„Act Naturally“ — ჯონი რასელის და ვონი მორისონის მიერ დაწერილი სიმღერა, თავდაპირველად ჩაწერილი ბაკ ოუენსის და The Buckaroos-ის მიერ. მათი ვერსია ბილბორდის ქანთრის სინგლების ჩარტში 1963 წელს #1 პოზიციას იკავებდა [1][2] 2002 წელს შელი ფაბიანმა (About.com) იგი ყველა დროის 500 საუკეთესო ქანთრი სიმღერის სიის 169-ე პოზიციაზე დაასახელა.[3]
The Beatles-ის მიერ "Act Naturally" 1965 წელს ჩაიწერა, ალბომისთვის Help!. იგი გამოვიდა სინგლის "Yesterday" b-მხარეზე, აშშ-ში.[4]
ვოკალს ამ ვერსიაში რინგო სტარი ასრულებს[5] სტივენ თომას ერლეუაინის (Allmusic) აზრით, ეს არის "რინგოს საყვარელი ვოკალის იდეალური გამოჩენა".[6] ჯგუფმა სიმღერა ედ სალივანის შოუში გამოჩენისას შეასრულა (14 აგვისტო, 1965, ეთერი - 12 სექტემბერი).[7] იგი აგრეთვე დაუკრეს შის სტადიონზე გამართულ ცნობილ კონცერტზე, 1965 წლის 15 აგვისტოს და ასრულებდნენ აშშ-ში ჯგუფის მიერ გამართულ სხვა კონცერტებზე (სტარის "I Wanna Be Your Man"-თან ერთად).