Content-Length: 377641 | pFad | https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%98

ბორიუმი - ვიკიპედია შინაარსზე გადასვლა

ბორიუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბორიუმი
107Bh
[270]
5f14 6d5 7s2
ბორიუმი, 107Bh
ზოგადი თვისებები
მასური რიცხვი 270
ბორიუმი პერიოდულ სისტემაში
წყალბადი ჰელიუმი
ლითიუმი ბერილიუმი ბორი ნახშირბადი აზოტი ჟანგბადი ფთორი ნეონი
ნატრიუმი მაგნიუმი ალუმინი სილიციუმი ფოსფორი გოგირდი ქლორი არგონი
კალიუმი კალციუმი სკანდიუმი ტიტანი ვანადიუმი ქრომი მანგანუმი რკინა კობალტი ნიკელი სპილენძი თუთია გალიუმი გერმანიუმი დარიშხანი სელენი ბრომი კრიპტონი
რუბიდიუმი სტრონციუმი იტრიუმი ცირკონიუმი ნიობიუმი მოლიბდენი ტექნეციუმი რუთენიუმი როდიუმი პალადიუმი ვერცხლი კადმიუმი ინდიუმი კალა სტიბიუმი ტელური იოდი ქსენონი
ცეზიუმი ბარიუმი ლანთანი ცერიუმი პრაზეოდიმი ნეოდიმი პრომეთიუმი სამარიუმი ევროპიუმი გადოლინიუმი ტერბიუმი დისპროზიუმი ჰოლმიუმი ერბიუმი თულიუმი იტერბიუმი ლუტეციუმი ჰაფნიუმი ტანტალი ვოლფრამი რენიუმი ოსმიუმი ირიდიუმი პლატინა ოქრო ვერცხლისწყალი თალიუმი ტყვია ბისმუტი პოლონიუმი ასტატი რადონი
ფრანციუმი რადიუმი აქტინიუმი თორიუმი პროტაქტინიუმი ურანი (ელემენტი) ნეპტუნიუმი პლუტონიუმი ამერიციუმი კიურიუმი ბერკელიუმი კალიფორნიუმი აინშტაინიუმი ფერმიუმი მენდელევიუმი ნობელიუმი ლოურენსიუმი რეზერფორდიუმი დუბნიუმი სიბორგიუმი ბორიუმი ჰასიუმი მეიტნერიუმი დარმშტადტიუმი რენტგენიუმი კოპერნიციუმი ნიჰონიუმი ფლეროვიუმი მოსკოვიუმი ლივერმორიუმი ტენესინი ოგანესონი
Re

Bh

(Uhu)
სიბორგიუმიბორიუმიჰასიუმი
ატომური ნომერი (Z) 107
ჯგუფი 7
პერიოდი 7 პერიოდი
ბლოკი d-ბლოკი
ელექტრონული კონფიგურაცია [Rn] 5f14 6d5 7s2
ელექტრონი გარსზე 2, 8, 18, 32, 32, 12, 2
ელემენტის ატომის სქემა
ფიზიკური თვისებები
აგრეგეგატული მდგომ. ნსპ-ში მყარი სხეული
სიმკვრივე (ო.ტ.) 26–27 გ/სმ3
ატომის თვისებები
ჟანგვის ხარისხი (+3), (+4), (+5), +7
ელექტროდული პოტენციალი
იონიზაციის ენერგია
  • 1: 740 კჯ/მოლ
  • 2: 1690 კჯ/მოლ
  • 3: 2570 კჯ/მოლ
ატომის რადიუსი ემპირიული: 128 პმ
კოვალენტური რადიუსი (rcov) 141 პმ
სხვა თვისებები
ბუნებაში გვხვდება სინთეზირების შედეგად
მესრის სტრუქტურა მჭიდრო ჰექსაგონალური
CAS ნომერი 54037-14-8
ისტორია
სახელწოდება მომდინარეობს ნილს ბორის გვარის მიხედვით
აღმომჩენია Gesellschaft für Schwerionenforschung (1981)
ბორიუმის მთავარი იზოტოპები
იზო­ტოპი გავრცე­ლება­დობა ნახევ.
დაშლა
(t1/2)
რადიო.
დაშლა
პრო­დუქტი
267Bh სინთ 17 წამ α 263Db
270Bh სინთ 2.4 წთ α 266Db
271Bh სინთ 2.9 წამ α 267Db
272Bh სინთ 8.8 წამ α 268Db
274Bh სინთ 40 წამ α 270Db
278Bh სინთ 11.5 წთ? სდ

ბორიუმი[1] (ლათ. Bohrium; ქიმიური სიმბოლო — ), უნნილსეპტიუმი (ლათ. Unnilseptium; ქიმიური სიმბოლო — ), ეკა-რენიუმი (Eka-rhenium) — ელემენტთა პერიოდული სისტემის მეშვიდე პერიოდის, მეშვიდე ჯგუფის (მოძველებული კლასიფიკაციით — მეშვიდე ჯგუფის თანაური ქვეჯგუფის, VIIბ) ხელოვნურად მიღებული რადიოაქტიური ქიმიური ელემენტი. მისი ატომური ნომერია — 107. ცნობილია იზოტოპები, რომელთა მასური რიცხვია 261-დან 272. მიღებული იზოტოპებიდან ყველაზე სტაბილური იზოტოპია  — ბორიუმ-267 რომლის ნახევარდაშლის პერიოდია 17 წმ[2]. ელემენტს სახელი დაერქვა დანიელი ფიზიკოსის ნილს ბორის პატივსაცემად.

1976 წელს 107-ე ელემენტის სინთეზის შესახებ პირველი განაცხადა იური ოგანესიანის ჯგუფმა დუბნიდან[3]. ამ ნამუშევარის მეთოდიკა მდგომარეობდა - ბისმუტ-209-ისა და ქრომ-54-ის ბირთვების შერწყმის რეაქციის სპონტანური დაყოფის პროდუქტების კვლევაში. ნაპოვნი იქნა ორი დამახასიათებელი ნახევარდაშლის დრო: 5 წმ. და 1—2 მლწმ. პირველი მიწერილი იყო ბირთვ 257105-ის დაშლაზე, რადგანაც ასეთივე ნახევარდაშლის პერიოდი იყო 105-ე ელემენტის მიღების რეაქციის პროდუქტებისათვის: 209Bi+50Ti, 208Pb+51V, 205Tl+54Cr. ნახევარდაშლის მეორე პერიოდი მიეწერა ბირთვს 261107, რომელსაც, მეცნიერების ვარაუდით, აქვს ორი დაშლა: სპონტანური დაშლა (20 %) და α-დაშლა, რომელიც იწვევს წარმოქმნილი ბირთვის 257105 სპონტანურ დაშლას ნახევარდაშლის პერიოდით 5 წმ.

1981 წელს გერმანელი მეცნიერების ჯგუფმა დარმშტადტის მძიმე იონების ინსტიტუტიდან (გერმ. Gesellschaft für Schwerionenforschung, GSI) გამოიკვლია იგივე რეაქციის პროდუქტები 209Bi+54Cr, და გამოიყენა უფრო დახვეწილი მეთოდიკა, რომელიც იძლეოდა საშუალებას აღმოეჩინა ნუკლიდების α-დაშლა და განესაზღვრათ მისი პარამეტრები. თავის ექსპერიმენტში GSI -ის მეცნიერებმა მოახდინეს ბირთვ 262107-ის α-დაშლის 5 მოვლენის იდენტიფიცირება, და მათი სიცოცხლის დრო შეაფასეს 4,7+2,3−1,6 წმ[4].

როგორც 107, 105 და 104 ელემენტების იზოტოპების შემდგომ კვლევამ აჩვენა, რეაქციაში 209Bi+54Cr მართლაც იბადება, ჩნდება ბირთვები 261107 და 262107[5]. მაგრამ 1976 წელს დუბნის მენიერების მიერ მიღებული ბევრი დასკნა გამოვიდა მცდარი. კერძოდ, ნახევარდაშლის პერიოდი 5 წმ ააქვს არა 257105, არამედ 258105[6]. 1/3 ალბათობით ეს ნუკლიდი განიცდის ბეტა-დაშლას და გარდაიქმნება 258104-ში, რომელიც ძალიან ჩქარა (ნახევარდაშლის პერიოდი 12 მლწმ) იყოფა სპონტანურად. ეს ნიშნავს, რომ დუბნის ჯგუფი აკვირდებოდნენ არა ბირთვ 262107-ის α-დაშლის პროდუქტებს, არამედ 261107[7]. იზოტოპ 261107-ის სიცოცხლის დრო თანამედროვე მონაცემებით შეადგენს 12 მლწმ., რაც შედარებით მეტია ვიდრე 1976 წელს დამტკიცებული დრო.

1992 წლის სექტემბერში დარმშტადტის და დუბნის მეცნიერებს შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება იმის შესახებ, რომ 107 ელემენტს ეწოდოს «ნილსბორიუმი» დანიელი ფიზიკოსის ნილს ბორის პატივსაცემად[8], თუმცა თავდაპირველად საბჭოთა მეცნიერები გეგმავდნენ «ნილსბორიუმი» 105-ე ელემენტისათვის ეწოდებინათ (ახლა ეს ელემენტი დუბნიუმია)[7]. 1993 წელს IUPAC-მა აღიარა გერმანელი მეცნიერების პრიორიტეტი 107-ე ელემენტის იდენტიფიკაციაში[7], და 1994 წელს თავის რეკომენდაციაში წარმოადგინა სახელწოდება «ბორიუმი», რადგანაც ქიმიური ელემენტების სახელცოდებები არასდროს არ შედგებოდა მეცნიერის სახელი გვარისაგან[9]. ეს გადაწყვეტილება საბოლოოდ მიღებული იქნა 1997 წელს დანიელი ქიმიკოსებთან კონსულტაციის შემდეგ[10].

იზოტოპი მასა ნახევარდაშლის პერიოდი[11] დაშლის ტიპი
261Bh 261 12თარგი:Sup sub მლწმ α-დაშლა 257Db
262Bh 262 8,0±2,1 мс α-დაშლა 258Db
264Bh 264 წმ α-დაშლა 260Db
265Bh 265 წმ α-დაშლა 261Db
266Bh 266 წმ α-დაშლა 262Db
267Bh 267 წმ α-დაშლა263Db
272Bh 272 წმ α-დაშლა268Db

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ბორიუმი — ტექნიკური ლექსიკონი
  2. Evidence for New Isotopes of Element 107: 266Bh and 267Bh, Physical Review Letters, 2000, ტ. 85, № 13, გვ. 2697 - 2700.
  3. Yu. Ts. Oganessian et al., On spontaneous fission of neutron-deficient isotopes of elements 103, 105 and 107, Nuclear Physics A, 1976, ტ. 273, № 2, გვ. 505-522.
  4. G. Münzenberg et al., Identification of element 107 by α correlation chains, Zeitschrift für Physik A, 1981, ტ. 300, № 1, გვ. 107-108.
  5. G. Münzenberg et al., Element 107, Zeitschrift für Physik A, 1989, ტ. 333, № 2, გვ. 163-175.
  6. The new isotopes 258105, 257105, 254Lr and 253Lr, Zeitschrift für Physik A, 1985, ტ. 322, № 4, გვ. 557-566.
  7. 7.0 7.1 7.2 R. C. Barber et al., Discovery of the transfermium elements, Pure and Applied Chemistry, 1993, ტ. 65, № 8, გვ. 1757-1814.
  8. Responses on the Report 'Discovery of the transfermium elements', Pure and Applied Chemistry, 1993, ტ. 65, № 8, გვ. 1815-1824.
  9. Commission on Nomenclature of Inorganic Chemistry, Names and symbols of transfermium elements (IUPAC Recommendations 1994), Pure and Applied Chemistry, 1994, ტ. 66, № 12, გვ. 2419-2421.
  10. Commission on Nomenclature of Inorganic Chemistry, Names and symbols of transfermium elements (IUPAC Recommendations 1997), Pure and Applied Chemistry, 1997, ტ. 69, № 12, გვ. 2471-2473.
  11. Nudat 2.3








ApplySandwichStrip

pFad - (p)hone/(F)rame/(a)nonymizer/(d)eclutterfier!      Saves Data!


--- a PPN by Garber Painting Akron. With Image Size Reduction included!

Fetched URL: https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%98

Alternative Proxies:

Alternative Proxy

pFad Proxy

pFad v3 Proxy

pFad v4 Proxy