფრთხე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სტერეოტიპული საფრთხის (ST) ეფექტი გოგონებსა და ბიჭებზე მათემატიკის ტესტის შედეგების მიხედვით. Osborne (2007) ის მონაცემების მიხედვით.
[11]
  1. Stereotypes | Simply Psychology. ციტირების თარიღი: 2018-03-25
  2. McLeod, Saul. Stereotypes. ციტირების თარიღი: 12 March 2018
  3. U.S. video gamer gender statistics 2018 en. ციტირების თარიღი: 2018-06-27
  4. Frequently Asked Questions. ციტირების თარიღი: 2018-04-14
  5. McGarty, Craig; Yzerbyt, Vincent Y.; Spears, Russel (2002) „Social, cultural and cognitive factors in stereotype formation“, Stereotypes as explanations: The formation of meaningful beliefs about social groups. Cambridge: Cambridge University Press, გვ. 1–15. ISBN 978-0-521-80047-1. 
  6. στερεός, Henry George Liddell, Robert Scott, A Greek-English Lexicon, on Perseus Digital Library
  7. τύπος, Henry George Liddell, Robert Scott, A Greek-English Lexicon, on Perseus Digital Library
  8. Tajfel, Henri (1981) „Social stereotypes and social groups“, Intergroup behaviour. Oxford: Blackwell, გვ. 144–167. ISBN 978-0-631-11711-7. 
  9. Macrae CN, Stangor C, Hewstone M. (eds.) "Stereotypes and stereotyping." 1995, p. 4
  10. Haslam, S. A., Turner, J. C., Oakes, P. J., Reynolds, K. J., & Doosje, B. (2002). From personal pictures in the head to collective tools in the word: how shared stereotypes allow groups to represent and change social reality. In C. McGarty, V. Y. Yzerbyt, & R. Spears (Eds.). Stereotypes as explanations: The formation of meaningful beliefs about social groups (pp. 157-185). Cambridge: Cambridge University Press.
  11. Osborne, Jason W. (2007). „Linking Stereotype Threat and Anxiety“. Educational Psychology. 27 (1): 135–154. doi:10.1080/01443410601069929.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სტერეოტიპი“-დან
pFad - Phonifier reborn

Pfad - The Proxy pFad of © 2024 Garber Painting. All rights reserved.

Note: This service is not intended for secure transactions such as banking, social media, email, or purchasing. Use at your own risk. We assume no liability whatsoever for broken pages.


Alternative Proxies:

Alternative Proxy

pFad Proxy

pFad v3 Proxy

pFad v4 Proxy